bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Psalms 77
Psalms 77
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 76
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 67
Chapter 68
Chapter 69
Chapter 70
Chapter 71
Chapter 72
Chapter 73
Chapter 74
Chapter 75
Chapter 76
Chapter 77
Chapter 78
Chapter 79
Chapter 80
Chapter 81
Chapter 82
Chapter 83
Chapter 84
Chapter 85
Chapter 86
Chapter 87
Chapter 88
Chapter 89
Chapter 90
Chapter 91
Chapter 92
Chapter 93
Chapter 94
Chapter 95
Chapter 96
Chapter 97
Chapter 98
Chapter 99
Chapter 100
Chapter 101
Chapter 102
Chapter 103
Chapter 104
Chapter 105
Chapter 106
Chapter 107
Chapter 108
Chapter 109
Chapter 110
Chapter 111
Chapter 112
Chapter 113
Chapter 114
Chapter 115
Chapter 116
Chapter 117
Chapter 118
Chapter 119
Chapter 120
Chapter 121
Chapter 122
Chapter 123
Chapter 124
Chapter 125
Chapter 126
Chapter 127
Chapter 128
Chapter 129
Chapter 130
Chapter 131
Chapter 132
Chapter 133
Chapter 134
Chapter 135
Chapter 136
Chapter 137
Chapter 138
Chapter 139
Chapter 140
Chapter 141
Chapter 142
Chapter 143
Chapter 144
Chapter 145
Chapter 146
Chapter 147
Chapter 148
Chapter 149
Chapter 150
Chapter 78 →
1
მოძღვრება; ასაფისა. ისმინე, ჩემო ხალხო, რჯული ჩემი; ყური მოაპყარ ჩემს ბაგეთა სიტყვებს.
2
მისმინეთ, იგავების საუწყებლად გავხსნი ბაგეებს, ავამეტყველებ ბნელ გამოცანებს უძველეს დროთა,
3
რაც გვსმენია და გაგვიგია, რაც უამბიათ ჩვენთვის ჩვენს მამებს,
4
არ დავუმალავთ ამას მათ შვილებს, ვაუწყებთ მომავალ თაობას ჩვენი უფლის დიდებულ საქმეებს, მის ძლიერებას და სასწაულებს, რომელნიც მან ქმნა.
5
რადგან დაუდგინა წესდება იაკობს და დაუდო რჯული ისრაელს, დაუწესა იგი ჩვენს მამებს მათ შვილთათვის საუწყებლად;
6
რათა შეიტყოს მომავლმა თაობამ, შვილებმა, რომელნიც დაიბადებიან და გაუცხადონ თავიანთ შვილებს,
7
რომ ღმერთზე უნდა დაამყარონ იმედი, არ დაივიწყონ საქმენი ღმრთისა და დაიცვან მისი მცნებანი;
8
არ დაემსგავსონ თავიანთ მამებს, გულარძნილსა და ურჩ თაობას, თაობას, რომელმაც არ მოამზადა გული თავისი და არ უერთგულა ღმერთს სულით.
9
ძენი ეფრემისა, მშვილდით აღჭურვილნი, უკუიქცნენ ბრძოლის დღეს,
10
რადგან არ დაიცვეს აღთქმა უფლისა და მის მცნებაზე სიარული აღარ ისურვეს.
11
დაივიწყეს მისი საქმენი და სასწაულნი, მათ რომ მოუვლინა.
12
მათი მამების თვალწინ მოიმოქმედა მან სასწაული ეგვიპტის ქვეყანაში, ცოყანის ველზე.
13
გააპო ზღვა და შიგ გაატარა, კედლად წამომართა წყლები,
14
დღისით ღრუბელით მიუძღოდა მათ, და მთელი ღამე – ცეცხლის შუქით.
15
გააპო კლდენი უდაბნოში და მისცა მათ წყალი ვით უფსკრულის წყალსატევიდან.
16
გადმოადინა კლდის ნაკადები, მდინარესავით წარმოადინა წყლები.
17
ისინი კი განაგრძობდნენ შეცოდებას მის მიმართ, ეურჩებოდნენ უზენაესს უდაბნოში.
18
სცდიდნენ ღმერთს თავიანთ გულში, მოითხოვდნენ საკვებს თავიანთი სულისათვის.
19
ლაპარაკობდნენ ღმერთის წინააღმდეგ, ამბობდნენ: განა შეძლებს ღმერთი უდაბნოში ტაბლის გამართვას?
