bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Revelation 8
Revelation 8
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 9 →
1
როცა მეშვიდე ბეჭედი ახსნა, დუმილი ჩამოვარდა ცაში ასე ნახევარ საათს.
2
ვიხილე შვიდი ანგელოზი, რომლებიც ღვთის წინაშე იდგნენ. და მიეცა მათ შვიდი საყვირი.
3
მოვიდა სხვა ანგელოზი და დადგა სამსხვერპლოსთან და ოქროს საცეცხლური ეპყრა, და მიცემული ჰქონდა ბევრი საკმეველი, რათა ყველა წმიდის ლოცვებთან ერთად მიეტანა ოქროს სამსხვერპლოზე, ტახტის წინ.
4
ავიდა საკმევლის კვამლი წმიდათა ლოცვებთან ერთად ანგელოზის ხელით ღვთის წინაშე.
5
აიღო ანგელოზმა საცეცხლური, აავსო იგი ცეცხლით სამსხვერპლოდან და ჩამოაგდო მიწაზე. და იქმნა ქუხილნი და ხმანი, და ელვანი და მიწისძვრა.
6
შვიდი ანგელოზი, რომელთაც შვიდი საყვირი ჰქონდათ, მოემზადა დასაყვირებლად.
7
პირველმა დააყვირა საყვირს და წარმოიშვა სისხლნარევი სეტყვა და ცეცხლი და გადმოგდებულ იქნა მიწაზე. მიწის მესამედი დაიწვა, ხეების მესამედი დაიწვა და მწვანე ბალახი მთლიანად გადაიბუგა.
8
მეორე ანგელოზმა დააყვირა საყვირს და რაღაც მსგავსი ალმოდებული დიდი მთისა გადმოგდებულ იქნა ზღვაში. და ზღვის მესამედი სისხლად იქცა.
9
ამოწყდა ზღვაში სულდგმულთა მესამედი და ხომალდების მესამედი.
10
მესამე ანგელოზმა დააყვირა საყვირს და ციდან ჩამოვარდა დიდი ვარსკვლავი, გახურებული ჩირაღდანივით იწვოდა და ჩავარდა მდინარეთა მესამედ ნაწილზე და წყლების წყაროებზე.
11
ამ ვარსკვლავის სახელი იყო აბზინდა. წყლების მესამედი ნაწილი აბზინდად იქცა და დიდძალი ხალხი დაიხოცა წყლებისაგან, ვინაიდან დამწარდნენ ისინი.
12
მეოთხე ანგელოზმა დააყვირა საყვირს და მოისპო მზის მესამედი, მთვარის მესამედი და ვარსკვლავთა მესამედი, რათა დაბნელებულიყო მათი მესამედი და დღის მესამედს აღარ ენათებინა, ისევე როგორც ღამისას.
13
ვიხილე და მოვუსმინე ერთ არწივს, რომელიც ცის შუაში დაფრინავდა და დიდი ხმით ამბობდა: „ვაი, ვაი, ვაი მიწაზე მცხოვრებთ სამი ანგელოზის საყვირთა დანარჩენი ხმებისაგან, რომელთაც მოუწევთ დაყვირება“.
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 9 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22