bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian (OGB) Old Georgian - No Year
/
Jeremiah 6
Jeremiah 6
Georgian (OGB) Old Georgian - No Year
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 7 →
1
განძლიერდით ძენი ბენიამისანი საშუალისაგან იერუსალიმისა და თეკუაჲთ გამოანიშნეთ საყჳრითა, და ზეშთა ბეთაქარისა აღიღეთ ნიშანი, რამეთუ ძჳრთა ჩამოიჭჳრეს ჩრდილოთ და შემუსრვა დიდი.
2
იყოს შუენიერისა მის და ფუფუნეულისა, და მიგეღოს სიმაღლე შენი, ასულო სიონისაო!
3
მისსა მიმართ მივიდენ მწყემსნი და სამწყსონი მათნი, და აღდგნენ მას ზედა კარავი გარემო მისა, და მწყსიდეს თჳთოეული ჴელითა თჳსითა.
4
განემზადენით მას ზედა ბრძოლად, აღდეგით და აღვიდეთ მის ზედა შუადღე. ვაჲ ჩვენდა, რამეთუ მიდრკა დღე, რამეთუ მოაკლდებიან აჩრდილნი მწუხრისანი.
5
აღდეგით და აღვიდეთ ღამე და განვხრწნნეთ საფუძველნი მისნი,
6
რამეთუ ამათ იტყჳს უფალი ღმერთი ძალთა: აღმოკაფენით ხენი მისნი და განმფენელი იერუსალიმსა ზედა ძალისა, ჵ ქალაქი მტყუარი სრული, - მძლავრებაჲ მის შორის.
7
ვითარ განაცივის ჯურღმულმან წყალი მისი, ეგრე განაციოს უკეთურებამან მისმან უთნობაჲ, და საარებაჲ ისმეს მას შინა წინაშე პირსა მისსა, მარადის ტკივილითა და გუემითა.
8
იწუართოს იერუსალიმი, ნუ განგეშოროს სული ჩემი შენგან. ნუ გყო შენ ქუეყანად უვალად, რომელი არდამკჳდრებულ იქმნეს,
9
რამეთუ ამათ იტყჳს უფალი ძალთა: მოჰკუფხლევდით, ვითარცა ვენაჴსა, ნეშტსა ისრაილისასა, ზედმიიქეცით, ვითარცა მსთულებელი კუფხალთა ზედა მისთა.
10
ვიეთ მიმართ თქუა და უწამებდე, და სასმენელ იქმნეს? აჰა, უმეტკუეთილებ ყურნი მათნი, და ვერ ძალ-უცყე სმენაჲ. აჰა, სიტყვა უფლისაჲ იქმნა მათდა ყუედრებად მიმართ, არა ინებონ სმენაჲ მისი.
11
და გულისწყრომაჲ ჩემი აღვავსე და დავაყენე და არა მოვასრულენ იგინი. მივფინო ჩჩჳლთა ზედა გარეშე და შესაკრებელსა ზედა ჭაბუკთასა ერთბამად, რამეთუ ქმარი და ცოლი შეპყრობილ იქმნენ, მოხუცებული სავსისა თანა დღითა.
12
და გარდაიცვალნენ სახლნი მათნი სხვათა ველთამი და ცოლები მათი ეგრეთვე, რამეთუ განვირთხამ ჴელსა ჩემსა დამკჳდრებელთა ზედა ამის ქუეყანისათა, - იტყჳს უფალი,
13
რამეთუ მცირითგან მათით და ვიდრე დიდადმდე, ყოველთა, აღასრულნეს უსჯულონი, მღდელითგან და ვიდრე ცრუწინასწარმეტყველამდე, ყოველთა ქმნეს ტყუილი.
14
და ჰკურნებდეს შემუსრვილებასა ასულისა ერისა ჩემისასა, შეურაცხმყოფნი და მეტყუელნი: მშჳდობაჲ, მშჳდობაჲ! და სადა არს მშჳდობაჲ?
