bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Zechariah 5
Zechariah 5
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 6 →
1
კვლავ ავახილე თვალი და ვიხილე: აჰა, აფრიალებული გრაგნილი.
2
მითხრა: „რას ხედავ?“ ვუთხარი მე: „აფრიალებულ გრაგნილს ვხედავ, სიგრძით ოცი წყრთა არის, სიგანით – ათი წყრთა.“
3
მითხრა: „ეს არის წყევლა, მთელ ქვეყანაზე გადმომავალი. რადგან ყოველი მპარავი ამიერიდან უნდა მოიკვეთოს ამის თანახმად და ყოველი მოფიცარი ამიერიდან უნდა მოიკვეთოს ამის თანახმად.
4
გამოვიხმე, – ამბობს ცაბაოთ უფალი, – და მიადგება მპარავის სახლს და ჩემი სახელის ცუდად მოფიცარის სახლს, დაიღამებს მის სახლში და მოსპობს მას, მის ხესა და ქვას.“
5
გამოვიდა ანგელოზი, რომელიც მე მელაპარაკებოდა, და მითხრა: „აახილე თვალი და დაინახე, რა არის ეს, რომ ჩანს.“
6
ვუთხარი: „რა არის-მეთქი?“ მითხრა: „ეს საწყაული ჩანს.“ და თქვა: „ეს არის მათი უკეთურება მთელს ქვეყანაზე.“
7
აჰა, ტყვიის ნაჭერი ამოიწია და ერთი ქალი ზის შუაგულ საწყაულში.
8
თქვა: „ეს არის უკეთურება.“ და ჩააგდო იგი საწყაულში და ტყვიის ზოდი დაახურა ზედ.
9
ავახილე თვალი და დავინახე: აჰა, გამოჩნდა ორი ქალი და ქარი ჰქონდათ ფრთებში, ფრთებად კი წეროს ფრთები ჰქონდათ. და ასწიეს მათ საწყაული მიწასა და ცას შორის.
10
ვუთხარი ანგელოზს, რომელიც მე მელაპარაკებოდა; „სად მიაქვთ-მეთქი ეს საწყაული?“
11
მითხრა: „შინეარის ქვეყანაში, რომ სახლი აუშენონ. და როცა მზად იქნება, თავის ადგილზე დაიდგმება იგი.“
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 6 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
Recommended Reading
Commentary
Zechariah Commentaries
→
Devotional
Zechariah Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian GEO02 (ბიბლია) Study Bible
→