20
აჰა, კლდეს დაჰკრა და გადმოსკდა წყალი და გადმოდინდა ნაკადები. პურის მოცემაც თუ ძალუძს? ხორცითაც მოამარაგებს თავის ხალხს?
21
ესმა უფალს და განრისხდა, მოედო ცეცხლი იაკობს, რისხვა აღიმართა ისრაელზე,
22
რადგან არ ერწმუნენ ღმერთს და მისი ხსნის იმედი არ ჰქონდათ.
23
და მაინც უბრძანა ღრუბლებს მაღლიდან, და გახსნა ცათა ბჭენი;
24
გადმოაწვიმა მათზე მანანა საზრდოდ, და ციური პური მისცა მათ.
25
ანგელოზთა პურს ჭამდა კაცი; საზრდოს უგზავნიდა მათ მაძღრისად.
26
აღძრა აღმოსავლეთის ქარი ზეცაზე და წარმართა თავისი ძალით სამხრეთის ქარი,
27
აწვიმა მათზე ხორცი, ვითარცა მტვერი, და ვითარცა ზღვის ქვიშა – ფრთოსანი ფრინველი.
28
ჩამოყარა მათ ბანაკთან, მათი საცხოვრისების გარშემო.
29
ჭამეს და გაძღნენ, შეუსრულა სურვილი მათი.
30
მაგრამ ჯერ კიდევ არ გამძღარიყვნენ, საჭმელი ჯერ კიდევ პირში ჰქონდათ,
31
რომ ღვთის რისხვა აღიძრა მათზე და ამოხოცა სხვებზე მსუქნები, და ჩააჩოქა რჩეულები ისრაელისა.
32
და მაინც შესცოდეს კიდევ, და არ ირწმუნეს მისი სასწაულები.
33
მაშინ დაასრულა მათი დღეები ფუჭად და მათი წლები – ძრწოლით.
34
როდესაც ხოცავდა, მაშინ ეძიებდნენ მას და კვლავ ბრუნდებოდნენ ღმერთისაკენ.
35
იხსენებდნენ, რომ ღმერთია მათი სიმაგრე, და უზენაესი ღმერთია მათი მხსნელი.
36
მაგრამ ელაქუცებოდნენ პირით, და ცრუ იყო მათი ენის სიტყვები;
37
რადგან არ იყო მათი გული წრფელი მის მიმართ და არ იყვნენ ერთგულნი მისი აღთქმისა.
38
მაგრამ მან, გულმოწყალემ, შეუნდო მათ ცოდვა და არ მოსპო, მრავალჯერ უკუაგდო თავისი რისხვა და არ აღაგზნო მთელი თავისი გულისწყრომა.
39
რადგან ახსოვდა, რომ ხორციელნი არიან ისინი, ქარი, რომელიც ჩაიქროლებს და აღარ დაბრუნდება.
40
რამდენჯერ გაჯიუტდნენ უდაბნოში, განარისხეს იგი უკაცრიელ ადგილას.
41
და სცდიდნენ ღმერთს ისევ და ისევ, შეურაცხყოფდნენ ისრაელის სიწმიდეს.
42
არ ახსოვდათ ხელი მისი, დღეები, როცა დაიხსნა მტრისგან;
43
როცა მოიმოქმედა ეგვიპტეში სასწაულები, და საოცრებანი ცოყანის ველზე;
44
როცა გადააქცია სისხლად მდინარენი და ნაკადები მათი, რომ ვეღარ ესვათ.
45
მიუსია ბუზანკალი მათ დასაკბენად და – ბაყაყი მათ დასაღუპად.
46
და მისცა მუხლუხოს მათი მოსავალი, და მათი ნაჯაფი – კალიას;
47
სეტყვით მოსრა ვენახი მათი, და სიკომორო მათი – თრთვილით;
48
მისცა სეტყვას მათი პირუტყვი, და ხორშაკ ქარებს – ჯოგები მათი;
49
მოუვლინა მათ თავისი რისხვის ალი, მრისხანება, მძვინვარება და გასაჭირი, როს წარუგზავნა უკეთური ანგელოზები;
50
გზა გაუკვალა თავის მრისხანებას, არ დაინდო სიკვდილისაგან მათი სული და მათი სიცოცხლე ჭირს მისცა;
51
განგმირა ყოველი პირმშო ეგვიპტეში, პირველშობილნი – ქამის კარვებში.
52
ცხვარივით გაირეკა თავისი ხალხი, და უდაბნოში, როგორც ფარას, ისე წარუძღვა.
53
ფხიზლად უძღოდა მათ და შიში არ ჰქონდათ, მათი მტრები კი ზღვამ ჩაიტანა.
