bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Zechariah 9
Zechariah 9
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 10 →
1
განაჩენი. სიტყვა უფლისა ხადრაქის ქვეყანაზე და დამასკოზე, მის განსასვენებელზე (რადგან უფლის თვალი დაჰყურებს ადამიანებს და ისრაელის ყოველ შტოს),
2
და ხამათზეც, მას რომ ესაზღვრება, ცორზე და ციდონზე, რადგან მეტისმეტად გაბრძენდნენ.
3
აიშენა ცორმა ციხე-სიმაგრე და ქვიშასავით დაახვავა ვერცხლი და ოქრო – ქუჩის ტალახივით.
4
აჰა, უფალი ცარიელზე დატოვებს მას და ზღვაში ჩაამხობს მის დოვლათს, თავად კი ცეცხლში შთაინთქმება.
5
იხილავს აშკელონი და შეეშინდება; ღაზაც შეძრწუნდება მეტისმეტად და ყეკრონიც, რადგან გაწბილდება მისი იმედი. გადაიკარგება მეფე ღაზადან და აღარ დასახლდება აშკელონი.
6
უცხო თესლი იცხოვრებს აშდოდში და აღმოვფხვრი ფილისტიმელთა ამპარტოვნებას.
7
ბაგეებიდან ამოვგლეჯ სისხლს და მის სისაძაგლეებს – კბილებს შორიდან. ისიც ჩვენს ღმერთს დარჩება და იქნება, როგორც ერთი ათასეული იუდაში, ყეკრონი კი იებუსელის მსგავსად შეირაცხება.
8
შემოვაკავებ ჩემს სახლს ლაშქრისგან დასაცავად, მიმსვლელ-მომსვლელისგან და აღარ მიუვა მას მჩაგვრელი, რადგან ამიერიდან საკუთარი თვალით ვხედავ მას.
9
იხარე დიდად, სიონის ასულო! დაეცი ყიჟინა, იერუსალიმის ასულო! აჰა, შენი მეფე მოდის შენთან, მართალი და გამარჯვებული. თვინიერია ის და ამხედრებულია სახედარზე და ჩოჩორზე, ჭაკი ვირის ნაშიერზე.
10
ამოვაგდებ ეტლებს ეფრემიდან და ცხენებს – იერუსალიმიდან. შეიმუსრება საბრძოლო მშვილდი. მშვიდობას გამოუცხადებს უფალი ხალხებს და დამყარდება მისი ხელმწიფება ზღვიდან ზღვამდე, და მდინარიდან – ქვეყნის კიდემდე.
11
შენ კი, შენი აღთქმის სისხლის გულისთვის გავათავისუფლებ შენს ტყვეებს ჭიდან,
12
დაუბრუნდით ციხე-სიმაგრეებს, იმედის ტყვენო! რასაც დღეს გიცხადებთ, ორმაგად მოგაგებთ.
13
რადგან მშვილდივით მოვზიდავ იუდას და ისრებით ავავსებ ეფრემს. აღვძრავ შენს შვილებს, სიონო, შენი შვილების წინააღმდეგ, იავანო, და მეომრის მახვილად გაქცევ!
14
უფალი გამოჩნდება მათ ზემოთ, და ელვასავით გამოვარდება მისი ისარი. ჩაჰბერავს საყვირს უფალი ღმერთი და წამოვა შუადღის ქარიშხალში.
15
ცაბაოთ უფალი დაიფარავს მათ. შთანთქავენ და გათელავენ შურდულის ქვებს, ღვინოსავით შესვამენ მათ სისხლს. აივსებიან სასხურებელი თასივით, სამსხვერპლოს ქიმებივით.
16
იხსნის მათ იმ დღეს უფალი, მათი ღმერთი, როგორც თავისი ხალხის ფარას, რადგან გვირგვინის თვლები არიან ისინი და გაბრწყინდებიან მის მიწაზე.
17
ოჰ, რაზომ დიდია მისი სიკეთე, რაზომ დიდია მისი მშვენება! ჭაბუკებს – ხორბალი, ქალწულებს მაჭარი ააღორძინებს.
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 10 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
Recommended Reading
Commentary
Zechariah Commentaries
→
Devotional
Zechariah Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian GEO02 (ბიბლია) Study Bible
→