bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Peter 1
2 Peter 1
Georgian 2013 (ბიბლია)
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 2 →
1
სიმეონ-პეტრე, იესო ქრისტეს მონა და მოციქული, მათ, ვინც ჩვენთან ერთად მიიღო იგივე ძვირფასი რწმენა ჩვენი ღმერთისა და მაცხოვრის, იესო ქრისტეს სიმართლით.
2
მადლი და მშვიდობა გაგიმრავლდეთ ღმერთისა და ჩვენი უფლის იესოს შეცნობაში.
3
მისმა ღვთიურმა ძალამ მოგვანიჭა ყოველივე, რაც სიცოცხლისა და ღვთისმოსაობისათვის გვჭირდება, მისი შემეცნების მეშვეობით, ვინც მოგვიწოდა თავის დიდებასა და სათნოებაში,
4
რითაც მოგვენიჭა უაღრესად ძვირფასი და დიადი აღთქმანი, რათა მათი მეშვეობით გახდეთ ღვთაებრივი ბუნების ზიარნი და ამ ქვეყანაში განერიდოთ გულისთქმით გამოწვეულ ხრწნილებას.
5
ამისათვის ეცადეთ, ყოველი ღონე იხმაროთ, რათა შესძინოთ თქვენს რწმენას სიქველე, და სიქველეს – ცოდნა,
6
ცოდნას – თავშეკავება, თავშეკავებას – მოთმინება, მოთმინებას – ღვთისმოსაობა,
7
ღვთისმოსაობას – ძმათმოყვარეობა, ძმათმოყვარეობას – სიყვარული.
8
რადგან, თუ ყოველივე ეს თქვენშია და მრავლდება, არ დარჩებით უმოქმედოდ და უნაყოფოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ცოდნაში.
9
ხოლო ვისაც არა აქვს ეს, ის ბრმაა და ბეცი, და დავიწყებული აქვს, რომ განწმედილია ძველი ცოდვებისაგან.
10
ამიტომ, ძმებო, უფრო და უფრო ეცადეთ განამტკიცოთ თქვენი მოწოდება და რჩეულობა; თუ ასე მოიქცევით, არასოდეს წაიბორძიკებთ,
11
რადგან უხვად გაგეხსნებათ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს საუკუნო სამეფოს შესასვლელი.
12
ამიტომ არ შევწყეტ ამის მუდამ შეხსენებას, თუმცა იცით და განმტკიცებულნი ხართ ჭეშმარიტებაში, რომელიც თქვენთან არის.
13
სწორად მივიჩნევ, რომ ვიდრე ამ კარავში ვიმყოფები, გამოგაფხიზლოთ შეხსენებით.
14
ვიცი, რომ მალე უნდა დავტოვო ჩემი კარავი, როგორც გამომიცხადა კიდეც ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ.
15
ვეცდები, რომ ჩემი წასვლის შემდეგაც ყოველთვის იხსენებდეთ ამას.
16
რადგან ბრძნული იგავებით კი არ გაუწყეთ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ძალი და მოსვლა, არამედ როგორც მისი სიდიადის თვითმხილველებმა.
17
რადგან მან მამა ღმერთისაგან მიიღო პატივი და დიდება, როცა მისი დიდმშვენიერი დიდებიდან მისწვდა მას ხმა: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე მოვიწონე.“
18
და ჩვენ გავიგონეთ ეს ზეციდან მოსული ხმა, როცა მასთან ერთად ვიყავით წმიდა მთაზე.
19
და ახლა ჩვენ უმტკიცესად გვაქვს მონიჭებული წინასწარმეტყველური სიტყვა, და კარგად მოიქცევით, თუ მიმართავთ მას, როგორც ბნელ ადგილას მანათობელ ლამპარს, ვიდრე დღე გათენდებოდეს და ცისკრის ვარსკვლავი აღმობრწყინდებოდეს თქვენს გულებში.
20
პირველ ყოვლისა კი ის უნდა იცოდეთ, რომ წერილის არავითარი წინასწარმეტყველება თავისდათავად არ განიმარტება,
21
რადგან წინასწრმეტყველება არასოდეს არ მოსულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანები, სულიწმიდის მიერ აღძრულნი, ღმერთისაგან წარმოთქვამდნენ მას.
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 2 →
All chapters:
1
2
3