bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Joshua 17
Joshua 17
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 16
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 18 →
1
ეს იყო მენაშეს ტომის წილი, რადგან ის იოსების პირმშო იყო. მაქირს, მენაშეს პირმშოს, გილყადის მამას, რადგან ის მებრძოლი კაცი იყო, ერგო გილყადი და ბაშანი.
2
და ერგოთ მენაშეს დანარჩენ ძეებსაც მათი საგვარეულოების მიხედვით: აბიყეზერის ძეთ, ხელეკის ძეთ, ასრიელის ძეთ, შექემის ძეთ, ხეფერის ძეთ და შემიდას ძეთ. ესენი არიან მენაშეს შთამომავლები, იოსების ძისა, მათი საგვარეულოების მიხედვით.
3
ხოლო ცელაფხადს, ხეფერის ძეს, გილყადის ძეს, მაქირის ძეს, მენაშეს ძეს არ ჰყავდა ძენი, არამედ ასულნი. და მის ასულებს ერქვათ: მახლა, ნოყა, ხოგლა, მილქა და თირცა.
4
და წარდგნენ ისინი ელეაზარ მღვდლის, იესო ნავეს ძისა და მთავართა წინაშე, და თქვეს: „უფალმა უბრძანა მოსეს, რომ მოეცა ჩვენთვის სამკვიდრო ჩვენს მოძმეთა შორის.“ და მისცა მათ, უფლის ბრძანებისამებრ, სამკვიდრო მათი მამის ძმებს შორის.
5
და ერგო მენაშეს ათი ნაკვეთი, გარდა გილყადისა და ბაშანის ქვეყნისა, რომელიც იორდანეს გაღმა იყო.
6
რადგან მენაშეს [ძეთა] ასულებმა დაიმკვიდრეს სამკვიდრო მის ძეებს შორის. გილყადის ქვეყანა ერგო მენაშეს დანარჩენ ძეებს.
7
მენაშეს [ძეთა] საზღვარი გადიოდა აშერიდან მიქმეთათისკენ, შექემის პირდაპირ რომ არის, და მიიწევდა საზღვარი მარჯვნივ, ყენ-თაფუახის მკვიდრებისკენ.
8
მენაშეს ერგო ქვეყანა თაფუახისა. და თაფუახი მენაშეს საზღვართან ეფრემის ძეთ ერგოთ.
9
და ეშვებოდა საზღვარი კანას ხევისკენ, ხევის სამხრეთიდან. ეს ქალაქები ერგო ეფრემს მენაშეს ქალაქებს შორის. და მენაშეს სამკვიდროს საზღვარი ხევის ჩრდილოეთ მხარეს იყო, და ზღვასთან წყდებოდა.
10
სამხრეთით ეფრემისა იყო და ჩრდილოეთით – მენაშესი, და ზღვა იყო მათი საზღვარი. და აშერს ისინი ეკვროდნენ ჩრდილოეთიდან, და ისაქარს – აღმოსავლეთიდან.
11
მენაშეს სამკვიდრო იყო ისაქარამდე და აშერამდე: ბეთ-შეანი და მისი სოფლები, იბლეყამი და მისი სოფლები, დორის მკვიდრნი და მისი სოფლები, ყენდორის მკვიდრნი და მისი სოფლები, თანაქის მკვიდრნი და მისი სოფლები, მეგიდოს მკვიდრნი და მისი სოფლები. მესამეა ნაფეთი.
12
და დაიმკვიდრეს მენაშეს ძეთ ქალაქები და დარჩნენ ქანაანელები ამ ქვეყანაში საცხოვრებლად.
13
და როცა მომძლავრდნენ ისრაელის ძენი, მოხარკეებად გაიხადეს ქანაანელები, მაგრამ განდევნით არ განუდევნიათ ისინი.
14
და ელაპარაკნენ იოსების ძენი იესოს და უთხრეს: „რად მოგვეცი ერთი წილი სამკვიდრო და მხოლოდ ერთი ნაკვეთი, მე ხომ მრავალრიცხოვანი ხალხი ვარ, და ასე მაკურთხა უფალმა?“
15
და უთხრა მათ იესომ: „თუ მრავალრიცხოვანი ხარ. ადი ტყეში და გატეხე შენთვის ახო ფერიზელთა და რეფას ძეთა ქვეყანაში, თუ ეფრემის მთა გევიწროება.“
16
და უთხრეს იოსების ძეთ: „არ გვეყოფა ეს მთა. რკინის ეტლი აქვს ყველა ბარში მცხოვრებ ქანაანელს, იმათაც, ვინც ბეთ-შეანში არიან და მის სოფლებში, და იმათაც, ვინც იზრეყელის ველზე არიან.“
17
და უთხრა იესომ იოსების, ეფრემისა და მენაშეს სახლს ასე: „მრავალრიცხოვანი ხალხი ხარ შენ და ძალაც დიდი გაქვს, ამიტომ არ უნდა გქონდეს შენ ერთი წილი.
18
მთა შენი იქნება, ტყიანი კია, მაგრამ ახოს გატეხავ და ბოლომდე შენი იქნება, რადგან განდევნი ქანაანელებს, თუმცა მათ რკინის ეტლები აქვთ, და ძლიერნი არიან.“
← Chapter 16
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 18 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24