bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Song of Solomon 1
Song of Solomon 1
Georgian GEO02 (ბიბლია)
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 2 →
1
ქებათა ქება სოლომონისა.
2
„მეამბოროს თავისი ბაგეების ამბორით, რადგან ღვინოზე ტკბილია შენი ალერსი!
3
სურნელოვანია შენი ნელსაცხებელი, და თავად სახელი შენი დაღვრილი ნელსაცხებელია. ამის გამო უყვარხარ ქალწულებს.
4
თან წარმიტაცე და ერთად გავიქცეთ. მეფემ შემიყვანა თავის პალატებში.“ „ვიხარებდით და ვიშვებდით შენით, ვაქებდით შენს ალერსს ღვინოზე მეტად. ღირსად შეგიყვარეს შენ!“
5
„შავი ვარ, მაგრამ მშვენიერი, ასულნო იერუსალიმისა! ვით კედარის კარავნი და ვით სოლომონის კრეტსაბმელნი.
6
ნუ უყურებთ, რომ შავი ვარ, რომ მზისგანა ვარ დამწვარი. დედაჩემის ძენი შემომწყრნენ, დამადგინეს ვენახის მცველად, ჩემი ვენახი კი ვერ დავიცავი.
7
მითხარი, ჩემი სულის შეყვარებულო, სად აძოვებ, სად ისვენებ შუადღისას, რისთვის ვიხეტიალო შენი მეგობრების ჯოგებში?“
8
„თუ ვერ სცნობ, უმშვენიერესო ასულთა შორის, გაჰყევი ცხვრის კვალს და მწყემსთა ბინების შორიახლო აძოვე შენი თიკნები.
9
ჩემს ულაყს, ფარაონის ეტლში შეკაზმულს, გამსგავსე შენ, სატრფოვ ჩემო!
10
მშვენიერია შენი ღაწვები, მძივებით შემკულნი, და ყელი – ყელსაბამით მორთული.“
11
„ოქროს საყურეებს გაგიკეთებთ, ვერცხლით დაწინწკლულებს.“
12
„ვიდრემდის ინახით იჯდა მეფე, სურნელსა ფშვენდა ჩემი ნარდიონი.
13
მურის ჭურჭელი – საყვარელი ჩემი ჩემთანაა, ჩემს ძუძუთა შორის განისვენებს.
14
ქოფერის მტევანია ჩემთვის ჩემი საყვარელი ენგადის ვენახებში.“
15
„აჰა, მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, აჰა, მშვენიერი ხარ! მტრედებია შენი თვალები.“
16
„აჰა, მშვენიერი ხარ, საყვარელო ჩემო, და სანატრელი! რა მწვანეა ჩვენი სარეცელი!
17
კოჭები ჩვენი სახლისა ნაძვისაა, ჭერი – კვიპაროსის.“
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 2 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8