bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
1 Chronicles 13
1 Chronicles 13
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 14 →
1
და ეთათბირა დავითი ათასისთავებს, ასისთავებს და წინამძღოლებს.
2
და უთხრა დავითმა ისრაელის მთელ კრებულს: „თუ თქვენ თანახმა იქნებით და თუ ეს უფლის, ჩვენი ღვთის, ნება იქნება, ხალხი გავუგზავნოთ ისრაელის ყველა მხარეში ჩვენს ძმებს, მღვდლებს, ლევიანებს მათს შემოგარენ ქალაქებში, რათა შემოგვიერთდნენ,
3
და ჩვენთან გადმოვასვენოთ ჩვენი ღვთის კიდობანი, რადგან საულის დროს მისთვის არ მიგვიმართავს.“
4
და თქვა მთელმა კრებულმა: „ასე იყოს“, ვინაიდან ეს საქმე მოსაწონი იყო ხალხის თვალში.
5
და შეყარა დავითმა მთელი ისრაელი ეგვიპტის შიხორიდან ხამათის მისადგომამდე, კირიათ-იეყარიმიდან ღვთის კიდობნის გადმოსასვენებლად.
6
და ავიდა დავითი და მთელი ისრაელი ბაყალათაში, კირიათ-იეყარიმში, იუდას რომ ეკუთვნის, რათა იქიდან წამოესვენებინათ კიდობანი ღვთისა, ქერუბიმებზე მჯდომარე უფლისა, რომელიც ამ სახელით იწოდება.
7
და შედგეს ღვთის კიდობანი ახალ ურემზე და წამოასვენეს აბინადაბის სახლიდან. და ურემს ყუზა და ახიო მიჰყვებოდნენ.
8
დავითი და მასთან ერთად მთელი ისრაელი როკავდა ღვთის წინაშე მთელი ძალით. და მღეროდნენ და უკრავდნენ ქნარებს, ბობღნებს, დაფდაფებს, ჩანგებსა და წინწილებს.
9
როცა ქიდონის კალოსთან მივიდნენ, ყუზამ ხელი შეაშველა კიდობანს, რადგან დააყირავეს იგი ხარებმა.
10
და აენთო უფლის რისხვა ყუზაზე და იქვე დასცა იგი ღმერთმა კიდობანზე ხელის მიშველების გამო, და იქვე მოკვდა ღვთის წინაშე.
11
და შეწუხდა დავითი, რომ დაღუპა უფალმა ყუზა, და დღემდე იმ ადგილს ეწოდება ფერეც-ყუზა.
12
და შეეშინდა დავითს ღვთისა იმ დღეს და თქვა: „როგორ მოვა ჩემამდე ღვთისკიდობანი?“
13
და არ ინდომა დავითმა უფლის კიდობნის თავისათნ მიტანა დავითის ქალაქში და გითელი ყობედ-ედომის სახლისკენ გადაახვევინა.
14
სამ თვეს ესვენა ღვთის კიდობანი გითელი ყობედ-ედომის სახლში და აკურთხა უფალმა ყობედ-ედომის სახლი და მთელი მისი საბადებელი.
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 14 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29