bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Joshua 3
Joshua 3
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 4 →
1
და ადგა იესო დილაადრიან, და აიყარნენ შიტიმიდან და მივიდნენ იორდანესთან ის და ყველა ისრაელის ძე, და გაათიეს იქ, ვიდრე გაღმა გავიდოდნენ.
2
და სამი დღის შემდეგ გაიარეს ზედამდგომებმა შუა ბანაკში,
3
და უბრძანეს ხალხს ასე: „როდესაც იხილავთ უფლის, თქვენი ღმერთის, აღთქმის კიდობანს და ლევიან მღვდლებს, მის მტარებლებს, მაშინ თქვენც აიყარენით თქვენი ადგილიდან და მიჰყევით უკან.
4
ოღონდ მანძილი იყოს თქვენსა და მას შორის ორი ათას წყრთამდე საზომით, ნუ მიუახლოვდებით მას, რათა იცოდეთ გზა, რომლითაც უნდა იაროთ, რადგან არ გივლიათ ამ გზით არც გუშინ, არც გუშინწინ.“
5
და უთხრა იესომ ხალხს: „განიწმიდენით, რადგან ხვალ უფალი მოიმოქმედებს თქვენს შორის სასწაულებს.“
6
და უთხრა იესომ მღვდლებს ასე: „აიღეთ აღთქმის კიდობანი და ამ ხალხის წინ იარეთ.“ და აიღეს აღთქმის კიდობანი და წავიდნენ ხალხის წინ.
7
და უთხრა უფალმა იესოს: „ამ დღეს დავიწყებ შენს განდიდებას მთელი ისრაელის თვალწინ, რათა იცოდნენ, რომ, როგორც მოსესთან ვიყავი, შენთანაც ეგრე ვიქნები.
8
და შენ უბრძანე მღვდლებს, აღთქმის კიდობნის მტარებელთ, ასე: ‘როგორც კი იორდანეს წყლის ნაპირს მიადგებით, შეჩერდით.’“
9
და უთხრა იესომ ისრაელის ძეთ: „მოდით აქ და მოისმინეთ უფლის, თქვენი ღმერთის, სიტყვები.“
10
და თქვა იესომ: „ამით გაიგებთ, რომ ცოცხალი ღმერთია თქვენს შორის და ის განდევნის თქვენი პირისაგან ქანაანელებს, ხეთელებს, ხიველებს, ფერიზელებს და გირგაშელებს, ამორეველებსა და იებუსელებს.
11
და აჰა, მთელი ქვეყნის უფლის აღთქმის კიდობანი გადალახავს თქვენს წინაშე იორდანეს.
12
და ახლა ამოირჩიეთ თორმეტი კაცი ისრაელის ტომთაგან, თითო-თითო კაცი ტომიდან.
13
როდესაც მთელი ქვეყნის უფლის აღთქმის კიდობნის მტარებლების, მღვდლების, ფეხის ტერფები ჩაიდგმება იორდანეს წყლებში, მაშინ გაიპობა იორდანეს წყლები, ზემოდან მომდინარე და ერთ კედლად შედგება.“
14
და აიყარა ხალხი თავისი კარვებიდან იორდანეს გადასალახავად, და აღთქმის კიდობნის მტარებელი მღვდლები გაუძღვნენ ხალხს წინ.
15
და როგორც კი კიდობნის მტარებლები იორდანეს მიადგნენ და კიდობნის მტარებელი მღვდლების ფეხები ჩაიდგა წყლის ნაპირზე – ხოლო იორდანე მკათათვეში თავის ნაპირებზე გადმოდის, –
16
შეჩერდა ზემოდან მომდინარე წყლები და ერთ კედლად აღიმართა, კარგა შორს ქალაქ ადამადან, რომელიც ცართანის გვერდითაა; და ყარაბას ზღვისაკენ, მარილოვანი ზღვისაკენ, მიმდინარე წყლები სრულიად გაიპო, და ხალხი იერიხოს პირდაპირ გადავიდა.
17
და იდგნენ მღვდლები, მტარებელნი უფლის აღთქმის კიდობნისა, მშრალზე, შუაგულ იორდანეში მყარად. და მთელი ისრაელი გადადიოდა მშრალზე, ვიდრე არ დაასრულა მთელმა ერმა იორდანეს გადალახვა.
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 4 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24