bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian (OGB) Old Georgian - No Year
/
Numbers 15
Numbers 15
Georgian (OGB) Old Georgian - No Year
← Chapter 14
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 16 →
1
ეტყოდა უფალი მოსეს, ჰრქუა:
2
არქუ შენ ძეთა ისრაჱლისათა: რაჟამს შეხჳდეთ ქუეყანასა მას მკჳდრობისა თქუენისასა, რომელ მე მიგცე თქუენ,
3
ჰყოთ მრგულიად დასაწველადი უფლისა, ანუ მსხუერპლი განდიდებად შესაწირავნისა, ანუ ნებსით აღნათქუემისა, ანუ დღესასწაულთა თქუენთა ყოფად სულად სულნელად უფლისა, ანუ ზროხათაგან, ანუ ცხოვართა.
4
მოართუას შემწირველმან შესაწირავი თჳსი უფალსა სამინდოჲსა მეათე გრივისა აღსუარული ზეთითა მეოთხითა ნაწილითა დორაკისაჲთ.
5
და ღჳნო შესაწირავად მეოთხე ნაწილი დორაკისაჲ ჰყოთ მრგულიად დასაწველსა ზედა, ანუ მსხუერპლსა ზედა კარავსა ერთსა ჰყო ესოდენ შესაწირავად სულნელად სულნელებისად უფლისა.
6
ვერძსა ოდეს ჰყოფდე მრგულიად დასაწველად, ანუ მსხუერპლად შესაწირავად სამინდოჲ ორი ათეული აღსუარული ზეთითა მესამითა ნაწილითა დორაკისაჲთა.
7
და ღჳნო შესაწირავად მესამე ნაწილი შესწიროთ უფლისა,
8
უკუეთუ ზროხასა ჰყოფდეთ მრგულიად დასაწველად, ანუ მსხვერპლად განდიდებად აღნათქუემისა საჴსრად უფლისა მიმართ.
9
და ყოს ზუარაკსა ზედა შესაწირავად სამინდოჲ სამი ათეული აღსუარული ზეთითა ზოგითა დორაკისაჲთა.
10
და ღჳნო შესაწირავად კერძო დორაკი სულნელად უფლისა.
11
ესრე ყოს.
12
ზუარაკსა თანა ერთსა, ანუ კრავსა ცხოვართასა, ანუ თხათასა მსგავსად რიცხუთა მათ, რომელ ჰყოთ, ესრეთ ჰყოთ ერთსა მას ზედა, ვითარცა არს რიცხჳ მათი.
13
ყოველმან მკჳდრმან ყოს ესე შესაწირავად სულნელად უფლისა, უკუეთუ მოქცეული თქუენ შორის იყოს, მოვიდეს ქუეყანასა თქუენსა, ანუ ვინ იყოს ქუეყანასა შორის ნათესავთა შინა თქუენთა. და ჰყოფდე შესაწირავსა სულად სულნელებისად უფლისა.
14
ვითარცა ჰყოთ თქუენ, ესრეთ ყოს კრებულმან უფლისამან.
15
სჯული ერთი იყავნ თქუენი და მოქცეულთაჲ, რომელ შემყოფი იყუნენ თანა სჯულად საუკუნოდ, იყავნ ნათესავთა თქუენთა, ვითარცა თქუენ, ეგრე მოქცეული იგი იყოს წინაშე უფლისა. სჯული ერთი იყავნ და სამართალი ერთი იყავნ თქუენ შორის.
16
ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
17
ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ:
18
რაჟამს შეხჳდეთ ქუეყანასა მას, რომელსა შეგიყვანნე თქუენ მუნ.
19
რაჟამს სჭამდეთ პურსა მის ქუეყანისასა, გამოჰყოთ შესაწირავად ზე საყოფელად უფლისა პირველი თბისა თქუენისა.
20
პური შესაწირავად გამოჰყოთ იგი, ვითარცა შესაწირავი კალოჲსაჲ.
21
ეგრე გამოჰყოთ იგი თჳსნიერი თბეთა თქუენთაჲ და მისცეთ უფალსა შესაწირავად ნათესავთა თქუენთა.
