bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian (OGB) Old Georgian - No Year
/
Numbers 28
Numbers 28
Georgian (OGB) Old Georgian - No Year
← Chapter 27
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 29 →
1
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
2
ამცენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: შესაწირავი ჩემი და მსხუერპლი ჩემი სულად სულნელებისად ჩემდა დაიმარხეთ შესაწირავად ჩემდა.
3
დღესასწაულთა ჩემთა. და არქუ მათ ესე: შესაწირავი, რავდენი შესწიროთ უფლისა კრავნი წელიწდეულნი უბიწონი ორნი დღედ-დღედ დაუკლებელად მრგულიად დასაწველად.
4
კრავი იგი ერთი ჰყო დილითი და კრავი იგი მეორე ჰყო მწუხრითი.
5
და ჰყო მეათე გრივისაჲ სამინდოჲ შესაწირავად აღსუარული ზეთითა გამოწურვილითა მეოთხითა ნაწილითა დორაკისაჲთა.
6
მრგულიად დასაწველად სამარადისოდ, რომელ იყო მთასა შინა სინასა სულად სულნელებისად უფლისად.
7
და შესაწირავად მისა მეოთხე ნაწილი დორაკისაჲ კარავსა ერთსა წმიდასა შინა შესწირო შესაწირავად უფლისა.
8
და კარავი იგი მეორე ჰყო მწუხრად მსგავსად შესაწირავისა მისისა და მსგავსად მსხუერპლისა მისისა ჰყო იგი სულად სულნელად უფლისა.
9
დღეთა შაბათთასა ორი კრავი წელიწდეული უბიწოჲ და ორი ათეული სამინდოჲსაჲ აღსუარული ზეთითა.
10
შესაწირავად და მსხუერპლისა მრგულიად დასაწველისა სამარადისოჲსა და შესაწირავი მისი.
11
და თთჳსთავსა შესწიროთ მრგულიად დასაწველები უფლისა ზუარაკი მროწლისაგანნი ორნი და ვერძი ერთი უბიწოჲ, კრავნი წელწდეულნი შჳდნი უბიწონი.
12
და სამნი ათეულნი სამინდოჲსაჲ აღსუარული ზეთითა ზუარაკსა ერთსა და ორი ათეული სამინდოჲსაჲ ვერძსა ერთსა.
13
ათეული ათეულისაჲ სამინდოჲსაჲ შესაწირავად აღსუარული ზეთითა კრავსა ერთსა სულად სულნელად სულნელებისად მსხუერპლად უფლისა.
14
შესაწირავი მათი ზოგი დორაკისაჲ იყოს ზუარაკსა ერთსა და მესამე ნაწილი დორაკისაჲ იყოს ვერძსა ერთსა და მეოთხე დორაკისაჲ იყოს კრავსა ერთსა, ღჳნისაჲ. ესე მრგულიად დასაწველი თთჳთი თუედ თთუეთა წელიწადისათა.
15
და წალი თხათაგან ერთი ცოდვათათჳს უფლისა მრგულიად დასაწველსა ზედა სამარადისოსა იყოს შესაწირავი მისი.
16
თთუესა პირველსა მეათხუთმეტესა დღესა თჳსსა ზატიკი უფლისა.
17
და მეათხუთმეტესა დღესა ამის თთჳსასა დღესასწაული, შჳდ დღე უფუველსა ჰშჭამდეთ.
18
და დღე იგი პირველი ჩინებულ იყოს წმიდად თქუენდა, ყოველსა საქმესა მსახურებისასა ნუ იქმთ.
19
და შესწიროთ მრგულიად დასაწველები მსხუერპლად უფლისა ზუარაკნი მროწლისაგანნი ორნი, ვერძი ერთი, შჳდნი კრავნი წელიწდეულნი უბიწონი, იყვნენ თქუენდა.
20
და შესაწირავი მათი სამინდოჲ აღსუარული ზეთითა სამი ათეული ზუარაკსა ერთსა და ორი ათეული ვერძსა ერთსა.
21
ათეულ-ათეული ჰყო კრავსა ერთსა შჳდთა მათ კრავთა.
22
და წალი ერთი თხათაგანი - ცოდვისათჳს სალხინებელად თქუენთჳს.
23
გარნა მრგულიად დასაწველისა მის დილითისაჲსა, რომელ არს მრგულიად დასაწველი სამარადისოჲ.
24
ჰყო იგი მსგავსად ამისა, ჰყოთ დღესა შინა შჳდთა მათ დღეთა შესაწირავი მსხუერპლად სულად სულნელებისად უფლისა მრგულიად დასაწველსა ზედა სამარადისოსა. ჰყოთ შესაწირავი მისი.
25
და დღე იგი მეშჳდე ჩინებულ წმიდა იყოს თქუენდა, ყოველი საქმე მსახურებისაჲ არა ჰქმნეთ მას შინა.
26
და დღეთა მათ ახლისათა შესწიროთ შესაწირავი ახალი უფლისა შჳდ შაბათთაჲ, ჩინებულ წმიდა იყოს იგი თქუენდა, ყოველი საქმე მსახურებისაჲ არა ჰქმნეთ.
27
და შესწირნეთ მრგულიად დასაწველნი სულად სულნელად უფლისა ზუარაკნი მროწლისაგანნი ორნი, ვერძნი ორნი, შჳდნი კრავნი წელიწდეულნი უბიწონი.
28
შესაწირავი მათი სამინდოჲ ასუარული ზეთითა, სამი ათეული ზუარაკსა ერთსა და ორი ათეული ვერძსა ერთსა თანა.
29
ათეული კრავსა ერთსა შჳდთა მათ კრავთა.
30
და წალი თხათაგანი ერთი ცოდვათათჳს სალხინებელად თქუენდა, გარნა მრგულიად დასაწველისა მის სამარადისოჲსა.
31
და შესაწირავი ჰყოთ ჩემდა. უბიწო იყუნენ თქუენდა მსხუერპლნი იგი მათნი.
← Chapter 27
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 29 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36