bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Zephaniah 3
Zephaniah 3
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
1
ვაი გაჯიუტებულს და წაბილწულს, მოძალადე ქალაქს!
2
ხმას არ უსმინა, არ შეიგონა, უფალს არ ესავდა, თავის ღმერთს არ მიეახლა.
3
მისი მთავრები მის შუაგულში – მბრდღვინავი ლომები არიან, მისი მსაჯულები საღამოს მგლები არიან, დილამდე ძვალსაც რომ არ ტოვებენ.
4
მისი წინასწარმეტყველნი მსუბუქი ხალხია, ფიცისგამტეხნი; მისი მღვდლები საწმიდარს ბილწავენ, ფეხქვეშ თელავენ რჯულს.
5
სამართლიანია უფალი მის შორის, უსამართლოდ არ იქცევა; დილ-დილობით აცხადებს თავის სამართალს დაუბრკოლებრივ. მაგრამ ღვთისმგმობმა არ იცის სირცხვილი.
6
გავწყვიტე ხალხი, დაიქცა მათი ციხესიმაგრეები. გავაუკაცრიელე მათი ქუჩები, არ დარჩა გამვლელი, გაცამტვერდა მათი ქალაქები. კაცი არ დარჩა, აღარ არის იქ მცხოვრები.
7
ვეუბნებოდი: ოღონდ გეშინოდეს ჩემი, მიიღე-მეთქი შეგონება. არ განადგურდებოდა მისი სამყოფელი, რამდენჯერაც არ უნდა დამესაჯა იგი. მაგრამ ბეჯითად რყვნიდნენ თავიანთ საქმეს.
8
ამიტომაც მელოდეთ მე, – ამბობს უფალი, – იმ დღემდე, როცა მოწმედ დავდგები, რადგან ჩემი განგებით მოიყრიან თავს ხალხები, შეიკრიბებიან სამეფოები, რომ თავზე დავანთხიო ჩემი რისხვა, მთელი ჩემი წყრომა, რადგან ჩემი შურის ცეცხლში უნდა შთაინთქას მთელი ქვეყანა.
9
რადგან მაშინ გავასუფთავებ ხალხთა ბაგეებს, რომ ყველამ ახსენოს უფლის სახელი და ერთსულოვნად ემსახუროს მას.
10
ჩემი გაფანტული ხალხის ძენი ქუშის მდინარეთა გაღმიდან მომართმევენ ძღვენს.
11
იმ დღეს აღარ შეირცხვენ თავს შენი საქციელით, რითაც სცოდავდი ჩემს წინაშე, რადგან მაშინ მოვაცილებ შენს წიაღს შენი დიდებით მოქადულებს, რათა აღარ გამედიდურდე ჩემს წმიდა მთაზე.
12
დავტოვებ შენს შორის თვინიერ და ბეჩავ ხალხს. უფლის სახელში ჰპოვებენ ისინი თავშესაფარს.
13
აღარ ჩაიდენს უსამართლობას ისრაელის ნატამალი, აღარ იცრუებს, აღარ იქნება მათ ბაგეებში მზაკვარი ენა, რადგან თავად მოსძოვენ და დაისვენებენ, და აღარავინ იქნება მათი შემშინებელი.
14
გიხაროდეს, ასულო სიონისაო! იზეიმე, ისრაელო! იმხიარულე და იხალისე მთელი გულით, იერუსალიმის ასულო!
15
აგხადა უფალმა სასჯელი, უკუაქცია შენი მტერი. შენს შორისაა უფალი, მეფე ისრაელისა: უბედურებას აღარ იხილავ.
16
იმ დღეს ეტყვიან იერუსალიმს: ნუ გეშინია! და სიონს: ნუმც მოგეღლება მკლავი!
17
უფალი, შენი ღმერთი, შენთან არის, ძალი შესწევს, რომ გიხსნას; სიხარულით გაიხარებს შენზე, მოწყალე იქნება თავის სიყვარულში, სიმღერით იზეიმებს შენს გამო.
18
შევკრებ საზეიმო დღესასწაულთ მონატრებულთ: შენგან რომ გავიდნენ, სირცხვილი აწევთ ტვირთად.
19
აჰა, გავუსწორდები იმ დროს ყველა შენს მჩაგვრელს. ვიხსნი ფეხმოკლეს, გაფანტულთ თავს მოვუყრი, დიდებას და სახელს მოვუხვეჭ ყველგან, მათი შერცხვენის ქვეყანაში.
20
იმ დროს წამოგიყვანთ და იმ დროსვე თავს ერთად მოგიყრით; მოგიხვეჭთ სახელს და დიდებას დედამიწის ყველა ხალხებში, როცა დავაბრუნებ თქვენს ტყვეებს თქვენს თვალწინ, – ამბობს უფალი.
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
All chapters:
1
2
3