bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
1 Chronicles 15
1 Chronicles 15
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 14
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 16 →
1
და აიშენა მან სახლები დავითის ქალაქში. და მოამზადა ადგილი ღვთის კიდობნისთვის და კარავი გაშალა.
2
მაშინ თქვა დავითმა: „ლევიანთა გარდა არავინ ატაროს კიდობანი, რადგან ისინი ამოირჩია უფალმა ღვთის კიდობნის მტარებლებად და სამარადისო მსახურებად.“
3
და შეყარა დავითმა მთელი ისრაელი იერუსალიმში, რომ დაესვენებინათ უფლის კიდობანი იმ ადგილზე, რომელიც მისთვის იყო გამზადებული.
4
და შეყარა დავითმა აარონის ძენი და ლევიანები.
5
კეჰათის ძეთაგან: სარდალი ურიელი და მისი მოძმენი – ასოცი,
6
მერარის ძეთაგან: სარდალი ყასაია და მისი მოძმენი – ორასოცი კაცი,
7
გერშომის ძეთაგან: სარდალი იოელი და მისი ძმები – ასოცდაათი კაცი,
8
ელიცაფანის ძეთაგან: სარდალი შემაყია და მისი ძმანი – ორასნი,
9
ხებრონის ძეთაგან: სარდალი ელიელი და მისი ძმანი – ოთხმოცნი,
10
ყუზიელის ძეთაგან: სარდალი ყამინდაბი და მისი ძმანი – ასთორმეტნი;
11
და მოუხმო დავითმა მღვდლებს: ცადოკსა და აბიათარს და ლევიანებს: ურიელს, ყასაიას, იოელს, შემაყიას, ელიელს, ყამინადაბს,
12
და უთხრა: „თქვენა ხართ ლევიანთა მამისსახლების თავკაცები. განიწმიდენით თქვენ და თქვენი ძმანი, და დაასვენეთ უფლის, ისრაელის ღვთის, კიდობანი მისთვის მომზადებულ ადგილას.
13
რაკი უწინ ამას არ ასრულებდით, უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, შეგვმუსრა, რადგან წესისიმებრ არ ვეკითხებოდით მას.“
14
და განიწმიდნენ მღვდლები და ლევიანები, რათა აეწიათ უფლის, ისრაელის ღვთის, კიდობანი.
15
და ასწიეს ლევიანებმა ღვთის კიდობანი და, როგორც მოსეს ჰქონდა ნაბრძანები უფლის სიტყვისამებრ, კეტებით შეიდგეს მხრებზე.
16
დავითმა ლევიანთა მთავრებს უბრძანა, რომ მათი ძმები დაეყენებინათ მგალობლებად საკრავი იარაღებით, ბობღნებით, ქნარებით, წინწილებით, რათა სიხარულის ხმები გამოეცათ.
17
და დააყენეს ლევიანებმა: ჰემან იოელის ძე, მის ძმათაგან ასაფ ბერექიაჰუს ძე, ხოლო მათი ძმების – მერარის ძეთაგან ეთან კუშაიჰუს ძე.
18
მათთან ერთად მათი ძმანი, მეორე რიგის: ზაქარიაჰუ, ბენი, იაყაზიელი, შემირამოთი, იეხიელი, ყუნი. ელიაბი, ბენიაჰუ, მაყასიაჰუ, მათითიაჰუ, ელიფელეჰუ, მიკნეიაჰუ, ყობედ-ედომი, იეყიელი – კარისმცველნი,
19
მგალობელნი: ჰემანი, ასაფი და ეთანი სპილენძის წინწილებს ახმიანებდნენ.
20
ხოლო ზაქარია, იაყაზიელი, შემირამოთი, იეხიელი, ყუნი, ელიაბი, მაყასიაჰუ და ბენაიჰუ – ქნარს ქალწულურ ჰანგზე.
21
ხოლო მათითიაჰუ, ელიფელეჰუ, მიკნეიაჰუ, ყობედ-ედომი, იეყიელი, ყაზაზიაჰუ – ებნებს, რვასიმიანს, სალოტბაროდ.
22
ხოლო ქენანიაჰუ, ლევიანთა მთავარი, სახიობის ხელმძღვანელად განაწესეს, ვინაიდან მცოდნე იყო.
23
ბერექია და ელკანა კიდობნის კარისმცველები იყვნენ.
24
ხოლო მღვდლები შებანიაჰუ, იოშაფატი, ნეთანელი, ყამასაი, ზაქარიაჰუ, ბენაიჰუ და ელიეზერი საყვირს უკრავდნენ ღვთის კიდობნის წინაშე. ყობედ-ედომი და იეხია კი კიდობნის კარისმცველნი იყვნენ.
25
და გაემართნენ დავითი, ისრაელის უხუცესობა და ათასისთავები სიხარულით უფლის აღთქმის კიდობნის წამოსასვენებლად ყობედ-ედომის სახლიდან.
26
ღვთის შეწევნით იყო რომ გადაასვენეს ლევიანებმა უფლის აღთქმის კიდობანი და შვიდი ხარი და შვიდი ვერძი შესწირეს
27
დავითს ბისონის მოსასხამი ემოსა და ყველა ლევიანს, კიდობანს რომ მიასვენებდნენ, მგალობლებს და ქენანიას, მგალობელთა ლოტბარს. დავითს ამასთან ერთად სელის ეფოდიც ემოსა.
28
მთელი ისრაელი მიაცილებდა უფლის აღთქმის კიდობანს ყიჟინით, ბუკისცემით, საყვირების, წინწილების, ბობღნებისა და ქნარების დაკვრით.
29
და როცა უფლის კიდობანმა დავითის ქალაქს მიაღწია, სარკმლიდან გამოიხედა საულის ასულმა მიქალმა და დაინახა მოხტუნავე და მროკველი მეფე დავითი და გულში დასცინა.
← Chapter 14
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 16 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
Recommended Reading
Commentary
1 Chronicles Commentaries
→
Devotional
1 Chronicles Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian GEO02 (ბიბლია) Study Bible
→