bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Zephaniah 2
Zephaniah 2
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 3 →
1
გონს მოდი, უსირცხვილო ხალხო.
2
ვიდრე მოაწევდეს განგება, ვიდრე ბზესავით არ განიავდებოდეს დღე, ვიდრე არ დაგტეხიათ უფლის რისხვა, ვიდრე არ დაგტეხიათ უფლის რისხვის დღე.
3
ეძიეთ უფალი, ქვეყნის თვინიერნო, ვინც ასრულებთ მის რჯულს; ეძიეთ სიმართლე, ეძიეთ თვინიერება, ვინძლო დაიმალოთ უფლის რისხვის დღეს.
4
რადგან მიატოვებენ ღაზას, გაუკაცურდება აშკელონი, დღისით-მზისით აიყრება აშდოდი და ამოიფხვრება ყეკრონი.
5
ვაი, ზღვისპირელებს, ქერეთელთ! შენზეა უფლის სიტყვა, ქანაანო, ფილისტიმელთა ქვეყანავ! გაგანადგურებ და გაუკაცურდები.
6
გადაიქცევა ზღვისპირეთი მწყემსთა იალაღებად და ცხვრის ფარეხებად.
7
იუდას სახლის ნატამალს ერგება ზღვისპირეთის მხარე, იქ დამწყემსავენ და აშკელონის სახლებში დაისვენებენ საღამოობით, რადგან მოხედავს მათ მათი უფალი ღმერთი და დააბრუნებს მათ ტყვეებს.
8
მესმოდა როგორ ილანძღებოდა მოაბი და როგორ ავსიტყვაობდნენ ყამონელები, როგორ ლანძღავდნენ ჩემს ერს და დიდგულობდნენ მის საზღვრებთან.
9
ამიტომაც ვფიცავ, – ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი, – რომ მოაბი სოდომივით გახდება და ყამონი – გომორასავით, ჭინჭარი და მლაშობები მოიცავს იმ ადგილს, და მარადიულ უდაბნოდ იქცევა. ჩემი ხალხის ნატამალი დაიმკვიდრებს მათ.
10
ეს მოელით მათი ამპარტავნების გამო, რომ ილანძღებოდნენ და ედიდგულებოდნენ ცაბაოთ უფლის ერს.
11
საშინელი იქნება მათთვის უფალი, რადგან გააცამტვერებს ქვეყნიერების ყველა ღმერთს, და მას დაუწყებს თაყვანისცემას ყოველი კაცი თავისი ქვეყნიდან, წარმართთა ყოველი კუნძული.
12
თქვენც, ქუშელებო, დაილახვრებით ჩემი მახვილით.
13
გაიწვდის ხელს ჩრდილოეთისკენ და გაანადგურებს აშურს, და გაატიალებს ნინევეს, გაახრიოკებს უდაბნოსავით.
14
იქ დაეყრებიან ფარები და ყველა სახის ცხოველი დაიბუდებს; ვარხვი და ზღარბი გაითენებენ მის ბუღაურებზე. ჭოტის კივილი გაისმება სარკმლებში. ყორანი ჩამოჰყეფს ზღურბლს, რადგან ჩამოსცვივა კედარი კედლებს.
15
ეს მოელის მხიარულსა და უდარდელ ქალაქს, რომელიც ამბობდა გულში: მე ვარ და ჩემს მეტი არავინ არისო. როგორ გატიალდა! როგორ გადაიქცა მხეცების ბუნაგად! ყოველი კაცი, ვინც მას შორიახლოს ჩაუვლის, სინანულით დაუსტვენს და ხელს ჩაიქნევს.
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 3 →
All chapters:
1
2
3