bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Hebrews 6
Hebrews 6
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 7 →
1
ამიტომ დავტოვოთ ქრისტეს სიტყვის საწყისები და ვისწრაფოთ სრულყოფისაკენ; და კვლავ ნუ ჩავუყრით საძირკველს მკვდარ საქმეთა მონანიებას და ღვთის რწმენას,
2
ნათლობათა, ხელდასხმისა, მკვდართა აღდგომისა და საუკუნო განკითხვის მოძღვრებას.
3
ამას გავაკეთებთ, თუ ღმერთი ნებას მოგვცემს.
4
ვინაიდან შეუძლებელია, რომ ერთხელ უკვე განათლებულნი, რომელთაც იგემეს ზეციური ნიჭი და ეზიარნენ სულიწმიდას,
5
გემო უნახეს ღვთის კეთილ სიტყვას და საუკუნო ძალებს,
6
და მერე დაცემულნი კვლავ განახლდნენ მოსანანიებლად, რადგან ისინი კვლავ ჯვარს აცვამენ ღვთის ძეს და აგინებენ.
7
ვინაიდან მიწა, რომელიც იწოვს მასზე მრავალგზის მოსულ წვიმას და იძლევა მწვანილს, სასარგებლოა მათთვის, ვისთვისაც მუშავდება – იგი ღვთისგან ღებულობს კურთხევას.
8
ხოლო, რომელიც იძლევა ეკალსა და კუროსთავს, უვარგისია და ლამის დაწყევლილი. მისი ბოლო დაწვაა.
9
მაგრამ, საყვარელნო, ჩვენ გვჯერა, რომ უკეთესნი ხართ და მიწევნულნი ხართ ხსნას, თუმცა ასე ვლაპარაკობთ.
10
ვინაიდან ღმერთი არაა უსამართლო, რომ დაივიწყოს თქვენი საქმე და სიყვარულის შრომა, რომელიც გამოიჩინეთ მისი სახელისათვის, რომ ემსახურებოდით და კვლავაც ემსახურებით წმიდებს.
11
მაგრამ გვსურს, რომ ყოველი თქვენგანი, სასოების სისრულისათვის იჩენდეს იმავე ერთგულებას ბოლომდე,
12
რათა არ გაზარმაცდეთ, არამედ მიბაძოთ მათ, ვინც რწმენით და სულგრძელებით იმკვიდრებენ აღთქმებს.
13
ვინაიდან ღმერთი, აძლევდა რა აღთქმას აბრაამს, რაკი არ შეეძლო, ვინმე თავისზე დიდი დაეფიცა, საკუთარი თავი დაიფიცა.
14
უთხრა: „ჭეშმარიტად, კურთხევით გაკურთხებ შენ და გამრავლებით გაგამრავლებ შენ“.
15
და ასე, სულგრძელებით მიაღწია აღთქმას.
16
ადამიანები იფიცავენ უმეტესს და ფიცია მათი ყოველგვარი დავის დასასრულის დამამტკიცებელი.
17
ამიტომ, როცა ღმერთს სურდა უპირატესად ეჩვენებინა აღთქმის მემკვიდრეთათვის თავისი ნების შეურყევლობა, ფიცს მიმართა,
18
რათა ორ შეურყეველ საქმეში, რაშიც შეუძლებელია ღმერთმა იცრუოს, დიდი ნუგეშისცემა გვქონდეს ჩვენ, რომელნიც გავეშურეთ, რათა ჩავჭიდებოდით ჩვენს წინ მდებარე იმედს,
19
რომელიც ჩვენი სულისათვის ღუზასავით სანდოა და მტკიცე და შედის ფარდის მიღმა,
20
სადაც ჩვენთვის წინამორბედად შევიდა იესო და გახდა უკუნისამდე მღვდელმთავარი მელქიცედეკის წესით.
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 7 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13