bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Zechariah 2
Zechariah 2
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 3 →
1
ავახილე თვალები და ვიხილე: აჰა, კაცი გამზომი ლარით ხელში.
2
ვკითხე: „სად მიდიხარ?“ მითხრა: „იერუსალიმის გასაზომად, რომ დავინახო, რამდენია მისი სიგანე და რამდენია მისი სიგრძე.“
3
აჰა, გამოდის ანგელოზი, რომელიც მელაპარაკებოდა, და სხვა ანგელოზიც გამოდის ჩემს შესახვედრად.
4
უთხრა მას: „გაიქეცი და ელაპარაკე ამ ყმაწვილს, უთხარი: გაშლილ დაბად იცხოვრებს იერუსალიმი უამრავი ხალხისა და პირუტყვის გამო, მასში რომ არის.
5
მე ვიქნები მისთვის, – ამბობს უფალი, – ცეცხლის კედლად ირგვლივ და დიდებად მის შუაგულში.
6
ჰოი, ჰოი, გაიქეცით ჩრდილოეთის ქვეყნიდან, – ამბობს უფალი, – რადგან ცის ოთხი ქარისკენ გაგფანტავთ, – ამბობს უფალი.
7
ჰოი, სიონო, თავს უშველე, ბაბილონის ასულთან რომ ცხოვრობ!
8
რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: „დიდების შემდეგ მიმავლენს ხალხებთან, რომლებიც გძარცვავენ შენ, რადგან თქვენი შემხებარე მისი თვალის გუგის შემხებარეა.
9
რადგან, აჰა, მოვუქნევ ხელს და მათი ყმების ნადავლად იქცევიან; მიხვდებიან, რომ ცაბაოთ უფალმა მომავლინა.
10
იხარე და იმხიარულე, სიონის ასულო, რადგან, აჰა, მოვდივარ და დავივანებ შენს შუაგულში,“ – ამბობს უფალი.
11
„მიეტმასნებიან უამრავი ხალხები უფალს ამ დღეს და გახდებიან ჩემი ერი; დავივანებ შენს შუაგულში.“ და მიხვდები, რომ ცაბაოთ უფალმა მომავლინა შენთან.
12
დაიმკვიდრებს უფალი იუდას თავის წილხვედრად წმიდა მიწაზე და კვლავ აირჩევს იერუსალიმს.
13
იყუჩოს ყოველმა ხორციელმა უფლის წინაშე, რადგან, აჰა, გაიღვიძა მან თავის წმიდა სამყოფელში.“
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 3 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14