bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian (OGB) Old Georgian - No Year
/
Jeremiah 44
Jeremiah 44
Georgian (OGB) Old Georgian - No Year
← Chapter 43
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 45 →
1
სიტყუაჲ ქმნილი იერემიას მიმართ უფლისა მიერ ყოველთა ზედა იუდეანთა, დამკჳდრებულთა ეგჳპტეს შინა და მსხდომარეთა შორის ტაფნასა და მაადულოსა და მემფისა და ქუეყანასა შინა პათურისსა მეტყუელი:
2
ესრეთ თქვა უცალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაელისამან: თქუენ იხილენით ყოველნი ძჳრნი, რომელნი მოვჴადენ იერუსალემსა ზედა და ქალაქთა ზედა იუდაჲსთა, და აჰა, არიან უშენ დღესა ამას მკჳდრთაგან
3
პირისაგან უკეთურებისა მათისა, რომელი ქმნეს განსამწარებელად ჩემდა წარსრულთა კუმევად და კუთნვად ღმერთთა სხუათა, რომელნი არ იცოდენით თქუენ და მამათა თქუენთა,
4
და მივავლენდ თქუენდა ყრმათა ჩემთა წინაწარმეტყუელთა აღმსთობი და მიმავლენელი და მეტყუელნი: ნუ იქმთ საქმესა შეგინებისა ამისსა, რომელი მოვიძულე.
5
და არა ისმინეს ჩემი, და არა მოყვეს ყური მათი მოქცევად უკეთურებისაგან მათისა, არკუმევისა ღმერთთა სხვათასა.
6
და დასწუთა რისხვაჲ ჩემი და გულისწყრომაჲ ჩემი, და აღეტყინა ცეცხლი ბჭეთა შორის იუდაჲსათა და გარეშე იერუსალჱმსა და იქმნეს აღსაოჴრებელად და უგზოდ, ვითარცა დღესა ამას.
7
და აწ ესრეთ თქუა უფალმან საბაოთისამან, ღმერთმან ისრაჱლისმან: რაჲსათჳს თქუენ იქმთ ბოროტთა დიდთა სულთა ზედა თქუენთა? მოკუეთად თქუენი მამაცი და დიაცი, ჩჩჳლი და მწოარი შორისისაგან იუდაჲსასა არდატევებისათჳს თქუენგანსა არცა ერთსა,
8
განმწარებისათჳს ჩემისა საქმეთა მიერ ჴელთა თქვენთაჲსა, კუმევითა ღმერთთა სხუათათა ქუეყანასა ეგჳპტისასა, სადა შეხუედით მსხემობად მუნ, რაჲთა აღმოიჭრნეთ და რაჲთა იქმნეთ საწყევარად და საყუედრელად წარმართთა შორის
9
არდავიწყებითა თქვენგან ძჳრთა მამათა თქუენთასა, და ძჳრთა თქუენთა, და ძჳრთა მეფეთა იუდაჲსათასა, და ძჳრთა ცოლთა მათთასა და ძჳრთა ცოლთა თქუენთასა, რომელნი ქმნეს ქუეყანასა შინა იუდაჲსასა და გარეშე იერუსალჱმისა.
10
და არა დასცხრეს ვიდრე დღისამდე ამის, და არ შეიშინეს, და არცა ერჩდეს შჯულთა ჩემთა, და არა ვიდოდეს უკანა ბრძანებათა ჩემთა, რომელნი მივსცენ წინაშე პირსა მამათა მათთასა და წინაშე პირსა მათსა.
11
ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაჱლისა: აჰა, მე დავამტკიცებ პირსა ჩემსა თქუენ ზედა ბოროტთათჳს მოსრულება ყოვლისა იუდაჲსასა.
12
და მიიხუნენ დანაშთომნი იუდაჲსნი დამსხმელნი პირთა მათთანი შესლვად ქუეყანად ეგჳპტისა მსხემობად მუნ, წარწყმედისათჳს ყოველთა ნაშობთა იუდაჲსათა ეგჳპტესშინათა. და დაეცნენ მახჳლისა მიერ და სიყმილისა, და მოაკლდენ კნინითგან ვიდრე დიდადმდე, და მახჳლითა და სიყმილითა მოკუდენ, და იყუნენ საფიცად და წარსაწყმედელად, დასაწყევარად და საყუედრელად.
13
და ზედმივიხილო მსხდომარეთა ზედა ეგჳპტეს შინა, ვითარცა ზედმივიხილე იერუსალჱმსა ზედა მახჳლისა მიერ და სიყმილისა და სიკუდილისა.
14
და არა იყოს მათდა განრინებული, არცა დაშთომილი არცა ერთი ნეშტთაგანი იუდაჲსათა მოსრულთაჲ მსხემობად ქუეყანასა შორის ეგჳპტისასა, მიქცევად ქუეყანადვე იუდაჲსსა, რომელსა ზედა იგინი ესვენ სულითა მათითა მიქცევად მუნ, არა მიიქცენ თჳნიერ მხოლოდ განლტოლვილნი, ესე იგი არს, განრომილნი.
