bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
1 Chronicles 10
1 Chronicles 10
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 11 →
1
და შეებრძოლენ ფილისტიმელები ისრაელს და გაექცნენ ისრაელის ძენი ფილისტიმელებს. და გილბოაყის მთაზე ეცემოდნენ დახოცილნი,
2
და მიეწივნენ ფილისტიმელები საულს და მის ვაჟებს და დახოცეს ფილისტიმელებმა იონათანი, აბინადაბი, და მალქიშუაყი – საულის შვილები.
3
და გაუძნელდა ბრძოლა საულს. ნიშანში ამოიღეს იგი მშვილდოსნებმა და მძიმედ დაჭრეს.
4
და უთხრა საულმა თავის საჭურველთმტვირველს: „იშიშვლე მახვილი და გამიყარე, რომ იმ წინადაუცვეთელებმა არ შეურაცხმყონ“. და ვერ გაბედა საჭურველთმტვირთველმა, რადგან ძალიან ეშინოდა. მაშინ საულმა აიღო მახვილი და ზედ დაეგო.
5
როცა დაინახა საჭურველთმტვირთველმა რომ მოკვდა საული, ისიც ზედ დაეგო მახვილს და მოკვდა.
6
და ერთად დაიხოცნენ საული, მისი სამი ვაჟიშვილი და მთელი მისი სახლი.
7
როცა ველზე მყოფმა ისრაელის ძეთ დაინახეს, რომ უკუიქცნენ ისრაელის ძენი და, რომ დაიხოცნენ საული და მისი ვაჟიშვილები, დააგდეს ქალაქები და გადაიხვეწნენ. და მოვიდნენ ფილისტიმელები და ჩასახლდნენ იქ.
8
მეორე დღეს მოვიდნენ ფილისტიმელები დახოცილთა გასაძარცვავად და, როცა ნახეს გილბოაყის მთაზე დაცემული საული და მისი ვაჟიშვილები,
9
გაძარცვეს იგი, აიღეს მისი თავი და საჭურველი და მოატარეს ფილისტიმელთა ქვეყნის ირგვლივ, რათა ეხარებინათ თავიანთი საკერპოებისათვის და ხალხისათვის.
10
მისი საჭურველი თავიანთი ღმერთის ტაძარში დადეს, ხოლო მისი თავის ქალა დაგონის სახლში მიაჭედეს.
11
როცა გაიგეს გილყადის იაბეშელებმა, როგორ მოექცნენ ფილისტიმელნი საულს,
12
ადგა ყველა, ვინც ვაჟკაცი იყო, და წამოიღეს საულისა და მისი ვაჟიშვილების გვამები და მიიტანეს იაბეშში, და დამარხეს მათი ძვლები იაბეშში მუხის ქვეშ. მერე შვიდი დღის მანძილზე მარხულობდნენ.
13
ასე მოკვდა საული თავისი ორგულების გამო, რომლითაც ღალატობდა იგი უფალს და უფლის სიტყვას არ იცავდა და გამოსაკითხად მესულთანეს მიმართავდა.
14
უფალს არ ეკითხებოდა. ამიტომ მოკლა იგი უფალმა და მისი სამეფო დავითს, იესეს ძეს, მისცა.
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 11 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29