bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Psalms 88
Psalms 88
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 87
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 67
Chapter 68
Chapter 69
Chapter 70
Chapter 71
Chapter 72
Chapter 73
Chapter 74
Chapter 75
Chapter 76
Chapter 77
Chapter 78
Chapter 79
Chapter 80
Chapter 81
Chapter 82
Chapter 83
Chapter 84
Chapter 85
Chapter 86
Chapter 87
Chapter 88
Chapter 89
Chapter 90
Chapter 91
Chapter 92
Chapter 93
Chapter 94
Chapter 95
Chapter 96
Chapter 97
Chapter 98
Chapter 99
Chapter 100
Chapter 101
Chapter 102
Chapter 103
Chapter 104
Chapter 105
Chapter 106
Chapter 107
Chapter 108
Chapter 109
Chapter 110
Chapter 111
Chapter 112
Chapter 113
Chapter 114
Chapter 115
Chapter 116
Chapter 117
Chapter 118
Chapter 119
Chapter 120
Chapter 121
Chapter 122
Chapter 123
Chapter 124
Chapter 125
Chapter 126
Chapter 127
Chapter 128
Chapter 129
Chapter 130
Chapter 131
Chapter 132
Chapter 133
Chapter 134
Chapter 135
Chapter 136
Chapter 137
Chapter 138
Chapter 139
Chapter 140
Chapter 141
Chapter 142
Chapter 143
Chapter 144
Chapter 145
Chapter 146
Chapter 147
Chapter 148
Chapter 149
Chapter 150
Chapter 89 →
1
მოძღვრება. ეთან ეზრახელისა.
2
მარადჟამს ვუგალობებ უფლის წყალობებს, თაობებს აუწყებს შენს ჭეშმარიტებას ჩემი პირი.
3
რადგან ვთქვი: უკუნისამდე დაფუძნდება წყალობა შენი, ცათა შინა განამტკიცებ ჭეშმარიტებას შენსას.
4
შენ თქვი: „შევკარ პირობა ჩემს რჩეულთან, შევფიცე დავითს, ჩემს მსახურს:
5
‘უკუნისამდე დავადგენ შენს შთამომავლობას და თაობიდან თაობამდე დავაფუძნებ შენს ტახტს.’“
6
განადიდებენ ზეცანი შენს საოცრებებს, უფალო, შენს ჭეშმარიტებას წმიდათა კრებულში!
7
რადგან ვინ შეედრება ზეცაში უფალს, ვინ მიემსგავსება უფალს ღვთის შვილთა შორის?
8
დიდებულია ღმერთი წმიდათა კრებულში, და საშიშია ყველასთვის ირგვლივ.
9
უფალო, ღმერთო ძალთაო! ვინ არის შენებრ მძლავრი? შენი ჭეშმარიტება შენს გარშემოა!
10
შენ ბატონობ ზღვის მოქცევაზე, შენ ამშვიდებ აბობოქრებულ ტალღებს.
11
დაამსხვრიე რაჰაბი, როგორც განგმირული; ძლიერი მკლავით გაფანტე მტრები.
12
შენია ცანი, დედამიწაც შენია; სამყარო და მისი სავსება შენ დააფუძნე.
13
ჩრდილოეთი და სამხრეთი შენ შეჰქმენი; თაბორი და ხერმონი შენს სახელს უმღერიან.
14
შენია მკლავი მაგარი; ძლიერია ხელი შენი, მაღალია მარჯვენა შენი.
15
სიმართლე და მართლმსაჯულებაა შენი ტახტის საფუძველი, წყალობა და ჭეშმარიტება შენი სახის წინაშე დადიან.
16
კურთხეულია ხალხი, რომელიც სცნობს საზეიმო ხმებს, რომელნიც შენი სახის შუქით დადის, უფალო;
17
ვინც შენი სახელით ილხენს ყოველდღე და შენს სიმართლეს ადიდებს.
18
რადგან შენა ხარ დიდება მათი ძალისა, და შენი ნებით ამაღლდება ჩვენი რქა.
19
რადგან უფალი არის ჩვენი ფარი და ისრაელის წმიდა – მეუფე ჩვენი.
20
მაშინ დაელაპარაკე ხილვით შენს წმიდას და უთხარი: „ვუბოძე დახმარება გმირს; ავამაღლე რჩეული ხალხისაგან;
21
ვპოვე დავითი, მსახური ჩემი, და ჩემი წმიდა ზეთი ვცხე მას.
22
ჩემი ხელი წარმართავს მას, და ჩემი მკლავი განამტკიცებს მას.
23
ვერ დაჯაბნის მას მტერი, და ვერც ურჯულოების ძე დაჩაგრავს მას.
24
მოვსრავ მის წინაშე მის მოდავეთ, და მის მოძულეებს დავამხობ;
25
ჭეშმარიტება და წყალობა ჩემი მასთანაა და ჩემი სახელით ამაღლდება ღირსება მისი.
26
ზღვას გადავაწვდენ მის ხელს, და მდინარეებს – მის მარჯვენას.
27
ის მომიხმობს: ‘შენ მამა ხარ ჩემი, ჩემი ღმერთი და ბურჯი ჩემი ხსნისა.’
28
და მეც პირმშოდ დავადგენ მას, ქვეყნიერების მეფეებზე აღმატებულებას ვუბოძებ,
29
უკუნისამდე შევუნარჩუნებ წყალობას ჩემსას, და ჩემი აღთქმა მტკიცე იქნება მისთვის.
