bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Hebrews 13
Hebrews 13
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
1
ძმური სიყვარული დარჩეს.
2
სტუმართმოყვარეობა არ დაივიწყოთ, ვინაიდან ზოგიერთებს ანგელოზებისათვის გაუწევიათ სტუმართმოყვარეობა და არ სცოდნიათ.
3
გაიხსენეთ პატიმარნი, თითქოს თქვენც მათთან ერთად ყოფილიყოთ შებორკილნი და ტანჯულნი, რადგან თქვენ თვითონაც სხეულში იმყოფებით.
4
ყველას ცოლ-ქმრობა იყოს პატიოსანი და სარეცელი – შეუბილწავი. მეძავებსა და მრუშებს კი ღმერთი განიკითხავს.
5
თქვენი გზა იყოს ვერცხლმოყვარეობის გარეშე და იმას დასჯერდით, რაცა გაქვთ, ვინაიდან თქვა: „არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ“.
6
ამიტომ გამხნევებულნი ვამბობთ: „უფალია ჩემი შემწე, არ მეშინია: რას მიზამს მე კაცი?“
7
გაიხსენეთ თქვენი წინამძღოლები, რომლებიც გიქადაგებდნენ ღვთის სიტყვას, მათი სიცოცხლის აღსასრულის შემყურეებმა მიბაძეთ მათ რწმენას.
8
იესო ქრისტე იგივეა გუშინ და დღეს და უკუნისამდეც.
9
არ გაგიტაცოთ სხვადასხვა და უცხო მოძღვრებებმა ვინაიდან კარგია გულის გამაგრება მადლით და არა საჭმელებით, საიდანაც სარგებელი ვერ ნახეს მისმა მიმდევრებმა.
10
ჩვენ გვაქვს სამსხვერპლო, საიდანაც ჭამის უფლება არა აქვთ კარვის მსახურთ.
11
ვინაიდან ცხოველთა გვამებს, რომელთა სისხლი ცოდვათათვის შეაქვს მღვდელმთავარს წმიდაში, ბანაკს გარეთ წვავენ.
12
ამიტომ იესოც, რათა განეწმიდა ხალხი თავისი სისხლით, კარიბჭის გარეთ იტანჯა.
13
მაშ, გავიდეთ მასთან ბანაკის გარეთ და ვიტვირთოთ მისი შეურაცხყოფა.
14
ვინაიდან არ გაგვაჩნია აქ მუდმივი ქალაქი, მომავალს ვეძებთ.
15
მაშ, მისი საშუალებით მუდამ ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს, ესე იგი, მისი სახელის აღმსარებელ ბაგეთა ნაყოფს.
16
არ დაივიწყოთ ქველმოქმედება და გაზიარება, ვინაიდან ასეთი მსხვერპლები სათნოა ღვთისათვის.
17
მოუსმინეთ თქვენს წინამძღოლებს და დაემორჩილეთ მათ, ვინაიდან ისინი ფხიზლობენ თქვენს სულებზე, როგორც პასუხისმგებელნი, რათა აკეთებდნენ ამას სიხარულით და არ კვნესოდნენ, რადგან ეს სასარგებლო არ არის თქვენთვის.
18
ილოცეთ ჩვენთვის, ვინაიდან დარწმუნებულნი ვართ, რომ გვაქვს კეთილი სინდისი და გვსურს ყველაფერში კეთილად ვიქცეოდეთ.
19
უფრო მეტად კი შეგაგონებთ, გააკეთოთ ეს იმისათვის, რომ მალე დავბრუნდე თქვენთან.
20
ხოლო მშვიდობის ღმერთმა, რომელმაც საუკუნო აღთქმის სისხლით მკვდრეთით აღადგინა ცხვრის დიდი მწყემსი, ჩვენი უფალი იესო,
21
სრულგყოთ ყოველ კეთილ საქმეში მისი ნების შესასრულებლად, თქვენში მისი მოსაწონის საქმნელად იესო ქრისტეს მიერ. მას დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
22
გთხოვთ, ძმებო, შეიწყნარეთ ეს დარიგების სიტყვა, რადგან მოკლედ მოგწერეთ თქვენ.
23
იცოდეთ, გათავისუფლდა ჩვენი ძმა ტიმოთე და, თუ მალე მოვიდა, მასთან ერთად გინახულებთ.
24
მოიკითხეთ ყველა თქვენი წინამძღოლი და ყველა წმიდა. იტალიელები მოკითხვას გითვლიან.
25
მადლი იყოს თქვენთან ყველასთან. ამინ.
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13