bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Psalms 118
Psalms 118
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 117
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 67
Chapter 68
Chapter 69
Chapter 70
Chapter 71
Chapter 72
Chapter 73
Chapter 74
Chapter 75
Chapter 76
Chapter 77
Chapter 78
Chapter 79
Chapter 80
Chapter 81
Chapter 82
Chapter 83
Chapter 84
Chapter 85
Chapter 86
Chapter 87
Chapter 88
Chapter 89
Chapter 90
Chapter 91
Chapter 92
Chapter 93
Chapter 94
Chapter 95
Chapter 96
Chapter 97
Chapter 98
Chapter 99
Chapter 100
Chapter 101
Chapter 102
Chapter 103
Chapter 104
Chapter 105
Chapter 106
Chapter 107
Chapter 108
Chapter 109
Chapter 110
Chapter 111
Chapter 112
Chapter 113
Chapter 114
Chapter 115
Chapter 116
Chapter 117
Chapter 118
Chapter 119
Chapter 120
Chapter 121
Chapter 122
Chapter 123
Chapter 124
Chapter 125
Chapter 126
Chapter 127
Chapter 128
Chapter 129
Chapter 130
Chapter 131
Chapter 132
Chapter 133
Chapter 134
Chapter 135
Chapter 136
Chapter 137
Chapter 138
Chapter 139
Chapter 140
Chapter 141
Chapter 142
Chapter 143
Chapter 144
Chapter 145
Chapter 146
Chapter 147
Chapter 148
Chapter 149
Chapter 150
Chapter 119 →
1
ანბანთქება. ნეტარ არიან, ვისი გზაც უბიწოა, რომელნიც დადიან უფლის რჯულზე.
2
ნეტარ არიან მის მცნებათა დამცველნი, მთელი გულით რომ ეძებენ მას.
3
სიავკაცე არ ჩაუდენიათ, არამედ მის გზას ადგანან!
4
შენ უბრძანე მათ შენს განწესებათა დმტკიცედ დაცვა.
5
ნეტამც წარიმართოს ჩემი გზები შენს წესდებათა დასაცავად!
6
მაშინ აღარ შემრცხვება, ოდეს შევხედავ ყოველ შენს მცნებას.
7
განგადიდებ გულის სიწრფელით, როს მასწავლი სამართალს შენი სიმართლისა.
8
შენს წესებს დავიცავ; ნუ მიმატოვებ საბოლოოდ!
9
რით შეინახოს ყმაწვილმა სიწმინდე თავისი გზისა? დაცვით მისი შენი სიტყვისამებრ!
10
მთელი გულით გეძიებ შენ; ნუ გადამახვევინებ შენს მცნებათაგან!
11
გულს ჩავიმარხე შენი სიტყვები, რომ არ შეგცოდო.
12
კურთხეული ხარ შენ, უფალო! მასწავლე წესები შენი.
13
ჩემი ბაგეებით ვაუწყებ შენი პირის ყველა სამართალს.
14
შენს მცნებათა გზაზე ვხარობ, ვითარცა სრულ სიმდიდრეში მყოფი.
15
შენს მცნებებზე ვიფიქრებ და დავუკვირდები შენს გზებს.
16
შენი წესებით გავიხარებ, არ დავივიწყებ შენს სიტყვებს.
17
კეთილი უყავ შენს მორჩილს, რათა ვიცოცხლო და დავიცვა შენი სიტყვა.
18
აღმიხილე თვალნი, რათა ვჭვრეტდე შენი რჯულის საოცრებებს!
19
მწირი ვარ ქვეყანაზე, ნუ დამიმალავ შენს მცნებებს!
20
მოითენთა ჩემი სული შენი სამართლის წადილით ყოველჟამს.
21
შერისხე ამპარტავანნი, წყეულნი, რომელთაც გადაუხვიეს შენს მცნებათაგან.
22
ამაცილე შერცხვენა და შეურაცხყოფა, რადგან შენს მცნებებს ვიცავდი!
23
თუმცა დასხდნენ მთავარნი ჩემს წინააღმდეგ სათათბიროდ, შენი მორჩილი შენს წესებს განსჯის.
