bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Zechariah 13
Zechariah 13
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 14 →
1
„იმ დღეს იქნება, რომ გაიღება წყარო დავითის სახლისთვის და იერუსალიმის მცხოვრებთათვის ცოდვისა და უწმიდურების წარსახოცად.
2
იმ დღეს იქნება, – ამბობს ცაბაოთ უფალი, – რომ მოვსპობ კერპთა სახელებს ქვეყანაში, რომ მეტად აღარ იხსენიებდნენ, და წინასწარმეტყველებსაც და უწმიდურ სულს აღვგვი ქვეყნიდან.
3
თუ ვინმე კიდევ დაიწყებს წინასწარმეტყველებას და ეტყვიან მას მისი მშობელი მამა და დედა: არ უნდა ცოცხლობდე, რადგან ტყუილს ლაპარაკობ უფლის სახელითო. და განგმირავენ მას მისი მშობელი მამა და დედა, როცა აქადაგდება.
4
იმ დღეს იქნება, რომ შერცხვებათ წინასწარმეტყველთ – თითოეულს თავისი ხილვისა წინასწარმეტყველების დროს და აღარ შეიმოსავენ შავი ბალნის შესამოსელს თვალის ასახვევად.
5
იტყვიან: ‘არა ვარ წინასწარმეტყველი, მიწის მხვნელი ვარ, რადგან ყმად ვარ ნაყიდი სიყმაწვილიდანვე.’
6
ეტყვიან: ‘ეგ რა ნაჭრილობები გაქვს ხელზე?’ მიუგებს: ‘ჩემს მოკეთეთა სახლში ვარ ნაცემი.’
7
„მახვილო, აღიძარ ჩემი მწყემსის წინააღმდეგ და ჩემი მახლობელი კაცის წინააღმდეგ,“ – ამბობს ცაბაოთ უფალი. – „დაჰკარი მწყემსს და გაიფანტება ცხვარი. მაშინ მივყოფ ხელს მწყემსის ბიჭებს.
8
მთელს ქვეყანაზე, – ამბობს უფალი, – ორი წილი გაწყდება და დაიღუპება, მესამედი კი გადარჩება.
9
გავატარებ ცეცხლში ამ მესამედს და გავწმენდ, როგორც ვერცხლი იწმინდება, და გამოვცდი მათ, როგორც ოქრო გამოიცდება. მაშინ ახსენებენ ჩემს სახელს და მეც შევიწყნარებ მათ, ვიტყვი: ‘ეს არის ჩემი ერი.’ იტყვიან ისინი: ‘უფალია ჩემი ღმერთი.’“
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 14 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14