bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
2 Corinthians 12
2 Corinthians 12
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 13 →
1
მართლაც სასარგებლო არ არის ჩემთვის კვეხნა, ვინაიდან მივალ უფლის ხილვებთან და გამოცხადებებთან.
2
ვიცი კაცი ქრისტეში, რომელიც თოთხმეტი წლის წინათ, არ ვიცი, სხეულში, არ ვიცი, სხეულის გარეთ, ღმერთმა იცის, ატაცებულ იქნა მესამე ცამდე.
3
ვიცი ასეთ კაცზე, სხეულში იყო, თუ სხეულის გარეშე, არ ვიცი, ღმერთმა იცის, –
4
რომ ის ატაცებულ იქნა სამოთხეში და ისმენდა გამოუთქმელ სიტყვებს, რომელთა გამოთქმა ნებადართული არა აქვს ადამიანს.
5
ასეთი კაცით დავიკვეხნი, ჩემი თავით კი არ დავიკვეხნი, მხოლოდ ჩემი უძლურებებით.
6
ხოლო თუ მოვისურვებ დავიკვეხნო, უგუნური არ ვიქნები, ვინაიდან ჭეშმარიტებას ვიტყვი. მაგრამ თავს ვიკავებ, რათა არავინ ჩამთვალოს იმაზე მეტად, რასაც ჩემში ხედავს ან ჩემგან ისმენს.
7
რათა არ გავმედიდურდე მეტისმეტი გამოცხადებებით, ეკალი მომეცა სხეულში, სატანის ანგელოზი, რომ დამქეჯნოს, რათა არ გავმედიდურდე.
8
სამჯერ შევევედრე უფალს, რომ განმაშოროს იგი.
9
და მითხრა: „გეყოფა ჩემი მადლი, ვინაიდან უძლურებაში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა.“ ამიტომ უფრო ხალისით დავიკვეხნი ჩემი უძლურებებით, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში.
10
ამიტომ კმაყოფილი ვარ უძლურებაში, შეურაცხყოფაში, გაჭირვებაში, დევნაში და შევიწროებაში ქრისტეს გულისათვის. ვინაიდან როცა უძლური ვარ, მაშინ ვარ ძლიერი.
11
უგუნური შევიქენი, რაკი ვიკვეხნი. თქვენ მაიძულეთ. თქვენ გევალებოდათ ჩემი ქება, ვინაიდან არაფრით ვარ აღმატებულ მოციქულებზე ნაკლები, თუმცა არაფერი ვარ.
12
მოციქულის ნიშნები ამოქმედდა თქვენ შორის ყოველგვარი მოთმინებით, ნიშნებით, სასწაულებით და ძალებით.
13
ვინაიდან რა გაკლიათ სხვა ეკლესიებთან შედარებით, გარდა იმისა, რომ მე არ დაგაწექით მძიმე ტვირთად? მაპატიეთ ეს დანაშაული.
14
აჰა, მე მზად ვარ მესამედ მოვიდე თქვენთან და არ დაგაწვებით მძიმე ტვირთად, ვინაიდან მე თქვენ გეძებთ და არა თქვენსას. რადგან შვილები კი არ უნდა აგროვებდნენ სიმდიდრეს მშობლებისათვის, არამედ მშობლები – შვილებისათვის.
15
ხოლო მე ხალისით დავიხარჯები და გამოვიფიტები თქვენი სულებისათვის, თუმცა მიუხედავად ჩემი თქვენდამი დიდი სიყვარულისა, ნაკლებად გიყვარვართ.
16
მაგრამ თუ ასეა და მე არ დაგიმძიმდით თქვენ, იქნებ, როგორც მატყუარამ, მზაკვრობით წარგიტაცეთ?
17
ან ვეძიებდი ანგარებას ვინმეს მეშვეობით, რომელიც თქვენთან გამოვგზავნე?
18
მე ვთხოვე ტიტეს და მასთან ერთად გამოვგზავნე ერთ-ერთი ძმა: განა გამოგიყენათ თქვენ ტიტემ? ერთი სულით არ დავდიოდით? ერთი გზით არ დავდიოდით?
19
კიდევ ხომ არ ფიქრობთ, რომ თავს ვიმართლებდით თქვენთან? ღვთის წინაშე ვლაპარაკობთ ქრისტეში და ყოველივე ეს, საყვარელნო, თქვენს აღსაშენებლადაა.
20
ვინაიდან ვშიშობ, რომ, როცა მოვალ, გიპოვით თქვენ არა ისეთებს, როგორც მე მსურს, და თქვენც მიპოვით ისეთს, როგორც არ გსურთ, რათა არ იყოს თქვენში შუღლი, შური, მძვინვარება, დავიდარაბა, ცილისწამება, ენატანიობა, გულზვაობა და შფოთი.
21
რათა, როცა კვლავ მოვალ, არ დამამდაბლოს ჩემმა ღმერთმა თქვენთან და არ ვიგლოვო მრავალნი, რომელთაც ადრე შესცოდეს და არ მოინანიეს უწმიდურება, სიძვა და გარყვნილება, რასაც სჩადიოდნენ.
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 13 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13