24
შენი მცნებები სიხარულია ჩემთვის, მრჩეველნი ჩემნი. დალეთ
25
მტვერს მიეკრა სიცოცხლე ჩემი; გამაცოცხლე შენი სიტყვისამებრ!
26
როდესაც გიცხადებდი ჩემს გზებს, მპასუხობდი; მასწავლე წესები შენი!
27
შენი ბრძანებების გზა შემაგნებინე და ვიფიქრებ შენს საოცრებებზე.
28
ნაღველმა დაადნო ჩემი სული, განმამტკიცე შენი სიტყვისამებრ!
29
გზა სიცრუისა განმაშორე და შენი რჯულით შემიწყალე!
30
გზა ჭეშმარიტებისა ამოვირჩიე, შენი სამართალნი წინ დავიყენე.
31
მივეკარ შენს მცნებებს, უფალო, ნუ გამაწბილებ!
32
შენი მცნებების გზით ვირბენ, როდესაც განავრცობ ჩემს გონებას!
33
მასწავლე, უფალო, გზა შენთა წესთა, და დავიცავ მათ ბოლომდე.
34
გამაგებინე და დავიცავ შენს რჯულს და შევინახავ მთელი გულით.
35
დამაყენე შენს მცნებათა კვალზე, რადგანაც მწადია იგი.
36
მიდრიკე ჩემი გული შენს მოწმობათაკენ და არა ანგარებისკენ.
37
მოარიდე ჩემი თვალი ამაოების მზერას; შენი გზით მაცოცხლე!
38
განუმტკიცე შენს მონას სიტყვა შენი, რადგან შენი მოშიშია იგი.
39
ამაცილე შერცხვენა, რომლისაც მეშინია, რადგან შენი სამართალნი კეთილია!
40
აჰა, ვისურვე ფრიად შენი ბრძანებანი; შენი სიმართლით მაცოცხლე მე!
41
მოვიდეს ჩემზე შენი წყალობა, უფალო, ხსნა შენმიერი, შენი სიტყვისამებრ!
42
მაშინ პასუხს გავცემ ჩემს მაგინებელს, რადგან შენი სიტყვის იმედი მაქვს.
43
ნუ წაართმევ ჩემს ბაგეებს ჭეშმარიტების სიტყვას სრულიად, რადგან შენს სამართალს მოველი!
44
დავიცავ შენს რჯულს მარადის, უკუნითი უკუნისამდე.
45
ვივლი ხალვათად, რადგან შენს ბრძანებებს ვეძიებდი.
46
ვაუწყებ შენს მოწმობებს მეფეთა წინაშე და არ შემრცხვება.
47
გავიხარებ შენი მცნებებით, რომლებიც მიყვარს;
48
ხელებს აღვაპყრობ შენს მცნებათა მიმართ, რომლებიც მიყვარს, და დავუკვირდები შენს წესებს.
49
გაუხსენე შენს მსახურს სიტყვა, რომლითაც დამაიმედე!
50
ეს არის ჩემი ნუგეში გასაჭირში, რადგან შენი ნათქვამი მაცოცხლებს.
51
ამპარტავანნი დამცინიან მეტისმეტად; მაგრამ მე არ გადავუხვევ შენი რჯულისგან.
52
ოდეს ვიხსენებ შენს სამართალს, უფალო, რომელიც უკუნისიდანაა, ვიქარვებ დარდს.
53
თავზარი მეცემა ურჯულოთა გამო, რომლებიც ტოვებენ შენს რჯულს.
54
სიმღერებად იქცა ჩემთვის შენი წესები ჩემს საცხოვრებელ სახლში.
55
ვიხსენებ ღამით შენს სახელს, უფალო, და ვიცავ შენს რჯულს.
56
ეს წყალობაა ჩემთვის, რადგან შენს ბრძანებას ვიცავდი.
57
უფალია ჩემი ხვედრი; ვთქვი: „უფალო, დავიცავ შენს სიტყვებს!“
58
გევედრები მთელი გულით; შემიწყალე შენი სიტყვისამებრ.