54
მოიყვანა თავის წმიდა საზღვარზე, მთაზე, რომელიც მოიპოვა მისმა მარჯვენამ.
55
განდევნა მათ წინ ხალხები, გაუნაწილა მათ მიწები სამკვიდრებლად, დაასახლა მათ კარვებში ისრაელის ტომები.
56
კვლავ გამოსცადეს და გაუჯიუტდნენ უზენაეს ღმერთს, და მისი მცნებანი არ დაიცვეს.
57
უკან იხევდნენ და ღალატობდნენ თავიანთი მამების მსგავსად, უკან ბრუნდებოდნენ ყალბი მშვილდივით.
58
განარისხეს თავიანთი სამსხვერპლოებით და თავიანთი კერპებით გამოაღვიძეს მისი შური.
59
ისმინა ღმერთმა და განრისხდა და სრულიად მოიძულა ისრაელი.
60
მიატოვა შილოს სავანე, კარავი, სადაც ადამიანებთან ერთად იყო დამკვიდრებული.
61
და ტყვედ გასწირა სიმაგრე თვისი და დიდება თვისი მტერს ჩაუგდო ხელთ.
62
გასწირა მახვილისათვის თავისი ხალხი, თავის მემკვიდრეობაზე განრისხდა.
63
მისი ჭაბუკები ცეცხლმა შეჭამა, და მისმა ქალწულებმა ვერ ისმინეს საქორწილო სიმღერა.
64
მისი მღვდლები ხმლით დაეცნენ, მათმა ქვრივებმა ვერ დაიტირეს.
65
მაგრამ გაიღვიძა უფალმა, ვითარცა მძინარემ, როგორც დევგმირმა, ღვინისაგან გამოფხიზლებულმა;
66
და განგმირა მისი მტრები ზურგში, სამუდამო სირცხვილი მიაგო მათ.
67
უარყო იოსების კარავი და ეფრემის ტომი არ გამოირჩია.
68
გამოირჩია ტომი იუდასი, მთა სიონისა, რომელიც უყვარს.
69
მოაწყო თავისი ტაძარი ცასავით, და დედამიწასავით სამუდამოდ დააფუძნა იგი.
70
ამოირჩია დავითი, თავისი მონა და წამოიყვანა ცხვრის ფარეხებიდან.
71
ცხვრის მწველავთაგან წამოიყვანა ის, რათა ემწყემსა იაკობი – ერი თავისი – და ისრაელი, თავისი წილხვედრი.
72
და მწყემსა ისინი წრფელი გულით და მარჯვე ხელით უძღოდა მათ.
← Chapter 76
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 67
Chapter 68
Chapter 69
Chapter 70
Chapter 71
Chapter 72
Chapter 73
Chapter 74
Chapter 75
Chapter 76
Chapter 77
Chapter 78
Chapter 79
Chapter 80
Chapter 81
Chapter 82
Chapter 83
Chapter 84
Chapter 85
Chapter 86
Chapter 87
Chapter 88
Chapter 89
Chapter 90
Chapter 91
Chapter 92
Chapter 93
Chapter 94
Chapter 95
Chapter 96
Chapter 97
Chapter 98
Chapter 99
Chapter 100
Chapter 101
Chapter 102
Chapter 103
Chapter 104
Chapter 105
Chapter 106
Chapter 107
Chapter 108
Chapter 109
Chapter 110
Chapter 111
Chapter 112
Chapter 113
Chapter 114
Chapter 115
Chapter 116
Chapter 117
Chapter 118
Chapter 119
Chapter 120
Chapter 121
Chapter 122
Chapter 123
Chapter 124
Chapter 125
Chapter 126
Chapter 127
Chapter 128
Chapter 129
Chapter 130
Chapter 131
Chapter 132
Chapter 133
Chapter 134
Chapter 135
Chapter 136
Chapter 137
Chapter 138
Chapter 139
Chapter 140
Chapter 141
Chapter 142
Chapter 143
Chapter 144
Chapter 145
Chapter 146
Chapter 147
Chapter 148
Chapter 149
Chapter 150
Chapter 78 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66
67
68
69
70
71
72
73
74
75
76
77
78
79
80
81
82
83
84
85
86
87
88
89
90
91
92
93
94
95
96
97
98
99
100
101
102
103
104
105
106
107
108
109
110
111
112
113
114
115
116
117
118
119
120
121
122
123
124
125
126
127
128
129
130
131
132
133
134
135
136
137
138
139
140
141
142
143
144
145
146
147
148
149
150