22
და რაჟამს შესცოდოთ და არა ჰყუნეთ ყოველნი მცნებანი ესე, რომელ ჰრქუა უფალმან მოსეს,
23
ვითარცა ბრძანა უფალმან თქუენდამო ჴელითა მოსესითა, მიერ დღითგან, რომლითგან ბრძანა უფალმან თქუენდამო და მიმდემი ნათესავთა თქუენთა.
24
იყოს თუ ვინმე თუალთაგან კრებულისათა, განვარდეს არანებსით. და ყოს ყოველმან კრებულმან ზუარაკი ერთი უბიწოჲ მრგულიად დასაწველად სულნელად უფლისა და მსხუერპლი მისი და შესაწირავი სულად სულნელად მსგავსად ბრძანებისა და წალი თხათაგანი ერთი ცოდვისათჳს.
25
და ლხინება-ყოს მღდელმან ყოვლისა ცოდვისა კრებულისა ძეთა ისრაჱლისათა, მიეტეოს მას, რამეთუ არანებსით არს და მათ მოიღეს შესაწირავი მათი მსხუერპლად უფლისა ცოდვისა მათისათჳს წინაშე უფლისა არანებსითთა მათთჳს.
26
და მიეტეოს ყოველსა კრებულსა ძეთა ისრაჱლისსა და მოქცეულსაცა, რომელ შემოყოფილ იყოს თქუენდა, რამეთუ ყოვლისა ერისა არანებსით იყო.
27
უკუეთუ სულმან ერთმან ცოდოს არანებსით, შეწიროს თხაჲ ერთი წელიწდეული ცოდვათათჳს.
28
ულხინოს მღდელმან სულსა მას არანებსით შეცოდებულსა წინაშე უფლისა, ლხინება-ყოს მისთჳს.
29
ძეთა ისრაჱლისათა და მოქცეულთაჲ, რომელნი შეყოფილ იყუნენ მათა, სჯული ერთი იყავნ, რომელმან ქმნეს რაჲმე არანებსით.
30
და თავმან, რომელმან ქმნას ჴელითა ამპარტავანებისათა მკჳდრთაგანმან, ანუ მოქცეულმან, ღმერთი განარისხოს, მოისპოს იგი ერისაგან თჳსისა.
31
რამეთუ სიტყუაჲ უფლისა გარდააქცია და მცნებანი მისნი განაქარვნა. და მოჴოცით მოიჴოცოს სული იგი ერისაგან თჳსისა, რამეთუ ცოდვა მისი მას შინა.
32
და იყუნეს ძენი ისრაჱლისანი უდაბნოსა მას. პოვეს კაცი, რომელ კრებდა შეშასა დღესა შაბათსა.
33
მოჰგუარეს იგი კრებასა შეშისასა, რომელთა პოვეს, მოსეს და აჰრონს და ყოველთა კრებულთა ისრაჱლისათა.
34
და შესუეს იგი საპყრობილესა, რამეთუ ვერ გულისხმა-ყვეს, რაჲმცა უყონ მას.
35
ეტყოდა უფალი მოსეს - სიკუდილით მოკუედინ კაცი იგი, განტჳნეთ ქვითა ყოველმან კრებულმან გარეშე ბანაკსა.
36
და გამოიყვანა იგი ყოველმან კრებულმან გარეშე ბანაკსა და დაჰკრიბეს ქვაჲ, ვითარცა ჰრქუა უფალმან მოსეს და ჰრქუა:
37
ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ:
38
იქმნედ მათ ფესჳ ყურთა ზედა სამოსლისა მათისათა ნათესავთა მათთა და დაახჳოთ ფესუთა მათ ზედა კიდეთასა საწვალი იაკინთისაჲ.
39
და იყოს იგი თქუენდა ფესუთა მათ ზედა და იხილოთ იგი და მოგეჴსენენ ყოველნი მცნებანი უფლისანი, ჰყუნეთ იგინი და არღარა მისდრკეთ უკუანა გონებათა და თუალთა თქუენთა, რომლითა-იგი თქუენ ისიძავთ უკუანა მათსა.
40
რათა მოიჴსენოთ და ჰყოთ ყოველი მცნებაჲ ჩემი, იყუნეთ წმიდა ღმრთისა თქუენისა.
41
რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი, რომელმან გამოგიყვანენ ქუეყანით ეგჳპტით ყოფად თქუენდა ღმერთად, მე უფალი ღმერთი თქუენი.
← Chapter 14
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 16 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36