bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
2 Corinthians 9
2 Corinthians 9
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 10 →
1
თუმცა ზედმეტია ჩემთვის მოგწეროთ წმიდანთა მომსახურებაზე,
2
ვინაიდან ვიცი თქვენი გულმოდგინება და ვიკვეხნი თქვენით მაკედონელთა წინაშე, რომ აქაია მომზადებულია შარშანდლიდან. და მრავალი წაახალისა თქვენმა მოშურნეობამ,
3
ხოლო ძმები გამოვგზავნე იმისათვის, რომ ფუჭი არ იყოს ჩვენი კვეხნა თქვენით ამ საქმეში და რათა მზად იყოთ, როგორც ვთქვი,
4
რათა, როცა მაკედონელნი მოვლენ ჩემთან ერთად და გპოვებენ მოუმზადებელთ, არ შევრცხვეთ, არ ვამბობ, თქვენ-მეთქი, რაკი ესოდენ დაბეჯითებით დავიკვეხეთ.
5
ამიტომ საჭიროდ მივიჩნიე მეთხოვა ძმებისათვის, რომ წინასწარ მოსულიყვნენ თქვენთან და გაემზადებინათ თქვენი უკვე დაპირებული ძღვენი, რათა მზად იყოს, როგორც ძღვენი და არა როგორც ანგარება.
6
ამასთან გეტყვით, ვინც ძუნწად თესავს, ის ძუნწად მოიმკის, ხოლო ვინც კურთხევით თესავს, ის კურთხევით მოიმკის.
7
თითოეულმა როგორც გულით აირჩია, არც შეწუხებით და არც ძალდატანებით. ვინაიდან სიხარულით გამცემი უყვარს ღმერთს.
8
ხოლო ღმერთს ძალუძს გაგამდიდროთ ყოველგვარი მადლით, რათა თქვენ, ყველაფერში მუდამ ყოველივეს საკმარისად მქონენი, მდიდარნი იყოთ ყოველ კეთილ საქმეში.
9
როგორც სწერია: „გაფანტა, ღარიბებს დაურიგა, მისი სიმართლე რჩება საუკუნოდ.“
10
ხოლო ის, ვინც თესლს აძლევს მთესველს და პურს – საჭმელად, მოგცემთ და გაამრავლებს თქვენს თესლს და გაზრდის თქვენი სიმართლის ნაყოფთ:
11
ყველაფერში გამდიდრდებით ყოველგვარი ხელგაშლილობისათვის, რაც ჩვენს მიერ ღვთისადმი მადლიერებას გამოიწვევს.
12
ვინაიდან ამ საქმის სამსახური არა მარტო ავსებს წმიდათა ნაკლებობას, არამედ უხვობს კიდეც ღვთისადმი მრავალი მადლიერებით.
13
ამ სამსახურის გამოცდილებით ადიდებენ ღმერთს თქვენს მიერ ქრისტეს სახარების მორჩილი აღიარებისათვის, აგრეთვე ხელგაშლილობისათვის მათთან და ყველასთან თანაზიარებაში.
14
ხოლო ისინი, როცა ლოცულობენ თქვენთვის, შემოგნატრიან თქვენ ღვთის მადლისათვის, რომელიც თქვენში მომეტებულად არის.
15
მადლობა ღმერთს მისი აურაცხელი ნიჭისათვის.
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 10 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13