bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Nahum 3
Nahum 3
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
1
ვაი, მოსისხლე ქალაქს! სიცრუით არის გატენილი, სავსეა ძალადობით და არ ეშვება მტაცებლობას.
2
შოლტის ტყლაშუნი და ბორბლების გრიალი, ცხენების ჭიხვინი და ეტლების დგანდგარი.
3
მხედართა კვეთება და მახვილთა კვესება, შუბების ელვა; უამრავ დახოცილ გვამთა გროვა! არ დაილია ცხედრები, ფორთხილებენ მათ გვამებზე.
4
მეძავი დიაცის უზომო სიძვის გამოა, მომხიბვლელისა და ჯადოქრისა, რომელიც თავისი სიძვით ჰყიდის ხალხებს და ჯადოქრობით – ტომებს.
5
აჰა, – ამბობს ცაბაოთ უფალი, – მე შენ ბოლომდე აგიწევ კალთას, რომ ხალხებს დავანახო შენი სიშიშვლე, სამეფოებს – შენი უტიფრობა.
6
მოგაყრი ნაგავს, წაგბილწავ და სასეიროდ გაგხდი.
7
ვინც კი შეგხედავს, გაგეცლება და იტყვის: გაძარცვულიაო ნინევე, ვის დაენანებაო იგი? ვინ მოგიძებნო ნუგეშისმცემელი?
8
რითი ჯობიხარ თებეს, მდინარეთა შორის რომ ცხოვრობდა და წყლები ევლებოდა ირგვლივ? რომლის დოვლათი ზღვა იყო და ზღვისგანვე იყო მისი კედელი?
9
ქუშის ქვეყანა გამაგრებდა და უსაზღვრო ეგვიპტე, ფუტი და ლიბიელნი გიჭერდნენ მხარს.
10
ისიც გადაასახლეს, ტყვედ წაიყვანეს, მის ბავშვებსაც თავები დაუჭეჭყეს გზაჯვარედინებზე; მის დიდებულებზე წილს იყრიდნენ და წარჩინებულებს ბორკილებს ადებდნენ.
11
დათვრები და დაიმალები, მტრებისგან თავშესაფარს დაუსწყებ ძებნას.
12
შენი ციხე-კოშკები მწიფე პირველნაყოფიანი ლეღვის ხეა – თუ შეარხიე, პირში ჩაუცვივა მჭამელს.
13
აჰა, შენი ერი ქალებივით არიან შენს წიაღში! ფართოდ გაეღებათ შენს მტრებს შენი ქვეყნის კარიბჭეები, ცეცხლი შეჭამს შენს საკეტურებს.
14
მოიმარაგე საალყოდ წყალი, გაამაგრე ციხე-კოშკები; მოჭერი თიხა, მოზილე ალიზი, შეაკეთე სააგურე ქურა.
15
იქ შეგჭამს ცეცხლი, გაგწყვეტს მახვილი; შეგჭამს, როგორც კალია. შექუჩდი კალიასავით, მოზღვავდი ბოცომკალივით.
16
მოვაჭრეები ცის ვარსკვლავებზე მეტად გაგიმრავლებია; კალია ფრთებს გაშლის და გაფრინდება.
17
შენი მოხელეები ბოცომკალს ჰგვანან; შენი იასაულები ჭრიჭინების გუნდია, ცივ ამინდში ღობის ძირას რომ იბუდებენ: მზე ამოვა და გაიფანტებიან, მათ კვალს ვეღარავინ მიაგნებს.
18
ჩასძინებიათ შენს მწყემსებს, მეფეო აშურისავ; ისვენებენ შენი დიდებულები, მთებში გაფანტულა შენი ხალხი და არავინაა მათი შემკრები.
19
არ გიშუშდება ჭრილობა, გაგიარჯლდა წყლული. ვინც კი გაიგებს შენს ამბავს, ტაშს დაგცემს, რადგან ვის არ მისწვდენია შენი გაუთავებელი სიავე?
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
All chapters:
1
2
3