30
დავამკვიდრებ უკუნისამდე მის ნაშიერს და მის ტახტს, ვითარცა დღეებს ზეცათა.
31
თუ მიატოვეს მისმა შვილებმა ჩემი რჯული და ჩემს სამართალს არ გაჰყვნენ,
32
თუ ჩემს წესდებებს დაარღვევენ და ჩემს მცნებებს არ დაიცავენ,
33
კვერთხით მოვკითხავ მათ დანაშაულს და გვემით – შეცოდებას.
34
მაგრამ ჩემს წყალობას არ მოვუშლი მას და არ გავაცრუებ ჩემს ერთგულებას.
35
არ უარვყოფ ჩემს აღთქმას და არ შევცვლი, რაც აღმოხდა ჩემს ბაგეებს.
36
ერთხელ შევფიცე ჩემი სიწმიდით; არ ვეცრუები დავითს.
37
მისი ნაშიერი მარადჟამს იქნება და მისი ტახტი, ვითარცა მზე, ჩემს წინაშე;
38
დამკვიდრდება მთვარესავით უკუნისამდე, და იქნება ჭეშმარიტი მოწმე ზეცაში.“
39
მაგრამ ახლა მიატოვე და შეიზიზღე, განრისხდი შენს ცხებულზე!
40
უგულებელჰყავ აღთქმა შენს მორჩილთან, მიწას დაანარცხე გვირგვინი მისი;
41
მოშალე ყველა ზღუდენი მისნი; ნანგრევებად აქციე მისი სიმაგრენი.
42
ძარცვავს მას ყველა გამვლელ-გამომვლელი, მეზობლის დასაცინი გახდა;
43
მაღლა ასწიე მის მოშუღართა მარჯვენა, გაახარე ყველა მისი მტერი.
44
დააჩლუნგე მისი მახვილი და არ შეეწიე გამარჯვებით ომში;
45
გააცამტვერე სიწმიდე მისი და ტახტი მისი მიწასთან გაასწორე;
46
შეამცირე დღენი მისი სიჭაბუკისა, და სირცხვილით შემოსე იგი.
47
როდემდე დაგვეფარები, უფალო? ნუთუ მარადჟამს იგიზგიზებს ცეცხლივით შენი რისხვა?
48
გაიხსენე, რა არის ჩემი წუთისოფელი; როგორ ამაოებად შეჰქმენი ყოველი ძე კაცისა!
49
ვინ არის კაცი, რომ სიკვდილი არ იხილოს, და იხსნას სული თვისი ჯოჯოხეთის ხელთაგან?
50
სად არის შენი ძველი წყალობა, უფალო, დავითს რომ შეჰფიცე შენი ჭეშმარიტებით?
51
გაიხსენე, უფალო, შენს მორჩილთა დამცირება, უბით რომ ვატარებ ძლიერ ხალხთაგან.
52
როგორ მწყევლიან შენი მტრები, უფალო, როგორ წყევლიან შენი ცხებულის კვალს.
53
კურთხეულ არს უფალი უკუნისამდე! ამინ, ამინ!
← Chapter 87
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 53
Chapter 54
Chapter 55
Chapter 56
Chapter 57
Chapter 58
Chapter 59
Chapter 60
Chapter 61
Chapter 62
Chapter 63
Chapter 64
Chapter 65
Chapter 66
Chapter 67
Chapter 68
Chapter 69
Chapter 70
Chapter 71
Chapter 72
Chapter 73
Chapter 74
Chapter 75
Chapter 76
Chapter 77
Chapter 78
Chapter 79
Chapter 80
Chapter 81
Chapter 82
Chapter 83
Chapter 84
Chapter 85
Chapter 86
Chapter 87
Chapter 88
Chapter 89
Chapter 90
Chapter 91
Chapter 92
Chapter 93
Chapter 94
Chapter 95
Chapter 96
Chapter 97
Chapter 98
Chapter 99
Chapter 100
Chapter 101
Chapter 102
Chapter 103
Chapter 104
Chapter 105
Chapter 106
Chapter 107
Chapter 108
Chapter 109
Chapter 110
Chapter 111
Chapter 112
Chapter 113
Chapter 114
Chapter 115
Chapter 116
Chapter 117
Chapter 118
Chapter 119
Chapter 120
Chapter 121
Chapter 122
Chapter 123
Chapter 124
Chapter 125
Chapter 126
Chapter 127
Chapter 128
Chapter 129
Chapter 130
Chapter 131
Chapter 132
Chapter 133
Chapter 134
Chapter 135
Chapter 136
Chapter 137
Chapter 138
Chapter 139
Chapter 140
Chapter 141
Chapter 142
Chapter 143
Chapter 144
Chapter 145
Chapter 146
Chapter 147
Chapter 148
Chapter 149
Chapter 150
Chapter 89 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
53
54
55
56
57
58
59
60
61
62
63
64
65
66
67
68
69
70
71
72
73
74
75
76
77
78
79
80
81
82
83
84
85
86
87
88
89
90
91
92
93
94
95
96
97
98
99
100
101
102
103
104
105
106
107
108
109
110
111
112
113
114
115
116
117
118
119
120
121
122
123
124
125
126
127
128
129
130
131
132
133
134
135
136
137
138
139
140
141
142
143
144
145
146
147
148
149
150