bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Thessalonians 2
2 Thessalonians 2
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 3 →
1
ხოლო ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლასა და მასთან ჩვენს შეკრებასთან დაკავშირებით, ძმებო, გთხოვთ,
2
იოლად ნუ შეიძვრება თქვენი გონება და ნუ შეშფოთდებით ნურც სულით, ნურც სიტყვით და ნურც თითქოს ჩვენგან გამოგზავნილი წერილით, თითქოს უკვე დადგა უფლის დღე.
3
ნურავინ ნუ გაცდუნებთ, რადგან ის დღე არ დადგება, სანამ ჯერ განდგომილება არ მოვა და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, ძე დაღუპვისა,
4
წინააღმდგომი და აღზევებული ყოველივეზე მაღლა, რაც კი რამ სახელდებულია ღმერთად და თაყვანსაცემად. ისე რომ, ღმერთის ტაძარშიც კი დაჯდება და თავს ღმერთად გამოაცხადებს.
5
არ გახსოვთ, რომ ჯერ კიდევ თქვენთან ყოფნისას გეუბნებოდით ამას?
6
ახლა კი იცით, რა აკავებს მას, რომ გამოჩნდეს თავის ჟამს.
7
რადგან ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს, ოღონდ ახლა მას შემკავებელი აკავებს, სანამ არ იქნება ის გაყვანილი.
8
მაშინ გამოჩნდება ურჯულო, რომელსაც უფალი იესო გაანადგურებს თავის ბაგეთა სულით და თავისი მოსვლის გაცხადებისას განაქარვებს
9
მას, რომლის მოსვლა იქნება სატანის მოქმედებით, ყოველგვარი ძალით, ცრუ ნიშნებითა და სასწაულებით,
10
და უსამართლობის ყველა საცთურით დაღუპვის გზაზე მყოფთათვის იმის გამო, რომ მათ არ შეითვისეს ჭეშმარიტების სიყვარული თავის სახსნელად.
11
ამისათვის უგზავნის მათ ღმერთი მაცდუნებელ ქმედებას, რომ ირწმუნონ სიცრუე,
12
რათა დაისაჯოს ყველა, ვინც ჭეშმარიტება არ იწამა და მოიწონა უსამართლობა.
13
ხოლო ჩვენ მუდამ უნდა ვმადლობდეთ ღმერთს თქვენი გულისათვის, ძმებო, უფლის საყვარელნო, რომ ღმერთმა უწინარესად ამოგირჩიათ გადასარჩენად სულის მიერ განწმედით და ჭეშმარიტების რწმენით,
14
რისთვისაც მოგიწოდათ მან ჩვენი სახარებით, რათა მოიპოვოთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დიდება.
15
ამრიგად, ძმებო, მტკიცედ იდექით და მტკიცედ გეპყრათ გადმოცემები, რომლებიც გისწავლიათ ჩვენი სიტყვით თუ წერილით.
16
ხოლო თვით ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ და ჩვენმა ღმერთმა და მამამ, რომელმაც შეგვიყვარა და მოგვმადლა საუკუნო ნუგეში და კეთილი იმედი მადლით,
17
ანუგეშოს თქვენი გულები და განგამტკიცოთ ყოველ კეთილ საქმესა და სიტყვაში.
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 3 →
All chapters:
1
2
3