bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian (OGB) Old Georgian - No Year
/
Jeremiah 29
Jeremiah 29
Georgian (OGB) Old Georgian - No Year
← Chapter 28
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 30 →
1
და ესე სიტყუანი, რომელნი წარგზავნნა იერემია წინაწარმეტყუელმან იერუსალიმით მოხუცებულთა მიმართ განსახლებისათა და მღდელთა მიმართ და ცრუწინაწარმეტყუელთა და ყოვლისა მიმართ ერისა, ეპისტოლე ბაბილონად მიმართ განსახლებისა და ყოვლისა მიმართ ერისა, რომელნი განსახლნა ნაბუქოდონოსორ იერუსალიმით ბაბილონად.
2
შემდგომად გამოსლვისა იექონია მეფისა და მეფიაჲს და საჭურისთა და მთავართა იუდაჲსთა იერუსალიმით და ყოვლისა აზნაურისა და ჴელოვნისა დაპყრობილისა იერუსალიმით,
3
ჴელითა ელეასან, ძისა საფანისითა, და გამარია, ძისა ქელკაჲსითა, რომელნი წარავლინნა სედეკია, მეფემან იუდაჲსმან, მეფისა მიმართ ბაბილონისა ბაბილონად, მეტყუელმან:
4
ესრეთ თქვა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაილისამან განსახლებასა ზედა, რომელი განისახლა იერუსალიმით ბაბილონად:
5
იშენეთ სახლები და დაემკჳდრენით, და დაჰნერგეთ სამოთხები და ჭამენით ნაყოფნი მათნი.
6
და მიიყვანენით ცოლნი და შვილ-ისხენით, ძენი და ასულნი, და მიიყვანენით ძეთა თქუენთად ცოლებნი და ასულნი თქუენნი მისცენით ქმართა, და შუნენ ძენი და ასულნი, და განმრავლდით მუნ და ნუ შეჰმცირდებით.
7
და იძიეთ მშჳდობად ქუეყანისა, რომლისა მიმართ განგასახლენ თქუენ მუნ და ილოცევდით მის ძლით უფლისა მიმართ, რამეთუ მშჳდობასა მისსა შინა იყოს მშვიდობა თქუენი,
8
რამეთუ ესრეთ თქუა უფალმან ღმერთმან ისრაილისამან: ნუ აღგარწმუნებენ თქუენ ცრუწინაწარმეტყუელნი თქუენნი, შორისნი თქუენსა, და ნუ აღგარწმუნებენ თქუენ მისანნი თქუენნი, და ნუ ისმენთ ძილისშორისთა თქუენთასა, რომელთა იძილისშორისებთ თქუენ,
9
რამეთუ ცრუთა გიწინასწარმეტყუელებენ თქუენ იგინი სახელითა ჩემითა, არ მივავლინენ იგინი, - თქუა უფალმან.
10
რამეთუ ესრეთ თქუა უფალმან: ოდეს ეგულების სრულ-ყოფაჲ ბაბილონს სამეოცდაათსა წელსა, ზედმოვიხილოთ თქუენდა და დავადგინნე თქუენ ზედა სიტყვანი ჩემნი კეთილნი მოქცევად თქუენდა ადგილისა ამის მომართ.
11
რამეთუ მე უწყი გულისსიტყვა, რამეთუ მე ვარ. და ვსიტყუავ თქუენ ზედა, - თქუა უფალმან, - გულისსიტყუასა მშჳდობისასა და არა ძჳრთა, მიცემად თქუენდა ამათ სასოება კეთილი.
12
მხადოდით მე და ხჳდოდით და ილოცეთ ჩემდამო, და ვისმინო თქუენი.
13
და გამომიძიეთ მე, და გეპოვო თქუენ, რაჟამს მიძიოთ მე ყოვლითა გულითა თქუენითა.
14
გამოგეცხადო თქუენ, - თქუა უფალმან, - და მოვაქციო ტყუეობა თქუენი და შეგკრიბნე თქუენ ყოველთაგან წარმართთა და ყოველთაგან ადგილთა, სადა განგთესენ თქუენ, მუნ, - თქუა უფალმან, და მოგაქცინე თქუენ ადგიდ. ვინაჲ განგასახლენ თქუენ მიერ, - თქუა უფალმან, - და მოგაქცინე თქუენ ადგილსა ამას, ვინა-იგი წარგტყუენენ თქუენ.
15
რამეთუ სთქუთ: დამიდგინნა ჩუენ წინაწარმეტყუელნი ბაბილონს.
16
რამეთუ ამათ იტყჳს უფალი მეფისა მიმართ მჯდომარისა საყდარსა ზედა დავითისსა და ყოველსა ზედა ერსა დამკჳდრებულსა ქალაქსა ამას შინა ძმათა თქუენთა, არა განსრულთა თქუენ თანა განსახლებასა შინა.
17
ამათ იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაილისაჲ: აჰა, მე განვავლენ მათდამი მახჳლსა და სიყმილსა და სიკუდილსა, და მივსცე მათ, ვითარცა ლეღუნი სუარიმისნი, რომელნი არა იჭამნენ სიჯერკულისაგან.
