bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Nahum 2
Nahum 2
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 3 →
1
შეიმართა შენს თავზე დამანგრეველი. დაიცავი ციხესიმაგრე! თვალი გეჭიროს გზისკენ, წელი გაიმაგრე, ძალა მოიკრიბე!
2
რადგან დააბრუნა უფალმა იაკობის დიდება, როგორც დიდება ისრაელისა! რადგან გაძარცვული ჰყავდათ ისინი მძარცველებს, აჩანაგებდნენ მათ ვენახებს.
3
წითლად შეიღება გმირთა ფარები, მეწამული მოსავთ მეომრებს; ცეცხლებს აკვესებს ეტლების ფოლადი, როცა მზადაა საბრძოლველად, და ირხევიან კვიპაროსის შუბები.
4
დაქრიან ქუჩებში ეტლები, მოედნებზე დაგრიალებენ, ჩირაღდნის ალივით ლაპლაპებენ, ელვასავით ელავენ.
5
ის მოუხმობს თავის ძლიერებს, მაგრამ სრბოლისას წაიფორხილებენ ისინი, მიაწყდებიან კედლებს და საფარს მოაწყობენ.
6
გაიღება მდინარეთა ჭიშკრები და აირ-დაირევა სასახლე.
7
გადაწყდა: გაშიშვლდება, გაიტაცებენ! მისი მხევლები მტრედის ხმაზე მოთქვამენ, გულში ხელს იცემენ.
8
წყლისგან დაიცალა, ნინევე – წყალსატევი, ისინი კი გარბიან. დადექით! დადექითო! – ეძახიან, მაგრამ არავინ ბრუნდება უკან.
9
დაიტაცეთ ვერცხლი! დაიტაცეთ ოქრო! არ დაილევა მდიდრული ნახელავი – ძვირფასი ნივთები.
10
გატიალდა, გაოხრდა, გაპარტახდა! დადნა გული და კანკალებს მუხლები, მოსწყდათ წელი, ფერი დაკარგეს.
11
სად არის ლომთა ბუნაგი და ბოკვერთა სანავარდო, სადაც დადიოდნენ ხვადი და ძუ ლომები და მათი ბოკვრები, და ვერავინ აშინებდა მათ?
12
ლომი გლეჯს თავისი ლეკვებისთვის, და აღრჩობს თავისი ძუსათვის, ნატაცებით ავსებს ბუნაგს და გამოქვაბულს – დაგლეჯილი ნადავლით.
13
„აჰა, მითქვამს შენთვის,“ – ამბობს ცაბაოთ უფალი, – „ცეცხლში დავწვავ შენს ეტლს, მახვილი შეჭამს შენს ბოკვრებს. შენს მტაცებლობას აღვკვეთავ ქვეყანაზე და აღარ გაისმება შენი მოციქულების ხმა.“
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 3 →
All chapters:
1
2
3