59
ოდეს ვფიქრობ ჩემს გზებზე, ვაბრუნებ ფეხს შენი მცნებებისაკენ.
60
ვჩქარობ და არ ვაყოვნებ შენს მცნებათა დაცვას.
61
თუმცა საბელებივით გარს შემომერტყნენ ბოროტნი, შენს რჯულს არ ვივიწყებ.
62
შუაღამისას ვდგები შენს სადიდებლად, შენი მართალი განსჯების გამო.
63
თანაზიარი ვარ ყველა შენი მოშიშისა, ვინც იცავს შენს მცნებებს.
64
შენი წყალობით, უფალო, სავსეა ქვეყნიერება; მასწავლე შენი წესდებანი.
65
შენ კეთილი ქმენ შენი მორჩილისათვის, უფალო, შენი სიტყვისამებრ.
66
მასწავლე მე კეთილი განსჯა და აზრი, რადგან ვირწმუნე შენი მცნებანი.
67
ვიდრე დავიტანჯებოდი, ვცდებოდი; ახლა კი შენს სიტყვას ვიცავ.
68
კეთილი ხარ და კეთილს იქმ, მასწავლე წესები შენი.
69
ტყუილს ჩმახავენ ამპარტავანნი ჩემზე, მე კი მთელი გულით ვიცავ შენს ბრძანებებს.
70
დამსუყდა ქონივით მათი გული, მე კი შენი რჯულით ვხარობ.
71
კარგია ჩემთვის, რომ დავიტანჯე, ამ გზით ვისწავლი წესდებებს შენსას.
72
უმჯობესია ჩემთვის შენი პირის რჯული, ვიდრე ათასი ოქრო და ვერცხლი.
73
შენმა ხელებმა შემქმნეს და ჩამომაყალიბეს; შთამაგონე და ვისწავლი შენს მცნებებს.
74
მოშიშნი შენნი შემხედავენ და გაიხარებენ, რადგან შენს სიტყვებზე ვარ მონდობილი.
75
ვიცი, უფალო, რომ მართალია შენი სამართალი, და სამართლიანად შემაჭირვე მე.
76
დაე იყოს შენი წყალობა ჩემს სანუგეშოდ, როგორც აღუთქვი შენს მორჩილს.
77
მოვიდეს ჩემთან შენი წყალობა და ვიცოცხლებ! რადგან შენი რჯული სიხარულია ჩემი.
78
შერცხვნენ ამპარტავანნი, რადგან ტყუილად მჩაგრავდნენ; მე კი შენს ბრძანებებს დავუკვირდები.
79
დაბრუნდნენ ჩემთან შენი მოშიშნი, რათა შეიცნონ შენი მცნებები.
80
იყოს ჩემი გული უბიწო შენს სამართალში, რათა არ შევრცხვე.
81
დადნა შენი შეწევნის მოლოდინში ჩემი სული. შენი სიტყვის იმედი მაქვს.
82
დადნენ თვალნი ჩემნი შენი სიტყვის მოლოდინში, ვამბობ: როდის მანუგეშებ მე?
83
ვიყავი, ვითარცა ტიკი ორთქლში, და მაინც შენი წესები არ დავივიწყე.
84
რამდენი უნდა დაითმინოს შენმა მორჩილმა? როდის განსჯი ჩემს მდევნელთ?
85
გამითხარეს ამპარტავნებმა ორმო, ისინი არ მიჰყვებიან შენს რჯულს.
86
ყველა შენი მცნება ჭეშმარიტია; უმიზეზოდ მდევნიან, მიშველე.
87
ლამის გამანადგურეს მიწაზე; და მაინც არ მივატოვე შენი ბრძანებები.
88
შენი წყალობით მაცოცხლე და დავიცავ შენი პირის მოწმობებს.
89
უფალო, უკუნისამდეა შენი სიტყვა დაფუძნებული ზეცაში.
90
თაობიდან თაობამდეა წყალობა შენი! დაამყარე ქვეყანა და მტკიცედ დგას.
91
შენი მსჯავრით დგანან დღესაც, რადგან ყოველი არსი შენ გმსახურებს.