18
და დევნა-ვყო უკანა მათსა მახჳლითა და სიყმილითა და სიკუდილითა და მივსცნე იგინი სარყეველად ყოველთა მეფობათა ქუეყანისათა, და საფიცრად და განსაქარვებელად და სასტჳნველად და საყუედრელად და ყოველთა წარმართთა, სადა განვთესენ იგინი, მუნ
19
მის წილად, რამეთუ არა ისმინეს სიტყვა ჩემი, - იტყჳს უფალი, - მე განვავლინნე მათდა მონანი ჩემნი წინაწარმეტყუელნი აღმმსთობმან და მიმავლენელმან, და არა ისმინეს, - თქუა უფალმან.
20
და თქუენ ისმინეთ სიტყუა უფლისაჲ ყოველმან განსახლვამან, რომელი განვავლინე იერუსალიმით ბაბილონად, რამეთუ სთქუთ: დაადგინნა უფალმან ჩვენზედა წინაწარმეტყუელნი ბაბილონს შინა.
21
ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაილისამან, აქიამის ზედა, ძისა კოლიაჲსა, და სედეკიაჲს ზედა, ძისა მაასისა, რომელნი გიწინაწარმეტყუელებენ თქუენ სახელითა ჩემითა უსამართლოდ: აჰა, მე მივსცემ მათ ჴელთა ნაბუქოდონოსორ მეფისა ბაბილოვნისათა და მოსწყჳდნეს იგინი წინაშე თუალთა თქუენთა.
22
და აღიღონ მათ ზედა წყევაჲ ყოველსა შორის განსახლებულობასა იუდაჲსსა ბაბილონს შინა მეტყუელთა: გიყავნ შენ უფალმან, ვითარცა უყო სედეკიას და ვითარცა აქიამს, რომელნი განტაფნა მეფემან ბაბილოვნისამან ცეცხლისა მიერ
23
ძლით უსჯულოებისა, რომელ ქმნეს იერუსალიმს შინა, და იმრუშებდეს ცოლებსა მოქალაქეთა მათთასა, და სიტყუა გამოიცხადეს სახელითა ჩემითა ცრუჲ, რომელი რა უბრძანე მათ. და მე ვარ მცნობელი და მოწამე, - იტყჳს უფალი.
24
და სამეაჲს მიმართ ელამიტელისა სთქუა:
25
ამათ იტყჳს უფალი ძალთა, ღმერთი ისრაილისა: მის წილ, რამეთუ შენ წარსცენ სახელითა ჩემითა წიგნნი ყოვლისა მიმართ ერისა იერუსალიმსშინასა: არ მიგავლინე შენ სახელითა ჩემითა, და სოფონიაჲს მიმართ, ძისა მაასესსა, მღდელისა, და ყოვვლთა მღდელთა მეტყუელმან:
26
უფალმან მიგცა შენ მღდლად იოდაეს წილ მღდელისა ყოფად შენ ზედამდგომელად სახლსა შორის უფლისასა, ყოვლისა კაცისა მწინასწარმეტყველებისა და ყოვლისა კაცისა მცბიერისა, რაჲთა მისცე იგი შესაწყუდევლად სინოხს და კატტარრაკატსა მას.
27
და აწ რად არა შეჰრისხენით იერემიას ანათოთელსა წინაწარმეტყუელსა თქუენსა?
28
რამეთუ მოავლინა ჩუენდა ბაბილონად მიმართ მეტყუელმან: შორსღა არს ჟამი, იშენეთ სახლები და დაემკჳდრენით, დაჰნერგეთ სამოთხეში და ჭამეთ ნაყოფი მათი.
29
და აღმოიკითხა სოფონია მღდელმან წიგნი ესე ყურთა მიმართ იერემია წინაწარმეტყუელისათა.
30
და იყო სიტყვა უფლისაჲ იერემიაჲს მიმართ მეტყუელი:
31
მიავლინე ყოვლისა მიმართ განსახლვისა მეტყუელნი: ესრეთ იტყჳს უფალი სამეას ზედა ელამიტელისა მეტყველისა: ვინაჲთგან გიწინაწარმეტყუელა თქუენ სამეა, და მე არ მოვავლინე იგი და მოსავ-გყუნა თქუენ ცრუსა ზედა,
32
ამისთჳს ესრეთ თქუა უფალმან: აჰა, მე ზედმივიხილო სამეას ზედა ელამიტელსა და ნათესავსა ზედა მისსა, და არა იყოს მისი კაცი მჯდომარე შორის თქუენსა ხილვად კეთილთა, რომელნი მე გიყვნე თქუენ, - თქუა უფალმან, - რამეთუ განდრეკაჲ თქუა ძჳნად უფლისა.
← Chapter 28
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 30 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52
Recommended Reading
Commentary
Jeremiah Commentaries
→
Devotional
Jeremiah Devotional Guide
→
Get This Bible
OGB Study Bible
→