bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Thessalonians 1
2 Thessalonians 1
Georgian 2013 (ბიბლია)
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 2 →
1
პავლე, სილოვანე და ტიმოთე თესალონიკელთა ეკლესიას ჩვენს მამა ღმერთსა და უფალ იესო ქრისტეში:
2
მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალი იესო ქრისტესაგან.
3
მუდამ უნდა ვმადლობდეთ ღმერთს თქვენს გამო, ძმებო, – რადგან ეს სწორია, – იმისთვის, რომ უაღრესად იზრდება თქვენი რწმენა და მრავლდება ყოველი თქვენგანის სიყვარული ერთმანეთის მიმართ.
4
ამიტომ ვიქადით თქვენით ღმერთის ეკლესიებში, თქვენი მოთმინებით და რწმენით ყოველ დევნასა და გასაჭირში, რასაც ითმენთ.
5
ეს არის ღმერთის მართალი მსჯავრის ნიშნები, რომ ღირსნი იქნებით ღმერთის სასუფევლისა, რისთვისაც ეხლა იტანჯებით.
6
რაკი სამართლიანია ღმერთის წინაშე, რომ ჭირი მიეგოს თქვენს შემაჭირვებლებს,
7
თქვენ კი, შეჭირვებულებს – შვება ჩვენთან ერთად, როდესაც უფალი იესო გამოცხადდება ციდან თავისი ძლიერების ანგელოზებით
8
და ცეცხლის ალით, და იძიებს შურს მათზე, ვინც არ შეიცნობს ღმერთს და არ ემორჩილება უფალი იესოს სახარებას,
9
ისინი სასჯელად მიიღებენ მარადიულ დაღუპვას უფლის პირისაგან და მისი ძლიერების დიდებისაგან,
10
როდესაც მოვა ის, რათა განდიდდეს თავის წმიდებს შორის და საკვირველად გამოჩნდეს ყველა მორწმუნეში იმ დღეს; რადგან თქვენ იწამეთ ჩვენი მოწმობა.
11
ამიტომ ვლოცულობ მუდამ თქვენთვის, რომ ჩვენმა ღმერთმა გაგხადოთ მისი მოწოდების ღირსნი და სრულყოს ყოველგვარი სასიკეთო სათნოება და რწმენის საქმე თავისი ძალით.
12
რათა იდიდოს ჩვენი უფლის იესოს სახელმა თქვენში და თქვენ კი მასში, ჩვენი ღმერთისა და უფალი იესო ქრისტეს მადლით.
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 2 →
All chapters:
1
2
3