bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Song of Solomon 3
Song of Solomon 3
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 4 →
1
„ვეძებე ღამით ჩემს სარეცელზე ჩემი სულის შეყვარებული, ვეძებე იგი და ვერ ვიპოვე.
2
ავდგები-მეთქი და მოვივლი ქუჩებსა და მოედნებს. მოვძებნი-მეთქი ჩემი სულის შეყვარებულს. ვეძებე იგი და ვერ ვიპოვე.
3
შემომხვდნენ მცველნი, ქალაქის შემომვლელნი – ‘ხომ არ გინახავთ ჩემი სულის შეყვარებული?’
4
ცოტას გავშორდი, ვიპოვე ჩემი სულის შეყვარებული. დავიჭირე და აღარ გავუშვი, ვიდრე არ შევიყვანე დედაჩემის სახლში და ჩემი მშობლის გალიაკში.“
5
„გაფიცებთ თქვენ, ასულნო იერუსალიმისა, ველის ნიამორებს და ირმებს გაფიცებთ, არ გააღვიძოთ, არ აღძრათ სიყვარული, ვიდრემდის თავად არ ინებოს!“
6
ვინ არის იგი, უდაბნოდან ამომავალი, ვით სვეტი კვამლისა, მურითა და გუნდრუკით კმეული და მენელსაცხებელთა ყოველი სურნელით?
7
აჰა, სოლომონის სარეცელი: სამოცი ძლიერი მის გარშემოა, ძლიერთაგან ისრაელისა.
8
თითოეულს მახვილი უპყრია, გაწვრთნილნი არიან საბრძოლველად, გვერდზე ჰკიდია თითოეულს მახვილი ღამეებში შიშით.
9
ტახტრევანი გაიკეთა მეფე სოლომონმა ლიბანის ძელთაგან.
10
სვეტები მისი ვერცხლისგან შექმნა, საიდაყვენი – ოქროსგან, საყდარი – მეწამული ქსოვილისგან, შიგნიდან სიყვარულით მოჰქარგეს იერუსალიმის ასულებმა.
11
გამოდით, ასულნო სიონისა, და იხილეთ მეფე სოლომონი რომლითაც დედამ დააგვირგვინა იგი მისი ქორწილისა და გულის სიხარულის დღეს.“
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 4 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8