15
და მიუგეს იერემიას ყოველთა მამაკაცთა მეცნიერთა, ვითარ უკმევენ ცოლნი მათნი ღმერთთა სხვათა და ყოველთა დედათა მდგომარეთა, შესაკრებელმან დიდმან და ყოველმან ერმან მსხდომარეთა ქუეყანასა ეგჳპტისასა, ქუეყანასა პათოქსისასა, მეტყუელთა:
16
სიტყუაჲ, რომელ სთქუ ჩუენდამო სახელითა უფლისაჲთა, არა გისმინოთ შენ,
17
რამეთუ მყოფელთა ვყოთ ყოველი სიტყუაჲ, რომელი გამოვიდეს პირისაგან ჩუენისა კუმევად მეფეას ცისასა და ზორვად მისსა საზორველთა, ვითარიგი ვყავთ ჩუენ, და მამათა ჩუენთა, და მთავართა ჩუენთა და მეფეთა ჩუენთა ქალაქთა შინა იუდაჲსათა და გამოსავალთა იერუსალჱმისათა, და აღვივსენით პურითა, და ვიქმნენით ტკბილ და ძჳრნი არ ვიხილენით.
18
და ვითარცა მოვაკლეთ მკუმეველთა მეფიას ცისასა, და მზორველთა მისდა საზორველთასა ნაკლულევან ვიქმნენით ყოველნი ჩუენ, და მახჳლისა მიერ და სიყმილისა მოვაკლდით.
19
და დედათა თქუეს: და რამეთუ უკმევთ ჩუენ მეფეას ცისასა და უზორავთ მას საზორველთა, ნუ თჳნიერ ქმართა ჩუენთასა უქმენით მას მსუნევანნი, და უგენით მას საგებნი.
20
და ჰრქუა იერემია ყოველსა ერსა ძლიერთა და დედებსა, და ყოველსა ერსა მიმგებელთა მისდა სიტყუათასა მეტყუელმან:
21
არა საკუმეველსა რომელსა აკუმევდით ქალაქთა შორის იუდაჲსათა და გამოსავალთა შორის იერუსალჱმისათა თქუენ და მამანი თქუენნი, და მეფენი თქუენნი, და მთავარნი თქუენნი და ერი ქუეყანისაჲ? მოიჴსენა უფალმან და აღვიდა გულსა ზედა მისსა.
22
და ვერ უძლებდა მერმე თავს-დებად უფალი პირისაგან უკეთურებისა სიმარჯუეთა თქუენთაჲსა და საძაგელებათა თქუენთაჲსა, რომელნი ჰქმნენით, და იქმნა ქუეყანაჲ თქუენი მოსაოჴრებელად, და უვალად და საწყევარად არყოფისა მიერ მკჳდრთასა, ვითარცა დღესა ამას პირისაგან,
23
რომლითა უკუმევდით და რომლითა შესცოდეთ უფალსა, და არა ისმინეთ ჴმისა უფლისაჲ, და შჯულსა შინა მისსა და წამებათა შორის მისთა, და ბრძანებათა ზედა მისთა არა ხჳდოდეთ. და გპოვნეს თქუენ ბოროტთა ამათ, ვითარცა დღესა ამას.
24
და ჰრქუა იერემია ყოველსა ერსა და დედებსა: ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ ყოველმან იუდამან ქუეყანასა შინა ეგჳპტისასა.
25
ამათ იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაჱლისაჲ: თქუენ და ცოლთა თქუენთა სთქუთ პირითა თქუენითა, და ჴელითა თქუენითა აღასრულეთ მეტყუელთა: მყოფელთა ყვნეთ აღსაარებანი ჩუენნი, რომელნი აღვიარენით კუმევად მეფიას ცისასა, და სწრაფაჲ გებად მისსა საგებთა დადგრომილნი დაადგერით აღსარებათა თქუენთა, და მყოფელთა ჰყვენით აღთქმანი თქუენნი.
26
ამისთჳს ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ ყოველმან იუდამან, მსხდომარეთა ქუეყანასა შინა ეგჳპტისასა: აჰა, მე ვფუცე სახელსა ჩემსა დიდსა, - თქუა უფალძან ღმერთმან: უკუეთუ იყოს მერმე სახელი ჩემი წოდებულ პირითა ყოვლისა იუდეანისა მეტყუელისაჲთა. ცხოველ არს უფალი ღმერთი ყოველსა შინა ქუეყანასა ეგჳპტისასა.
27
რამეთუ მე ვიღჳძე ბოროტებად მათდა, და არა კვთილობად და მოაკლდეს ყოველი იუდაჲ, დამკჳდრებულნი ქუეყანასა შინა ეგჳპტისასა მახჳლისა მიერ და სიყმილისა, ვიდრემდის არა მოაკლდენ.
28
და განრინებულნი მახჳლისაგან მიიქცენ ქუეყანით ეგჳპტით, ქუეყანად იუდასასა კნინნი რიცხჳთა, და ცნან ყოველთა ნეშტთა იუდაჲსათა, მსხემთა ქუეყანასა შინა ეგჳპტისასა, სიტყუაჲ, თუ ვისი დაადგრეს - ჩემი ანუ მათი.
29
და ესე თქუენდა სასწაულ, იხილო, რამეთუ მე ზედმოვიხილო თქუენ ზედა ადგილსა ამას შინა ბოროტებად, რათა სცნათ, ვითარმედ დადგრომით დაადგრენ სიტყვანი ჩემნი თქუენ ზედა ბოროტებად.
30
ესრეთ თქუა უფალმან: აჰა, მე მივსცემ ფარაოს, უფროსსა მეფისა ეგჳპტისასა განცემულად ჴელებსა მტერთა მისთასა და ჴელებსა მეძიებელთა სულისა მისისათასა, ვითარცა მივეც სედეკია, მეფე იუდაჲსი, ჴელთა ნაბუქოდონოსორ მეფისა ბაბილოვნისათა მტერისა მისისა და მეძიებელისა სულისა მისისათა.
← Chapter 43
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 45 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52