92
შენი რჯული რომ არ ყოფილიყო ჩემდა ნუგეშად, დავიღუპებოდი ჩემს ტანჯვაში.
93
უკუნისამდე არ დავივიწყებ შენს ბრძანებებს, რადგან მათით მასულდგმულებდი.
94
შენი ვარ; მიხსენი, რადგან შენს ბრძანებებს ვეძიებდი!
95
მიდარაჯებენ ბოროტნი, რომ დამღუპონ; მე კი შენს მცნებებს ღრმად ვუკვირდები.
96
ყოველგვარი სრულქმნილების მინახავს ბოლო; შენი მცნებანი კი ვრცელია ფრიად.
97
რარიგად მიყვარს შენი რჯული! ის არის ჩემი საფიქრალი დღენიადაგ.
98
ჩემს მტრებზე მეტად დამაბრძენე შენი მცნებებით; რადგან მარადის ჩემთანაა ისინი.
99
ყველა ჩემს მასწავლებელზე გონიერი გავხდი, რადგან შენი მცნებანი საფიქრალია ჩემი.
100
მოხუცებზე მეტად საზრიანი ვარ, რადგან შენს ბრძანებებს ვიცავ.
101
ყოველგვარ ბოროტ გზას მოვარიდე ფეხი, რათა დავიცვა შენი სიტყვა.
102
არ გადავუხვევ შენს განწესებებს, რადგან შენ განმსწავლე.
103
რარიგ ატკბობს ჩემს სასას შენი სიტყვები, თაფლზე ტკბილია ჩემი პირისთვის!
104
შენი ბრძანებებით საზრიანი გავხდი, ამიტომ მოვიძულე სიცრუის ყოველი გზა.
105
სანთელია ჩემი ფეხისთვის შენი სიტყვა და სინათლე – ჩემი ბილიკისათვის.
106
დავიფიცე და ავასრულე, მივდევ შენს მართალ განსჯებს.
107
დავმდაბლდი ფრიად; უფალო, მაცოცხლე შენი სიტყვისამებრ!
108
ჩემი ქების მსხვერპლი ისურვე, უფალო, და შენი სამართალნი მასწავლე.
109
სული ჩემი ჩემს ხელისგულზეა მუდამ, შენს რჯულს არ ვივიწყებ.
110
დამიგეს ბოროტებმა მახე, მაგრამ შენი ბრძანებებისთვის არ გადამიხვევია.
111
დავიმკვიდრე შენი მოწმობანი საუკუნოდ, რადგან ისინი ჩემი გულის სიხარულია.
112
მოვდრიკე გული ჩემი შენს წესთა შესასრულებლად საუკუნოდ, სამარადისოდ.
113
ბოროტგანმზრახველნი შევიძულე, და შენი რჯული შევიყვარე.
114
თავშესაფარი და ფარი ხარ ჩემი; შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული.
115
შორს ჩემგან, უკეთურნო, რათა დავიცვა მცნებანი ჩემი ღმერთისა!
116
შემეწიე შენი სიტყვისამებრ, რათა ვიცოცხლო, და ნუ გამიწბილებ ჩემს იმედს!
117
განმამტკიცე, რათა გადავრჩე, და ყოველთვის დავუკვირდები შენს წესდებებს.
118
შენ მოსპე ყოველი, ვინც განუდგა შენს წესებს, რადგან ამაოა მათი ხრიკები.
119
როგორც წიდა, მოსპე ყოველი ბოროტი ქვეყანაზე, ამიტომ შევიყვარე შენი მცნებები.
120
ძრწის შენი შიშით ჩემი სხეული და შიში მაქვს შენი განკითხვებისა.
121
ვქმენ სამართალი და სიმართლე; ნუ შემატოვებ ჩემს მჩაგვრელებს.
122
გამოესარჩლე შენს მორჩილს სასიკეთოდ, რომ არ დამჩაგრონ ამპარტავნებმა.
123
დადნენ ჩემი თვალნი შენი შეწევნისა და შენი სიმართლის სიტყვის მოლოდინში.
124
ჰქმენ შენი მორჩილისთვის შენი წყალობისამებრ და წესდებანი შენნი მასწავლე.
