bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Thessalonians 3
2 Thessalonians 3
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
1
და ბოლოს, ძმებო, ილოცეთ ჩვენთვის, რათა უფლის სიტყვა გავრცელდეს და იდიდოს ისე, როგორც თქვენს შორის არის ეს,
2
და რომ გადავრჩეთ უწესო და ბოროტი ადამიანებისაგან, რადგან ყველაში არ არის რწმენა.
3
სარწმუნოა უფალი, რომელიც განგამტკიცებთ თქვენ და დაგიცავთ ბოროტისაგან.
4
ჩვენ კი გვჯერა თქვენი უფალში, რომ ასრულებთ და კვლავაც შეასრულებთ, რასაც გამცნებთ.
5
უფალმა წარმართოს თქვენი გულები ღმერთის სიყვარულისა და ქრისტეს მოთმინებისაკენ.
6
ჩვენ კი გამცნობთ, ძმებო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ჩამოშორდეთ ყოველ ძმას, რომელიც იქცევა ურიგოდ და არა იმ გადმოცემისამებრ, ჩვენგან რომ მიიღეს.
7
რადგან თქვენ თვითონ იცით, როგორ უნდა გვბაძავდეთ ჩვენ, რადგან ურიგოდ არ ვიქცეოდით თქვენს შორის.
8
მუქთად არავისი პური გვიჭამია, არამედ დღისით და ღამით შრომაში ვიყავით, რომ რომელიმე თქვენგანს ტვირთად არ დავწოლოდით.
9
არა იმიტომ, რომ არა გვაქვს ხელმწიფება, არამედ რათა ჩვენი თავი მისაბაძ სახედ მოგვეცა თქვენთვის.
10
რადგან, როცა თქვენთან ვიმყოფებოდით, ამას გამცნობდით: ვისაც შრომა არ სურს, ის ნურც ჭამს,
11
რადგან გვესმის, რომ ზოგიერთი თქვენს შორის ურიგოდ იქცევა, არაფერს აკეთებს, არამედ ფუჭად დაფარფატებს.
12
ასეთებს ვამცნობთ და შევაგონებთ ჩვენს უფალ იესო ქრისტეში, რომ მათ დინჯი შრომით ჭამონ თავიანთი პური.
13
თქვენ კი, ძმებო, ნუ მოიწყენთ კეთილი საქმეების კეთებას.
14
ხოლო თუ ვინმე არ შეისმენს ამ წერილით მოწერილ ჩვენს სიტყვებს, შენიშნული გყავდეთ იგი და ნუ გექნებათ მასთან ურთიერთობა, რათა შერცხვეს.
15
ოღონდ მტრად ნუ მიიჩნევთ, არამედ ძმასავით დაარიგეთ.
16
ხოლო თავად მშვიდობის უფალმა მოგცეთ თქვენ მშვიდობა ყოველთვის და ყველგან. უფალი იყოს თქვენთან ყველასთან.
17
მოკითხვა ჩემი, პავლეს ხელით – ეს არის ჩემი ნიშანი ყოველ წერილში. მე ასე ვწერ.
18
ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი იყოს თქვენთან ყველასთან. ამინ.
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
All chapters:
1
2
3