bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Revelation 19
Revelation 19
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 18
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 20 →
1
ამის შემდეგ გავიგონე ცაში დიდი ხმა, როგორც ბევრი ხალხის ხმა, რომელიც ამბობდა: „ალილუია! ხსნა, დიდება და ძალა ჩვენი ღვთისაა!
2
რადგან ჭეშმარიტნი და სამართლიანნია მისი განკითხვანი, რადგან მან განიკითხა დიდი მეძავი, რომელმაც წარყვნა მიწა თავისი მეძაობით, და იძია თავისი მონების სისხლი მისი ხელიდან“.
3
განმეორებით თქვეს: „ალილუია! და მისი კვამლი ადის უკუნითი უკუნისამდე“.
4
ოცდაოთხი უხუცესი და ოთხი ცხოველი დაემხნენ და თაყვანი სცეს ტახტზე მჯდომარე ღმერთს და ამბობდნენ: „ამინ! ალილუია!“
5
ტახტიდან გამოვიდა ხმა, რომელიც ამბობდა: „აქებდეთ ჩვენს ღმერთს ყოველნი მისნი მსახურნი, მისნი მოშიშნი, პატარები თუ დიდები“.
6
გავიგონე ხმა, როგორც ბევრი ხალხის ხმა და როგორც ბევრი წყლის ხმა, როგორც ძლიერ ქუხილთა ხმა, რომელიც ამბობდა: „ალილუია! რადგან გამეფდა ჩვენი უფალი, ღმერთი ყოვლისმპყრობელი.
7
გავიხაროთ და ვიმხიარულოთ და დიდება მივაგოთ, ვინაიდან მოვიდა კრავის ქორწილი და მისმა სასძლომ თავი გაიმზადა.
8
მიეცა მას, რომ ჩაეცვა ნათელი და წმიდა ბისონი, ვინაიდან წმიდა ბისონი წმიდანთა სამართლიანობაა“.
9
მითხრა მე: „დაწერე: ნეტარნი არიან კრავის საქორწინო ნადიმზე მიწვეულნი“. მითხრა: „ეს ღვთის ჭეშმარიტი სიტყვებია“.
10
დავემხე მის ფერხთით, რომ თაყვანი მეცა მისთვის, მაგრამ მან მითხრა: „ამას ნუ იზამ. შენი და შენი ძმების თანამსახური ვარ, რომელთაც იესოს მოწმობა აქვთ. თაყვანი ეცი ღმერთს, ვინაიდან იესოს მოწმობა წინასწარმეტყველობის სულია“.
11
ვიხილე ცა გახსნილი, და თეთრი ცხენი და მისი მხედარი, წოდებული სარწმუნოდ და ჭეშმარიტად, და სიმართლით განიკითხავს და იბრძვის.
12
მისი თვალები როგორც ცეცხლის ალი, თავზე მრავალი ჯიღა ადგია და ზედ წარწერილი აქვს სახელი, რომელიც მის მეტმა არავინ იცის.
13
მოსავს სისხლში ამოვლებული სამოსელი. და ეწოდება სახელად: „ღვთის სიტყვა“.
14
ციური ლაშქარი მისდევს მას თეთრი ცხენებით, თეთრი და წმიდა ბისონით შემოსილი.
15
მისი პირიდან გამოდის ბასრი მახვილი, რომელიც შემუსრავს ერებს. და იგი დამწყემსავს მათ რკინის კვერთხით. იგი წურავს ყოვლისმპყრობელი ღვთის რისხვის მძვინვარების ღვინის საწნახელს.
16
მის სამოსელზე და მის თეძოზე აწერია სახელი: „მეფეთ მეფე და უფალთ უფალი“.
17
ვიხილე მზეზე მდგარი ერთი ანგელოზი. დაიყვირა მან დიდი ხმით და უთხრა ყოველ ფრინველს, რომლებიც დაფრინავდნენ ზეცის შუაგულში: „მოდით, შემოკრბით ღვთის დიდ სერობაზე,
18
რომ ჭამოთ მეფეთა ხორცი, ათასისთავთა ხორცი, ძლიერთა ხორცი, ცხენთა და მხედართა ხორცი, ყველა თავისუფლისა და მონის, მცირისა და დიდის ხორცი“.
19
ვიხილე მხეცი და მიწის მეფენი და მათი ლაშქარნი შეკრებილნი, რათა შებმოდნენ მხედარსა და მის ლაშქარს.
20
შეპყრობილ იქნა მხეცი და მასთან ერთად ცრუწინასწარმეტყველი, რომელიც სასწაულებს ახდენდა მის წინაშე, რომლითაც აცდუნა მხეცის ნიშნის მიმღებნი და მისი ხატის მოთაყვანენი, და ორივენი ცოცხლად იქნენ ჩაყრილნი ცეცხლის ტბაში, რომელიც გოგირდით იწვოდა.
21
დანარჩენები დაიხოცნენ მახვილით, რომელიც ცხენზე მჯდომარის პირიდან გამოდიოდა, და ყველა ფრინველი გაძღა მათი ხორცით.
← Chapter 18
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 20 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22