bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Nahum 1
Nahum 1
Georgian 2013 (ბიბლია)
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 2 →
1
ეს არის ნინევეს განაჩენი, წიგნი ელკოშელი ნაუმის ხილვისა.
2
მოშურნე და შურისმგებელი ღმერთია უფალი. შურისმგებელია უფალი და რისხვიანი. შურს მიაგებს უფალი თავის მოწინააღმდეგეთ და ჯავრს არ შეარჩენს თავის მტრებს.
3
სულგრძელია უფალი და დიდძალოვანი, დაუსჯელს არავის დატოვებს. გრიგალშია უფალი და ქარბორბალაშია მისი სავალი. ღრუბელი მის ფერხთა მტვერია.
4
დაემუქრება ზღვას და ამოაშრობს, და დაშრეტს ყველა მდინარეს. გადახმება ბაშანი და ქარმელი, დაჭკნება ლიბანის ყვავილი.
5
მთები კანკალებენ მის წინაშე და ლღვებიან ბორცვები. დედამიწა თრთის მის წინაშე, სამყარო და ყოველი მისი მკვიდრი.
6
ვინ გაუძლებს მის წყრომას? ვინ აიტანს მის მძვინვარებას? ცეცხლად იღვრება მისი რისხვა, კლდეები ირღვევიან მისგან.
7
კეთილია უფალი – ციხესიმაგრე გასაჭირში, და სცნობს მათ, ვინც მას ესავენ.
8
მოვარდნილი ღვართქაფივით წალეკავს მის ადგილს, და თავის მტრებს ჩარეკავს წყვდიადში.
9
რა განუზრახეთ უფალს? ბოლოს მოუღებს ყველაფერს და ვეღარ აღდგება მტერი.
10
რადგან ეკალ-ბარდებივით ჩახლართულნი და ლოთებივით ნაბახუსევნი ერთიანად გადაიბუგებიან ხმელ ჩალასავით.
11
შენგან გამოვიდა უფლის წინააღმდეგ ავისმზრახველი, ბელიარის მრჩეველი.
12
ასე თქვა უფალმა: თუნდაც ჯანით სავსენი იყვნენ და უამრავნიც, მაინც გაწყდებიან, გადაშენდებიანო. ხომ გაგტანჯე, მაგრამ მეტად აღარ გაგტანჯავო.
13
ახლა კი დავლეწავ მის უღელს, ქედზე რომ გადგას, და დავწყვეტ შენს ბორკილებსო.
14
ასე ბრძანა შენზე უფალმა: აღარ დარჩება თესლი შენი სახელით. გავაქრობ კერპსა და ქანდაკს შენი ღმერთის სახლიდან; საფლავს გაგიმზადებ, რადგან არარაობა ხარ.
15
აჰა, გაისმა მთებზე მახარობლის ფეხის ხმა მშვიდობის მაუწყებლისა! გამართე დღესასწაულები, იუდეა, აღთქმები შეასრულე, რადგან აღარ დაგეცემა თავს ბელიარი, საბოლოოდ განადგურდა.
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 2 →
All chapters:
1
2
3