bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian (OGB) Old Georgian - No Year
/
Numbers 10
Numbers 10
Georgian (OGB) Old Georgian - No Year
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 11 →
1
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
2
იქმნენ თავისი შენისა ორნი ნესტუნი, ჭედილნი ვეცხლისანი ჰქმნე იგინი და იყუნენ შენდა მოწოდებად კრებულისა და ტრვად ბანაკისა.
3
და დაჰბეროს მით და შემოკრბეს ყოველი კრებული კარად კარვისა საწამებელისა.
4
უკუეთუ ერთსა დაჰბეროთ, მოვიდოდიან შენდა მთავარნი იგი წინამძღუარნი ისრაჱლისანი.
5
და დაჰბეროთ საუწყებელად და იტრას ბანაკი იგი, რომელი დაბანაკებულ იყოს მზის აღმოსავალით,
6
და დაჰბეროთ საუწყებელსა მას მეორესა და იტრას ბანაკი იგი, რომელი დაბანაკებულ იყოს ჩრდილოჲთ; და დაჰბერეთ საუწყებელითა მესამითა, იტრას ბანაკი იგი, რომელი დაბანაკებულ იყოს ზღჳთ კერძო; და დაჰბეროთ საუწყებელსა მას მეოთხესა და იტრას ბანაკი იგი, რომელი დაბანაკებულ იყოს ბღუარით. და საუწყებელსა დაჰბეროდიან ტრვასა მას მათსა.
7
და რაჟამს შეჰკრიბოთ კრებული, დაჰბეროთ და ნუ საუწყებელად.
8
და ძეთა აჰრონისთა, მღდელთა, დაჰბეროდიან ნესტუებითა მით და იყოს იგი თქუენდა შჯულად საუკუნოდ ნათესავთა შორის თქუენთა.
9
უკუეთუ განხჳდეთ ბრძოლად მტერთა მათ თქუენთა ქუეყანასა მას თქუენსა და აუწყოდით ნესტუებითა მით და მოიჴსენნეთ წინაშე უფლისა და განერნეთ მტერთაგან თქუენთა.
10
და დღესა სიხარულისა თქუენისათა და დღესასწაულთა და თთჳსთავთა თქუენთა დაჰბერით ნესტუებითა მით მსხუერპლთა თქუენთა ზედა და შესაწირავთა ცხორებისა თქუენისათა და იყოს თქუენდა მოსაჴსენებელ წინაშე ღმრთისა თქუენისა, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.
11
და იყო, წელსა მას მეორესა და თთუესა მეორესა, ოცსა თთჳსასა, აღიმაღლა ღრუბელმან კარვისა მისგან წამებისა.
12
და წარიტრნეს ძენი ისრაჱლისანი კარვითურთ მათით უდაბნოჲსა მისგან სინაჲსა და დადგა ღრუბელი იგი უდაბნოსა მას ფარანისასა.
13
და იტრნეს პირველად სიტყჳთა უფლისათა ჴელითა მოსესითა.
14
და იტრა განწესებული ბანაკი ძეთა იუდაჲსთაჲ ძალითურთ მათით და ერსა მას ზედა მათსა - ნაასონ, ძე ამინადაბისი,
15
და ერსა ზედა ტოჰმისა ძეთა ისაქარისთასა - ნათანიელ, ძე სოგარისი.
16
და ერსა ზედა ტოჰმისა ძეთა ზაბულონისთა ელიაბ, ძე ქერონისი.
17
და დაჴსნენ კარავი იგი და იტრნენ ძენი გეთსონისნი და ძენი მერარისნი და აღიღონ კარავი იგი.
18
და წარიძრა განწესებული იგი ბანაკი ძეთა რუბენისთაჲ ძალითურთ მათით და ერსა მას ზედა - ელისურ, ძე სედეორისი, და ერსა მას ზედა ნათესავისა.
19
ძეთა სჳმეონისთა - სალამიელ, ძე სურისადაჲსი.
20
და ერსა ზედა ნათესავისა ძეთა გადისთასა - ელისაფან, ძე რაგუელისი.
21
და იტრნეს ძენი კაათისნი და აღიღონ სიწმიდე იგი და აღმართონ კარავი იგი ვიდრე მისლვად მათთამდე.
22
და იტრას განწესებული ბანაკი ეფრემისი და ერსა მას ზედა მათსა - ელისამა, ძე სემიუდისი.
23
და ერსა ზედა ტომისა ძეთა მანასესთასა - გამალიელ, ძე ფადასურისი,
24
და ერსა ზედა ტომისა ძეთა ბენიამისთასა - აბიდან, ძე გედეონისი.
25
და იტრას განწესებული ბანაკი ძეთა დანისთაჲ შემდგომად ყოველთა ბანაკთა ძალითურთ მათით და ერსა მას ზედა - აქეზურ, ძე ამინადაჲსი.
26
და ერსა მას ზედა ტოჰმისა ასერისთასა - ფაგელ, ძე ექრანისი.
27
და ტომსა მას ზედა ძეთა ნეფთალემისთასა - აქირე, ძე ენანისი.
28
ესე ბანაკი ძეთა ისრაჱლისათაჲ, რომელნი წარიძრნეს ძალითურთ მათით.
29
და ჰრქუა მოსე იუბიბას, ძესა რაგუელისსა, მადიამელსა, სიმამრსა მოსესა: წარვიძრვით ჩუენ ადგილსა მას, რომელი მრქუა ჩუენ უფალმან. ესე მიგცე თქუენ, აწ მოვედ ჩუენ თანა და კეთილი გიყოთ შენ, რამეთუ უფალმან თქვა კეთილი ისრაჱლისათჳს.
30
და მან ჰრქუა მას: არა მივიდე, არამედ ქუეყანად ჩემდა და ნათესავისა ჩემისა წარვიდე.
31
და ჰრქუა მას მოსე: ნუ დამიტევებ ჩუენ, ვინაჲთგან იყავ ჩუენ თანა უდაბნოსა ამას და იყო ჩუენ შორის მოხუცებულად.
32
და უკუეთუ მოხჳდე ჩუენ თანა, იყოს კეთილი იგი, რაოდენი კეთილი გჳყოს ჩუენ უფალმან, შენცა კეთილ გიყოთ და მან არა ინება.
33
და წარიძრნეს იგინი მთისაგან უფლისა გზასა სამისა დღისასა და კიდობანი იგი უფლისა წინავიდოდა უწინარეს მათსა გზასა სამისა დღისასა,
34
განხილვად მათთჳს განსასუენებელისა.
35
და იყო, რაჟამს წარიძრვოდა კიდობანი და თქუა მოსე: აღდეგ, უფალო, და განიბნინედ ყოველნი მტერნი შენნი და ივლტოდედ ყოველნი მოძულენი შენნი პირისა შენისაგან.
36
და დადგრომასა თქუა: მოაქციე, უფალო, ათასეული და ბევრეული ისრაჱლსა შორის. და ღრუბელი იგი აგრილობდა მათ ზედა დღისი ტრვასა მას მათსა ბანაკით.
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 11 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36