bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Song of Solomon 7
Song of Solomon 7
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 8 →
1
„მობრუნდი, მობრუნდი, სულამით, მობრუნდი, მობრუნდი, რომ გიცქერდეთ შენ!“ „რად უცქერდით სულამითს, როგორც მახანაიმის ფერხისაის?
2
როგორ გამშვენდნენ შენი ფეხები შენს ხამლებში, ზეპურო ასულო! თეძოთა სიმრგვალე მანიაკს გიგავს, შექმნილს ხელოვანის ხელით.
3
შენი ჭიპი მრგვალი თასია, ღვინისგან მოუკლებელი; შენი მუცელი ხორბლის ხვავია, შროშანთაგან გარემოცული.
4
ორი ძუძუ შენი ორი თიკანია, მაჩბივნი ნიამორისა.
5
შენი ყელი სპილოსძვლის გოდოლია; შენი თვალები ხეშბონის ტბორებია ბათ-რაბიმის კარიბჭესთან; შენი ცხვირი ლიბანის გოდოლია, დამასკოს მიმართ მიქცეული.
6
შენი თავი შენს ტანზე ქარმელის მთაა და ნათხზენი შენს თავზე სამეფო ძოწეული, კავებით შეკრული.
7
რა მშვენიერი ხარ, საყვარელო, შენი სიტკბოებით!
8
შენი ტანი ფინიკის ხეა, შენი ძუძუნი – ვაზის მტევნები.
9
ვთქვი: ‘ავალ ფინიკზე და მის რტოებს მოვეჭიდები;’ შენი ძუძუნი იქნებოდნენ ვით ვაზის მტევნები და შენი ნესტოების სურნელი – ვით ვაშლის სურნელი.
10
შენი სასა ღვინოა კეთილი, ჩემი საყვარლისაკენ მიღვარული, მძინარეთა ბაგეების დამატკბობელი.
11
მე ჩემი საყვარლის ვარ და ჩემსკენ მოილტვის ისიც.
12
მოდი, საყვარელო, ჩემო, გავიდეთ ველად, დაბა-სოფლებში ვათიოთ ღამე.
13
ავდგებოდით დილით სისხამზე ვენახთა მოსახილვად; ვნახავდით, თუ ყვავის ვაზი, თუ იშლებიან ვაზის კვირტები, თუ ყვავის ბროწეული; ჩემს ალერსს იქ მოგცემდი.
14
სურნელებას დააფრქვევდნენ მანდრაგორები; ყოველგვარი ხილია ჩვენი კარის წინ – ახალი და ძველი. შენთვის მაქვს შენახული, საყვარელო ჩემო.“
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 8 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8