bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Peter 3
2 Peter 3
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
1
ეს უკვე მეორე წერილია, რომელსაც გწერთ, საყვარელნო, და ორივეში შეხსენებით ვაღვიძებ თქვენს წრფელ აზრს,
2
რათა გახსოვდეთ წმიდა წინასწარმეტყველთა მიერ ადრევე თქმული სიტყვები და თქვენს მოციქულთაგან გადმოცემული უფლისა და მაცხოვრის მცნებანი.
3
უპირველესად იცოდეთ, რომ უკანასკნელ დღეებში მოვლენ მქირდავნი ქირდვით, საკუთარი გულისთქმებით მავალნი,
4
და იტყვიან: „სად არის მისი მოსვლის აღთქმა? რადგან მას შემდეგ, რაც მამებმა განისვენეს, ყოველივე უცვლელად რჩება ქმნილების დასაბამიდან.“
5
ისინი განზრახ ივიწყებენ, რომ ძველთაგანვე ღმერთის სიტყვით არის შექმნილი ცა და მიწა, წყლისაგან და წყლის მიერ;
6
და რომ მაშინდელი ქვეყნიერება წყლით წარიხოცა და მოისპო.
7
ხოლო ახლანდელი ცა და მიწა, რომელიც იმავე სიტყვით ინახება, გამზადებულია ცეცხლისთვის უღვთო კაცთა განკითხვისა და მოსპობის დღისათვის.
8
ხოლო ეს ერთი რამ არ უნდა იყოს დაფარული თქვენგან, საყვარელნო, რომ ერთი დღე უფლისათვის არის, როგორც ათასი წელი, ხოლო ათასი წელი, როგორც ერთი დღე.
9
არ აყოვნებს უფალი აღთქმულს, ზოგიერთებს რომ დაყოვნებად მიაჩნიათ, არამედ სულგრძელია თქვენდამი და არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ სურს, რომ ყველა მივიდეს მონანიებამდე.
10
ხოლო უფლის დღე მოვა ქურდივით და მაშინ ზეცანი გრგვინვით გარდავლენ, ელემენტები მხურვალებით დაიშლებიან, მიწა და მისი საქმენი, რაც მასზეა, გადაიბუგება.
11
თუკი ყველაფერი ასე დაიშლება, როგორი წმიდა ქცევა და ღვთისმოსაობა უნდა შეინარჩუნოთ,
12
რადგან ელით და ესწრაფვით ღმერთის დღის მოსვლას, როცა ცეცხლმოდებული ცანი დაირღვევიან, ხოლო დამწვარი ელემენტები დადნებიან.
13
ჩვენ კი მისი აღთქმისამებრ მოველით ახალ ცასა და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრებულია სიმართლე.
14
ამიტომ, საყვარელნო, რაკი ამას ელოდებით, იბეჯითეთ, რომ შეუბღალავნი და უბიწონი აღმოჩნდეთ მის წინაშე მშვიდობით,
15
და ჩვენი უფლის სულგრძელება მიიჩნიეთ ხსნად, როგორც ჩვენმა საყვარელმა ძმამ პავლემაც მოგწერათ მისთვის მინიჭებული სიბრძნით,
16
როგორც ლაპარაკობს იგი ამის შესახებ ყველა წერილში, რომლებშიც ზოგი რამ ისე ძნელად გასაგებია, რომ უმეცარნი და უმტკიცონი ამახინჯებენ სხვა წერილების მსგავსად, საკუთარი თავის დასაღუპად.
17
ამგვარად, თქვენ, საყვარელნო, რაკი წინასწარ იცით, გაფრთხილდით, რომ არ აჰყვეთ ურჯულოთა ცდომილებებს და არ დაკარგოთ თქვენი სიმტკიცე,
18
არამედ იზარდეთ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის, იესო ქრისტეს მადლსა და ცოდნაში. მისია დიდება აწ და საუკუნო დღის მიმართ. ამინ.
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
All chapters:
1
2
3