125
მორჩილი ვარ შენი; გონიერ-მყავ, რათა შევიცნო მოწმობანი შენნი.
126
ჟამია უფლის მოქმედებისა – რადგან დაარღვიეს რჯული შენი!
127
ამიტომ მიყვარს მცნებანი შენნი ოქროზე და ბაჯაღლოზე მეტად;
128
ამიტომ წარვმართავ ჩემს ნაბიჯებს შენი მცნებებით; მძულს ყოველი გზა სიცრუისა.
129
საოცარია მოწმობანი შენნი; ამიტომ ინახავს მათ სული ჩემი.
130
საწყისი შენი სიტყვებისა ანათებს, გონიერებას ანიჭებს მიამიტებს.
131
პირი გავხსენი და ამოვისუნთქე, რადგან მომენატრა მცნებანი შენნი.
132
მომხედე და შემიწყალე, როგორც შეეფერებათ შენი სახელის მოყვარულთ.
133
ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვისამებრ და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურა უსამართლოს.
134
მიხსენ ადამიანის ჩაგვრისაგან, რათა შევძლო შენი ბრძანებების დაცვა.
135
შენი სახე გამოუბრწყინე შენს მორჩილს და მასწავლე წესდებანი შენი.
136
ცრემლთა ნაკადები გადმომდის თვალთაგან, რადგან არ იცავენ შენს რჯულს.
137
მართალი ხარ შენ, უფალო, და სწორია განსჯანი შენნი.
138
შენ გვამცნე სიმართლით შენი მოწმობანი და ჭეშმარიტია მეტად.
139
დამღრღნა ეჭვმა, რადგან ივიწყებენ შენს სიტყვებს ჩემი მტრები.
140
ხალასია შენი ნათქვამი ფრიად და შენს მორჩილს უყვარს იგი.
141
მცირე ვარ და მოძულებული; შენს ბრძანებებს არ ვივიწყებ.
142
შენი სიმართლე მარადიული სიმართლეა, და რჯული შენი ჭეშმარიტია.
143
განსაცდელი და გასაჭირი წამომეწია; მაგრამ შენი ბრძანებანი სიხარულია ჩემთვის.
144
სიმართლეა შენი მოწმობანი მარადის; შთამაგონე და ვიცოცხლებ!
145
მოგიხმობ მთელი გულით; მიპასუხე, უფალო! შენს წესდებებს დავიცავ.
146
შენ მოგიხმობ, მიხსენი, და დავიცავ შენს მოწმობებს.
147
გარიჟრაჟამდე ვდგები და ვღაღადებ, შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული.
148
ჩემმა თვალებმა ასწრებენ ღამის სადარაჯოს, რათა დავუკვირდე შენს აღთქმას.
149
ისმინე ჩემი ხმა მოწყალედ, უფალო, შენი სიმართლით მაცოცხლე.
150
მომიახლოვდნენ ჩემთვის ავისმზრახველნი; შენი რჯულისაგან შორს დგანან ისინი.
151
მაგრამ შენ ახლოს ხარ, უფალო, და ყველა მცნება შენი ჭეშმარიტებაა.
152
ადრიდანვე შევიტყვე შენს მოწმობათა შესახებ, რადგან სამარადჟამოდ დააფუძნე ისინი.
153
მოხედე ჩემს ტანჯვას და მიხსენი, რადგან შენს რჯულს არ ვივიწყებ!
154
გამომესარჩლე და დამიხსენი, შენი სიტყვისამებრ მაცოცხლე.
155
შორს არის ბოროტთაგან შველა, რადგან შენს წესდებებს არ ეძიებენ.
156
უხვია შენი წყალობანი, უფალო, შენი სამართლის მიხედვით მაცოცხლე.
157
ბევრია ჩემი მდევარი და მოდავე; მე კი შენი მოწმობებისათვის არ გადამიხვევია.
158
ვხედავ განდგომილთ და ზიზღი მიპყრობს, რადგან შენს სიტყვებს არ იცავენ.
159
ნახე, რარიგ შევიყვარე შენი ბრძანებანი; უფალო, შენი წყალობისამებრ მაცოცხლე.
