bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Hebrews 2
Hebrews 2
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 3 →
1
ამიტომ გვმართებს მეტი გულისყურით ვიყოთ მოსმენილისადმი, რათა არ გადავუხვიოთ.
2
ვინაიდან, თუ ანგელოზების მიერ ნათქვამი სიტყვა მტკიცე იყო და ყოველი დანაშაული და ურჩობა იღებდა კუთვნილ საზღაურს,
3
მაშ, როგორ გადავრჩებით უგულებელმყოფელნი ეგზომი ხსნისა? პირველად იგი უფლის მეშვეობით გამოცხადდა და გამგონეთა მეშვეობით განმტკიცდა ჩვენში,
4
ღვთის მიერ ნიშების, სასწაულებისა და სხვადასხვა ძალთა დამოწმებით, და მისი ნებისამებრ სულიწმიდის განაწილებით.
5
ვინაიდან, ანგელოზებს როდი დაუმორჩილა ღმერთმა მომავალი მსოფლიო, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ.
6
სადღაც ვისმე დაუმოწმებია და უთქვამს, „რა არის კაცი, რომ გახსოვს? ანდა კაცის ძე, რომ მოინახულებ?
7
ოდნავ დაამცირე იგი ანგელოზთა წინაშე. დიდებით და პატივით დააგვირგვინე და დააყენე იგი შენს ხელთა ნაქმნარზე მაღლა;
8
ყოველივე დაუმორჩილე მის ფერხთა ქვეშ.“ ხოლო, როცა ყოველივე დაუმორჩილა მას, არაფერი დაუტოვებია, მისთვის, რომ არ დაემორჩილებინა. ახლა კი ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ, რომ ყოველივე მას ემორჩილებოდეს.
9
მაგრამ ვხედავთ, რომ სიკვდილის განცდის გამო დიდებით და პატივით დაგვირგვინებულია იესო, რომელიც ოდნავ იყო დამცირებული ანგელოზთა წინაშე, რათა მას ღვთის მადლით ეგემა სიკვდილი ყველას გულისათვის.
10
ვინაიდან შეჰფეროდა მას, ვისთვისაც არის ყოველივე და ვისგანაც არის ყოველივე, ვინც მრავალი ძე მოიყვანა დიდებამდე, რომ მათი გადარჩენის წინამძღვარი სრულეყო ტანჯვით.
11
ვინაიდან განმწმედელი და განწმედილნიც ყველანი ერთისაგან არიან, ამიტომ არ რცხვენია, მათ ძმები უწოდოს,
12
და ამბობს: „ვაუწყებ შენს სახელს ჩემს ძმებს, კრებულს შორის გიგალობ შენ.“
13
და კიდევ: „მივენდობი მას.“ და კიდევ: „აგერ, მე და შვილები, რომლებიც მომცა ღმერთმა.“
14
რაკი ბავშვები სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან, თავადაც ეზიარა მათ, რათა სიკვდილით გააქარწყლოს ის, ვისაც სიკვდილის ხელმწიფება აქვს, ესე იგი ეშმაკი,
15
და გაათავისუფლოს ისინი, ვინც სიკვდილის შიშით მთელი სიცოცხლე მონობაში იყვნენ.
16
ვინაიდან, ანგელოზებს კი არ ღებულობს, არამედ აბრაამის თესლს ღებულობს.
17
ამიტომ იგი ყველაფერში უნდა დამსგავსებოდა ძმებს, რათა ყოფილიყო მოწყალე და ერთგული მღვდელმთავარი ღვთის წინაშე ხალხის ცოდვების შესაწყნარებლად.
18
ვინაიდან, როგორც თვითონ იტანჯა და გამოიცადა, ისე შეუძლია დაეხმაროს განსაცდელში მყოფთ.
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 3 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13