15
სირცხჳლეულ იქმნეს, რამეთუ მოაკლდეს, და არცა, ვითარ სირცხჳლეულთა, შეიკდიმეს და უპატივოებაჲ მათი ვერ აგრძნეს. ამისთჳს დაეცნენ დაცემულებასა შინა მათსა და ჟამსა შინა მოხედვისა მათისასა მოუძლურდენ, - თქუა უფალმან.
16
ამათ იტყჳს უფალი: დადეგით გზათა ზედა და იხილეთ, და იკითხენით ალაგნი უფლისანი საუკუნენი და იხილეთ, რომელი არს გზა კეთილი, და ვიდოდეთ მას ზედა, და ჰპოოთ უბიწო-ყოფაჲ სულთა თქუენთა. და თქუეს: არა ვიდოდით.
17
დავადგინენ თქუენ ზედა ებგურნი. ისმინეთ ჴმაჲ ნესტჳსა, და თქუეს: არა ვისმინოთ.
18
ამისთჳს ესმა წარმართთა და რომელნი მწყსიდეს სამწყსოთა მათ შორის, და რაოდენი ვყავ მათ შორის.
19
ისმინე, ქუეყანაო! აჰა, მოვაწევ მე ერსა ამას ზედა ძჳრთა, ნაყოფსა მიქცევისა მათისასა, რამეთუ სიტყვასა ჩემსა არა ერჩდეს, და შჯული ჩემი განიშორეს.
20
რაჲსათჳს გუნდრუკსა საბაჲთ მომართუამთ მე და კინამომოსა ქუეყანით შორით. ყოვლადდასაწუელნი თქვენნი არა არიან მითუალულ და მსხუერპლნი თქვენნი არა მეტკბნეს მე.
21
ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი: აჰა, მე მივსცემ ერსა ამას ზედა უძლურებასა, და მოუძლურდენ მის შორის მამანი და ძენი ერთბამად, მეზობელი და მოძმე მისი წარწყმდენ.
22
ამათ იტყჳს უფალი: აჰა, ერი მოვალს ჩრდილოჲთ და ნათესავი დიდი, და მეფენი მრავალნი აღდგენ დასასრულისაგან ქუეყანისა.
23
მშჳლდი და მაზრაკი ეპყრასყე, მძჳნვარე არს და არ შეიწყალოს. ჴმაჲ მისი, ვითარცა ზღუაჲ მღელვარე, ცხენებისა მიერ და საჭურველისა. წყობაჰყოფს, ვითარცა ცეცხლი, ბრძოლად შენდამი, ასულო სიონისაო!
24
გუესმა სასმენელი ეგე და იჴსნნეს ჴელნი ჩუენნი, ჭირმან მომიცვნა ჩუენ სალმობითა, ვითარ მშობიარისათა.
25
ნუ განხუალთ აგარაკებად და გზათა ზედა ნუ ხუალთ, რამეთუ მახჳლი მტერთა მკჳდრ არს გარემოს,
26
ასულო ერისა ჩემისაო! გარემოირტყ ძაძა, გარდაისხ ნაცარი გლოვისაებრ სიყუარულისა. ყავ თავისა შენისა ტყებაჲ საწყალობელი, რამეთუ მეყსა შინა მოიწიოს საარებაჲ თქუენ ზედა.
27
გამოსაცდელად მიგეც შენ ერთა შორის შეყენებულთა და ცნობად გამოცდასა შინა ჩემდა გზისა მათისა
28
ყოველნივე უსმნი მავალნი დრკუდ, ვითარცა რვალი და რკინა, ყოველნი განხრწნილ არიან.
29
მოაკლდა საბერველი ცეცხლისაგან, მოაკლდა ბრპენი, ცუდი სადმე ვეცხლისმჭედლობს. უკეთურებანი მათნი არა დადნეს.
30
ვეცხლ გამოუცდელ უწოდეთ მათ, რაჲთა გამოუცდელ-ყვნა იგინი უფალმან (ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ ყოველმან იუდეამან).
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 51
Chapter 52
Chapter 7 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
51
52