bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Revelation 1
Revelation 1
Georgian GEO02 (ბიბლია)
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 2 →
1
გამოცხადება იესო ქრისტესი, რომელიც მისცა მას ღმერთმა, რათა ეჩვენებინა თავის მსახურთათვის, რაც უნდა მოხდეს მალე, და აუწყა და გაუგზავნა თავისი ანგელოზის მეშვეობით თავის მსახურს იოანეს,
2
რომელმაც დაამოწმა ღვთის სიტყვა და იესო ქრისტეს მოწმობა და, რაც იხილა.
3
ნეტარია წამკითხველი და მომსმენი ამ საწინასწარმეტყველო სიტყვისა და მასში დაწერილის შემნახველი, რადგან ახლოა ჟამი.
4
იოანე აზიაში შვიდ ეკლესიას: მადლი თქვენ და მშვიდობა მისგან, რომელიც არის, იყო და მოდის, და შვიდი სულისაგან, რომლებიც მისი ტახტის წინაშე არიან,
5
და იესო ქრისტესაგან, რომელიც სარწმუნო მოწამეა, პირმშო მკვდართაგან და მიწიერ მეფეთა მთავარი. მას, რომელმაც შეგვიყვარა და საკუთარი სისხლით გვიხსნა ჩვენი ცოდვებისაგან
6
და გაგვხადა ჩვენ სუფევად, მღვდლებად ღვთისა და თავისი მამისათვის. მას დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
7
აჰა, ის მოდის ღრუბლებით და დაინახავს მას ყოველი თვალი, ისინიც, რომელთაც განგმირეს იგი, და ატირდება მის წინაშე მიწის ყველა ტომი. დიახ, ამინ.
8
„მე ვარ ანი და ჰოე, – ამბობს უფალი ღმერთი, – ის ვინც არის, ვინც იყო და ვინც მოდის, ყოვლისმპყრობელი.“
9
მე ვარ იოანე, თქვენი ძმა და მოზიარე გასაჭირში, სუფევასა და იესო ქრისტეს მოთმინებაში. ვიყავი კუნძულზე, რომელსაც ეწოდება პატმოსი, ღვთის სიტყვისათვის და იესო ქრისტეს მოწმობისათვის.
10
მე ვიყავი სულში უფლის დღეს და ზურგსუკანიდან შემომესმა დიდი ხმა, საყვირის მსგავსი,
11
რომელიც ამბობდა: „რასაც ხედავ, დაწერე წიგნში და დაუგზავნე შვიდ ეკლესიას: ეფესოს, სმირნას, პერგამოს, თიატირას, სარდეს, ფილადელფიას და ლაოდიკიას“.
12
მივბრუნდი, რომ დამენახა ხმა, რომელიც მელაპარაკებოდა, და მიბრუნებისას ვიხილე შვიდი ოქროს სასანთლე.
13
შვიდი სასანთლის შუაში ვიხილე მსგავსი კაცის ძისა, რომელსაც ემოსა მოსასხამი და გულმკერდზე ოქროს სარტყელი ერტყა.
14
მისი თავი და თმები თეთრი იყო, როგორც თეთრი მატყლი, როგორც თოვლი. თვალები მისი, როგორც ცეცხლის ალი.
15
მისი ფეხები, როგორც მოელვარე სპილენძი, როგორც ქურაში გავარვარებული. მისი ხმა, როგორც ბევრი წყლის ხმაური.
16
მარჯვენა ხელში ეჭირა შვიდი ვარსკვლავი, მისი პირიდან გამოდიოდა ორლესული მახვილი, მისი სახე იყო როგორც მზე, თავის სრულ ძალაში რომ ანათებს.
17
როცა ვიხილე იგი, მკვდარივით დავეცი მის ფერხთით. მან თავისი მარჯვენა დამადო და მითხრა: „ნუ გეშინია, მე ვარ პირველი და უკანასაკნელი,
18
და ცოცხალი. მკვდარი ვიყავი და, აჰა, ცოცხალი ვარ უკუნითი უკუნისამდე. მიპყრია სიკვდილისა და ჯოჯოხეთის კლიტენი.
19
ამიტომ დაწერე, რაც იხილე, რაც არის და რაც იქნება ამის შემდეგ.
20
შვიდი ვარსკვლავის საიდუმლო, რომელიც შენ იხილე ჩემს მარჯვენაში და შვიდი ოქროს სასანთლე: შვიდი ვარსკვლავი შვიდი ეკლესიის ანგელოზებია, ხოლო შვიდი სასანთლე შვიდი ეკლესიაა.
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 2 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22