bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Zephaniah 1
Zephaniah 1
Georgian 2013 (ბიბლია)
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 2 →
1
უფლის სიტყვა, რომელიც იყო სოფონიას მიმართ, ქუშის ძისა, ძისა გედალიასი, ძისა ამარიასი, ძისა ხიზკიასი – იუდეის მეფის – იოშია ამონის ძის დროს.
2
ყველაფერს ავხვეტავ მიწის პირიდან, – ამბობს უფალი.
3
ავხვეტავ კაცსა და პირუტყვს, ცის ფრინველს და ზღვის თევზებს, ცდუნებებს უკეთურებთან ერთად. მოვკვეთ კაცთა მოდგმას მიწის პირიდან, – ამბობს უფალი.
4
ხელს მოვუღერებ იუდეას და იერუსალიმის ყველა მკვიდრს. მოვკვეთ ამ ადგილიდან ბაყალის ნატამალს, ქურუმთა სახსენებელს მღვდლებთან ერთად,
5
მათ, ვინც ერდოებზე თაყვანს სცემენ ციურ ლაშქარს, ვინც თაყვანს სცემენ და უფალს იფიცავენ და მასთან ერთად თავიანთ მილქომსაც იფიცავენ;
6
მათ, ვინც განუდგნენ უფალს და აღარ ეძიებდნენ უფალს, და აღარ კითხულობდნენ.
7
დადუმდი უფალი ღმერთის წინაშე! რადგან ახლოსაა უფლის დღე. რადგან გამზადებული აქვს მსხვერპლი უფალს, არჩეული ჰყავს სტუმრები.
8
დადგება საუფლო მსხვერპლის დღე: მსჯავრს დავდებ მთავრებს და უფლისწულებს და ყველას, უცხო სამოსლით მოსილს.
9
მსჯავრს დავდებ იმ დღეს ყველას, ზღურბლის დამლახველს და თავიანთი უფლის სახლის მძლავრობითა და სიცრუით ამავსებელს.
10
გაისმება იმ დღეს, – ამბობს უფალი, – გოდების ხმა თევზთა კარიბჭიდან და მოთქმა საპირისპირო მხრიდან, დიდი უბედურების ამბავი – მთა-გორებიდან.
11
ივალალეთ, მორტარის ხეობის მკვიდრნო, რადგან გადაშენდება ყოველი მოვაჭრე, ამოწყდება ყველა ვერცხლისმტვირთველი.
12
სწორედ მაშინ იქნება, რომ ლამპრით მოვათვალიერებ იერუსალიმს, და მსჯავრს დავდებ საკუთარ საფუარზე გაფუებულთ, გულში რომ ამბობენ: არც კარგს აკეთებს უფალი, არც ცუდსო.
13
განიავდება მათი ქონება და გაუკაცურდება მათი სახლები. ააშენებენ სახლებს და შიგ ვერ იცხოვრებენ; ჩაყრიან ვაზს და მათ ღვინოს ვერ შესვამენ.
14
ახლოს არის უფლის დიდი დღე, ახლოს არის და მოვა სულ მალე ხმა უფლის დღისა, და მწარედ იყვირებს მაშინ თვით ყველაზე მაგარი ვაჟკაციც კი.
15
რისხვის დღეა ის დღე, ჭირისა და სიმწრის დღე, ნგრევისა და მოოხრების დღე, სიბნელისა და წყვდიადის დღე, ჯანღისა და ნისლის დღე,
16
ბუკისა და ყიჟინის დღე, ციხე-ქალაქთა და მაღალ კოშკთა წინააღმდეგ.
17
ხალხს შევაჭირვებ და ბრმებივით ივლიან, რადგან შესცოდეს უფალს. მტვერივით გაიფანტება მათი სისხლი და ნეხვივით – მათი ხორცი.
18
ვერც ვერცხლი, ვერც ოქრო ვერ იხსნის მათ უფლის რისხვის დღეს, და მისი შურის ცეცხლი შთანთქავს მთელ ქვეყანას, რადგან ბოლოს მოუღებს უცაბედად ქვეყნის ყველა მკვიდრს.
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 2 →
All chapters:
1
2
3