bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Joshua 23
Joshua 23
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 22
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 24 →
1
და მრავალი დღის შემდგომ, რაც უფალმა მოასვენა ისრაელი ყველა მისი მტრისაგან ყოველი მხრიდან, დაბერდა იესო და ხანში შევიდა,
2
მოუხმო იესომ მთელ ისრაელს, მის უხუცესებს, მის ერისთავებს და მის მსაჯულებს, მის ზედამდგომებს და უთხრა მათ: „მე დავბერდი, ხანში შევედი.
3
და თქვენ იხილეთ ყველაფერი, რაც უყო უფალმა, თქვენმა ღმერთმა, მთელ ამ ხალხს თქვენს წინაშე, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, თავად იბრძოდა თქვენთვის.
4
შეხედეთ, წილისყრით გარგუნეთ თქვენ ეს დარჩენილი ხალხი თქვენი ტომების სამკვიდრებლად იორდანედან მოყოლებული და ყველა ხალხი, რომელიც მოვსპე დიდ ზღვამდე, მზის დასავლამდე.
5
და უფალი, თქვენი ღმერთი, თავად აყრის მათ თქვენი პირისაგან და მოსპობს მათ თქვენს წინაშე, და დაიმკვიდრებთ მათ ქვეყანას, როგორც ნათქვამი აქვს თქვენთვის უფალს, თქვენს ღმერთს.
6
და ძალზე განმტკიცდით, რათა დაიცვათ და შეასრულოთ ყველაფერი, რაც მოსეს რჯულის წიგნშია ჩაწერილი. არ გადაუხვიოთ მას არც მარჯვნივ და არც მარცხნივ,
7
რათა არ შეერიოთ იმ ხალხს, თქვენს შორის რომ დარჩნენ. და მათი ღმერთების სახელს ნუ ახსენებთ, და ნურც დაიფიცავთ მათ, და ნურც ემსახურებით მათ, და ნურც თაყვანს სცემთ მათ.
8
არამედ მიეწებეთ უფალს, თქვენს ღმერთს, როგორც ამ დღემდე იქცეოდით.
9
უფალმა აჰყარა თქვენი პირისაგან დიდი და ძლიერი ხალხები; და ამ დღემდე წინ ვერავინ აღგიდგათ.
10
ერთი თქვენიანი ათასს განდევნის, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, იბრძვის თქვენთვის, როგორც თქვენთვისა აქვს ნათქვამი.
11
ამიტომ ყოველმხრივ ეცადეთ, რათა გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი.
12
რადგან თუ თქვენ მიიქცევით და მიეწებებით ამ დანარჩენ ხალხს, თქვენთან რომ დარჩნენ, და დაუმოყვრდებით მათ, და მიხვალთ თქვენ მათთან და ისინი კი თქვენთან,
13
ცოდნით იცოდეთ, რომ უფალი, თქვენი ღმერთი, აღარ აჰყრის ამ ხალხებს თქვენი პირისაგან, და იქნებიან თქვენთვის ბადედ და მახედ, შოლტად თქვენი ფერდებისათვის და ეკლად თქვენი თვალებისათვის, ვიდრე არ გადაშენდებით ამ კეთილი მიწიდან, რომელიც მოგცათ თქვენ უფალმა, თქვენმა ღმერთმა.
14
და აჰა, მე მივდივარ დღეს მთელი ქვეყნის გზით, და შეიცანით მთელი თქვენი გულითა და მთელი თქვენი სულით, რომ არც ერთი სიტყვა არ გაცუდებულა ყველა იმ სასიკეთო სიტყვიდან, რაც თქვენზე უთქვამს უფალს, თქვენს ღმერთს. ყოველივე აგიხდათ თქვენ და არ გაცუდებულა მათგან არც ერთი სიტყვა.
15
და როგორც აგიხდათ ყველა სასიკეთო სიტყვა, რაც თქვენთვის ჰქონდა ნათქვამი უფალს, თქვენს ღმერთს, ასევე მოგივლენთ უფალი ყველა ბოროტ სიტყვას, ვიდრე არ მოგსპობთ ამ კეთილი მიწიდან, რომელიც მოგცათ თქვენ უფალმა თქვენმა ღმერთმა,
16
როგორც კი გადახვალთ უფლის, თქვენი ღმერთის, აღთქმას, თქვენ რომ გიბრძანათ, და წახვალთ და ემსახურებით სხვა ღმერთებს და თაყვანს სცემთ მათ, მაშინ აღინთება რისხვა უფლისა თქვენზე და უმალ გადაშენდებით ამ კეთილი ქვეყნიდან, რომელიც თქვენთვის მოუცია.“
← Chapter 22
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 24 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24