bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Joshua 20
Joshua 20
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 19
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 21 →
1
და უთხრა უფალმა იესოს:
2
„ელაპარაკე ისრაელის ძეთ და უთხარი: ‘დაიდგინეთ თქვენთვის თავშესაფარი ქალაქები, რაზეც გელაპარაკეთ მოსეს ხელით,
3
რათა გაიქცეს იქ მკვლელი, რომელსაც უნებლიეთ შემოაკვდება კაცი. და გქონდეთ თქვენ მესისხლესგან თავშესაფრად.
4
და ვინც გაიქცევა ერთ-ერთ ამ ქალაქში, დადგეს ქალაქის კარიბჭის შესავალთან, და იმ ქალაქის უხუცესთა გასაგონად განაცხადოს თავისი საქმენი. და შეიფარებენ მას ქალაქში, და მისცემენ მას ადგილს, და იცხოვრებს მათთან.
5
და თუ დაედევნება მას მესისხლე, ხელში არ ჩაუგდონ მას მკვლელი, რადგან უნებლიეთ შემოაკვდა თავისი მოყვასი და არ სძულებია იგი მას არც გუშინ, არც გუშინწინ.
6
იცხოვროს მან ამ ქალაქში, ვიდრე არ წარდგება თემის წინაშე განსაკითხავად, ვიდრე არ მოკვდება მღვდელმთავარი, რომელიც იმ დღეებში იქნება. და მხოლოდ მაშინ დაბრუნდება მკვლელი და მივა თავის ქალაქში და თავის სახლში, იმ ქალაქში, საიდანაც ის გაიქცა.“
7
და გამოყვეს კედეში გალილეაში, ნაფთალის მთაში, შექემი ეფრემის მთაზე და კირიათ-არბაყი, იგივე ხებრონი, იუდას მთაში.
8
და იორდანეს გაღმა იერიხოსკენ, აღმოსავლეთით გამოყვეს: ბეცერი უდაბნოში, ტაფობზე, რეუბენის ტომიდან, და რამოთი გილყადში გადის ტომიდან და გოლანი ბაშანში მენაშეს ტომიდან.
9
ეს ქალაქები იყო განკუთვნილი ყველა ისრაელიანისთვის, ხიზნისათვის, ვინც მათთან არის შეხიზნული, რათა თავი შეაფაროს იქ ყველა უნებლიე მკვლელმა და არ მოკვდეს მესისხლის ხელით, ვიდრე თემს წარუდგებოდეს.
← Chapter 19
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 21 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24