bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Revelation 10
Revelation 10
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 11 →
1
ვიხილე სხვა ანგელოზი, ძლიერი, ციდან ჩამომავალი, ღრუბლით შემოსილი, თავზე ცისარტყელით. მისი სახე იყო, როგორც მზე, და მისი ფეხები, როგორც ცეცხლის სვეტები.
2
ხელთ ჰქონდა გადაშლილი პატარა წიგნი. მარჯვენა ფეხი ზღვას დააბიჯა, ხოლო მარცხენა – მიწას.
3
და დაიძახა დიდი ხმით, როგორც ლომი ღრიალებს, და როდესაც დაიძახა, თავ-თავისი ხმით ალაპარაკდა შვიდი ქუხილი.
4
როცა შვიდი ქუხილი ლაპარაკობდა თავ-თავისი ხმით, ჩაწერა დავაპირე და ჩამომესმა ხმა ციდან, რომელმაც მითხრა: „დაბეჭდე, რასაც ლაპარაკობდა შვიდი ქუხილი, და ნუ დაწერ ამას“.
5
ანგელოზმა კი, რომელიც ვიხილე ზღვასა და მიწაზე მდგომი, ცისაკენ აღაპყრო თავისი მარჯვენა ხელი
6
და დაიფიცა უკუნითი უკუნისამდე ცოცხალი, რომელმაც შექმნა ცა და რაც მასშია, მიწა და რაც მასშია, ზღვა და რაც მასშია, რომ დრო აღარ იქნება.
7
ანგელოზის ხმის დღეებში, როცა ის დააყვირებს საყვირს, აღსრულდება ღვთის საიდუმლო, როგორც მან ახარა თავის მსახურთ – წინასწარმეტყველებს.
8
ხმა, რომელიც მოვისმინე ციდან, კვლავ დამელაპარაკა და მითხრა: „მიდი და აიღე გადაშლილი პატარა წიგნი, რომელიც იმ ანგელოზის ხელშია, ზღვასა და მიწაზე რომ დგას“.
9
მივედი ანგელოზთან და ვუთხარი მას: „მომეცი მომცრო წიგნი“. მან მითხრა: „აიღე და შეჭამე იგი, და მწარეს გახდის შენს მუცელს, მაგრამ შენს პირში თაფლივით ტკბილი იქნება“.
10
ავიღე პატარა წიგნი ანგელოზის ხელიდან და შევჭამე იგი, და თაფლივით მეტკბო პირში და, როცა შევჭამე იგი, მუცელი გამიმწარდა.
11
მითხრეს: „შენ მოგიწევს კვლავ იწინასწარმეტყველო ხალხებსა და ერებზე, ენებსა და მრავალ მეფეზე“.
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 11 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22