160
დასაბამი შენი სიტყვისა ჭეშმარიტებაა, და საუკუნოა შენი სამართლის ყველა განწესება.
161
მთავარნი მდევნიან უმიზეზოდ; მაგრამ შენი სიტყვების კრძალვა აქვს ჩემს გულს.
162
ვხარობ შენს სიტყვაზე, ვითარცა მპოვნელი უხვი ნადავლისა.
163
მძულს და მძაგს სიცრუე; შენი რჯული კი მიყვარს.
164
დღეში შვიდგზის გაქებ შენი მართალი სამსჯავროსათვის.
165
დიდია მშვიდობა შენი რჯულის მოყვარულთა, და არ არსებობს მათთვის დაბრკოლება.
166
იმედი მაქვს შენი შეწევნისა, უფალო, და შენს ბრძანებებს ვასრულებ.
167
იცავს ჩემი სული შენს მოწმობებს; მე ისინი მიყვარს ძალიან.
168
ვიცავ შენს ბრძანებებს და მოწმობებს. რადგან ყველა ჩემი გზა შენს წინაშეა.
169
მოაღწიოს ჩემმა ღაღადმა შენს წინაშე, უფალო, და შენი სიტყვისამებრ განმსწავლე!
170
მოვიდეს ჩემი ვედრება შენს წინაშე, მიხსენი შენი აღთქმისამებრ!
171
წარმოთქვამენ ჩემი ბაგენი ქებას, რადგან მასწავლე წესდებანი შენნი.
172
აუწყებს ჩემი ენა შენს სიტყვებს, რადგან ყველა შენი მცნება სიმართლეა.
173
იყოს შენი ხელი ჩემს შემწედ, რადგან შენი ბრძანებანი ამოვირჩიე.
174
ვნატრობ შენს შველას, უფალო, და შენი რჯული საამოა ჩემთვის.
175
იცოცხლოს ჩემმა სულმა, რათა გაქოს შენ, და შენი განგება შემეწიოს.
176
დავიბენი, ვითარცა ცხვარი დაკარგული; მოძებნე შენი მორჩილი, რადგან შენი მცნებანი არ დავივიწყე!
← Chapter 117
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 67
Chapter 68
Chapter 69
Chapter 70
Chapter 71
Chapter 72
Chapter 73
Chapter 74
Chapter 75
Chapter 76
Chapter 77
Chapter 78
Chapter 79
Chapter 80
Chapter 81
Chapter 82
Chapter 83
Chapter 84
Chapter 85
Chapter 86
Chapter 87
Chapter 88
Chapter 89
Chapter 90
Chapter 91
Chapter 92
Chapter 93
Chapter 94
Chapter 95
Chapter 96
Chapter 97
Chapter 98
Chapter 99
Chapter 100
Chapter 101
Chapter 102
Chapter 103
Chapter 104
Chapter 105
Chapter 106
Chapter 107
Chapter 108
Chapter 109
Chapter 110
Chapter 111
Chapter 112
Chapter 113
Chapter 114
Chapter 115
Chapter 116
Chapter 117
Chapter 118
Chapter 119
Chapter 120
Chapter 121
Chapter 122
Chapter 123
Chapter 124
Chapter 125
Chapter 126
Chapter 127
Chapter 128
Chapter 129
Chapter 130
Chapter 131
Chapter 132
Chapter 133
Chapter 134
Chapter 135
Chapter 136
Chapter 137
Chapter 138
Chapter 139
Chapter 140
Chapter 141
Chapter 142
Chapter 143
Chapter 144
Chapter 145
Chapter 146
Chapter 147
Chapter 148
Chapter 149
Chapter 150
Chapter 119 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66
67
68
69
70
71
72
73
74
75
76
77
78
79
80
81
82
83
84
85
86
87
88
89
90
91
92
93
94
95
96
97
98
99
100
101
102
103
104
105
106
107
108
109
110
111
112
113
114
115
116
117
118
119
120
121
122
123
124
125
126
127
128
129
130
131
132
133
134
135
136
137
138
139
140
141
142
143
144
145
146
147
148
149
150