bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
1 Chronicles 18
1 Chronicles 18
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 17
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 19 →
1
ამის შემდეგ იყო, რომ დაამარცხა დავითმა ფილისტიმელები, და დაიმორჩილა ისინი და ხელიდან გამოგლიჯა ფილისტიმელებს გათი თავის ქალაქებიანად.
2
და დაამარცხა მოაბიც. და გახდა მოაბი დავითის მსახური და მოხარკე.
3
და დაამარცხა დავითმა ჰადარ-ყეზერი, ცობას მეფე, ხამათში, როცა ის ევფრატზე ბატონობის განსამტკიცებლად მიდიოდა,
4
და წაართვა მას დავითმა ათასი ეტლი, შვიდი ათასი ცხენოსანი და ოცი ათასი ქვეითი. ეტლის ცხენებს ძარღვები გადაუჭრა დავითმა, ასი ეტლი დატოვა მათგან.
5
და მოვიდნენ დამასკოს არამელები ცობას მეფის ჰადარ-ყეზერის დასახმარებლად და მუსრი გაავლო დავითმა არამელთაგან ოცდაორიათას კაცს.
6
და დაადგინა დავითმა ხელისუფალნი დამასკოს არამში და გახდნენ არამელები დავითის მსახურნი და მოხარკენი. და სადაც არ უნდა წასულიყო დავითი, ყველგან უფალი შეეწეოდა.
7
და აიღო დავითმა ოქროს ფარები, ჰადარ-ყეზერის მსახურებს რომ ჰქოდნათ, და იერუსალიმში მიიტანა.
8
დიდძალი სპილენძი წამოიღო დავითმა ტიბხათიდან და ქუნიდან, ჰადარ-ყეზერის ქალაქებიდან, რომლისგანაც შემდეგ სოლომონმა გააკეთა სპილენძის ჭურჭელი.
9
და შეიტყო თოყუმ, ხამათის მეფემ, რომ სძლია დავითმა ჰადარ-ყეზერს, და ცობას მეფეს,
10
და გაგზავნა თავისი ძე ჰადორამი მეფე დავითთან მოსაკითხად და მისალოცად, რომ შეებრძოლა ჰადარ-ყეზერს და სძლია მას, რადგან თოყუს მოსისხლე იყო ჰადარ-ყეზერი. თან გაატანა ოქრო-ვერცხლისა და სპილენძის ჭურჭელი.
11
მეფე დავითმა ესეც უფალს შესწირა იმ ოქრო-ვერცხლთან ერთად, დამორჩილებულ ხალხებს – ედომს, მოაბს, ყამონის ძეთ, ფილისტიმელთ და ყამალეკს რომ წაართვა.
12
აბიშაი ცერუიას ძემ თვრამეტი ათასი ედომელი ამოწყვიტა მარილოვან ველზე,
13
და დააყენა ედომში ხელისუფალნი და გახდა მთელი ედომი დავითის მსახური. და ყველგან, სადაც არ უნდა წასულიყო, უფალი შეეწეოდა დავითს.
14
და მეფობდა დავითი მთელს ისრაელზე და წესსა და სამართალს აძლევდა თავის ერს.
15
იოაბი, ცერუიას ძე, ჯარს სარდლობდა, ხოლო იოშაფატ ახილუდის ძე მემატიანე იყო.
16
ცადოკ ახიტუბის ძე და აბიმელექ აბიათარის ძე მღვდლები იყვნენ, ხოლო შავშა მწერალი იყო.
17
ბენაიაჰუ იეჰოიადაყის ძე ქერეთელებსა და ფერეთელებს გამგებლობდა, ხოლო დავითის ძენი პირველნი იყვნენ მეფის გვერდით.
← Chapter 17
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 19 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29