bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
2 Corinthians 3
2 Corinthians 3
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 4 →
1
ნუთუ კიდევ დავიწყოთ საკუთარ თავთა წარდგენა? ნუთუ საჭიროა ჩვენთვის, როგორც ზოგიერთებისათვის, წარდგენის წერილები თქვენდამი ან თქვენგან?
2
თქვენ ხართ ჩვენი წერილი, ჩვენს გულებში დაწერილი, რომელსაც იცნობს და კითხულობს ყოველი ადამიანი.
3
თქვენ აჩვენებთ, რომ თქვენ ხართ ქრისტეს წერილი, ჩვენგან გაგზავნილი, დაწერილი არა მელნით, არამედ ცოცხალი ღვთის სულით, არა ქვის ფიცრებზე, არამედ გულის ხორციელ ფიცრებზე.
4
ასეთი ნდობა გვაქვს ქრისტეს მიერ ღვთის მიმართ,
5
არა იმიტომ, რომ ჩვენ ძალგვედვას ჩვენ თვითონ განვსაჯოთ რაიმე, ვითომც ჩვენგან იყოს და არა ღვთისაგან ჩვენი შემძლეობა.
6
მან შეგვაძლებინა, ვყოფილიყავით მსახურნი ახალი აღთქმისა, არა ასოებისა, არამედ სულისა. ვინაიდან ასო კლავს, სული კი აცოცხლებს.
7
ხოლო თუ სიკვდილის მსახურება, ქვაზე ასოებით გამოსახული, ისე დიდებული იყო, რომ ისრაელიანებმა ვერ შეძლეს მოსეს სახის ხილვა მის სახეზე გადმოსული დიდების გამო,
8
რამდენად დიდი იქნება სულის მსახურების დიდება?
9
ვინაიდან, თუ განკითხვის მსახურება დიდებაა, მით უფრო უხვობს დიდებით სამართლიანობის მსახურება,
10
რადგან ამრიგად განდიდებული არ ჩაითვლება დიდებულად ამ აღზევებულ დიდებასთან შედარებით.
11
ვინაიდან, თუ წარმავალს ჰქონდა დიდება, რამდენად მეტი აქვს დიდება მას, რაც რჩება.
12
ამიტომ, რაკი ამდენი თავისუფლება გვაქვს, დიდი გაბედულებითაც ვმოქმედებთ.
13
და არა როგორც მოსე, რომელმაც რიდე ჩამოიფარა სახეზე, რომ არ ეხილათ ისრაელიანებს წარმავალი დიდების დასასრული.
14
მაგრამ დაეხშათ მათ გონება, ვინაიდან ძველი აღთქმის კითხვისას დღემდე რჩება იგივე აუხდელი რიდე, რადგან იგი ქრისტეშია მოხსნილი.
15
მაგრამ დღემდე, როცა მოსეს კითხულობენ, რიდე ადევთ გულზე,
16
ხოლო როცა უფლისაკენ მიიქცევიან, რიდე ეხდებათ.
17
ხოლო უფალი სულია და სადაც უფლის სულია, იქ თავისუფლებაა.
18
ჩვენ კი ყველანი ახდილი სახით ვხედავთ უფლის დიდებას, როგორც სარკეში, და გარდავისახებით იმავე სახედ დიდებიდან დიდებაში, როგორც უფლის სულისაგან.
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 4 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13