bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Peter 2
1 Peter 2
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 3 →
1
ამრიგად, მოიშორეთ ყოველგვარი ბოროტება, ყოველგვარი მზაკვრობა და პირფერობა, და შური, და ყოველგვარი ავსიტყვაობა.
2
როგორც ახალშობილმა ჩვილებმა, ისურვეთ უმწიკვლო სულიერი რძე, რათა ამით გაიზარდოთ ხსნისათვის,
3
თუ იგემეთ, რომ ტკბილია უფალი,
4
მიდით მასთან – ცოცხალ ქვასთან, რომელიც დაიწუნეს ადამიანებმა, ღმერთისაგან კი რჩეული და პატივდებულია.
5
და თქვენც აშენდით, როგორც ცოცხალი ქვები, სულიერ სახლად, წმიდა სამღვდელოებად, რათა შესწიროთ ღმერთის მოსაწონი სულიერი მსხვერპლები იესო ქრისტეს მიერ.
6
რადგან ნათქვამია წერილში: „აჰა, მე ვდებ სიონში ქვას, ქვაკუთხედს, რჩეულსა და ძვირფასს და მისი მორწმუნე არ შერცხვება.“
7
ამიტომ თქვენთვის, მორწმუნეთათვის, პატივდებულია იგი, ურწმუნოთათვის კი „ქვა, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, იქმნა კუთხის ქვად“
8
და „წაფორხილების ქვად და შებრკოლების კლდედ.“ მათ წაიფორხილეს, რადგან ეურჩებიან სიტყვას და სწორედ ამისათვის იყვნენ განწესებულნი.
9
თქვენ კი რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმიდა ერი, წილხვედრილი ხალხი, რათა გამოაცხადოთ მისი სათნოებანი, ვინც სიბნელიდან თავისი საკვირველი ნათლისაკენ გამოგიხმოთ.
10
ოდესღაც არახალხი, – ახლა ღმერთის ხალხი ხართ. ოდესღაც არაშეწყალებულნი, – ახლა შეწყალებულნი ხართ.
11
საყვარელნო, შეგაგონებთ, როგორც ხიზნებსა და მწირებს, განეშორეთ ხორციელ გულისთქმებს, რომლებიც სულის წინააღმდეგ იბრძვიან.
12
კეთილად მოიქეცით წარმართთა შორის, რათა რისთვისაც გაძაგებენ, როგორც ბოროტმოქმედებს, იმაში დაინახონ თქვენი კეთილი საქმეები და ადიდონ ღმერთი მოხედვის დღეს.
13
დაემორჩილეთ ყოველ ადამიანურ ხელმწიფებას უფლის გულისათვის, იქნება ეს მეფე, როგორც უმაღლესი ხელისუფალი,
14
თუ განმგებელი, როგორც მის მიერ მოვლინებული ბოროტმოქმედთა დასასჯელად და კეთილისმოქმედთა საქებრად.
15
რადგან ასეთია ნება ღვთისა: რათა კეთილის ქმნით დაადუმოთ უგუნურ ადამიანთა უმეცრება,
16
როგორც თავისუფლებმა, ოღონდ ნუ გამოიყენებთ თავისუფლებას ბოროტების საფარად, არამედ როგორც ღმერთის მონებმა.
17
ყველას პატივი ეცით, გიყვარდეთ საძმო, ღმერთის გეშინოდეთ, მეფეს პატივი მიაგეთ.
18
მსახურნო, დაემორჩილეთ ბატონებს ყველაფერში რიდით, არა მარტო კეთილებსა და შემწყნარებლებს, არამედ მრისხანეთაც.
19
რადგან მადლი ის არის, თუ ვინმე სინდისის გამო უსამართლოდ იტანჯება და ღმერთის გულისათვის იტანს გასაჭირს.
20
რადგან, თუ დანაშაულისათვის გცემენ და ითმენთ, რა საქებარია? ხოლო თუ კეთილი საქმეებისთვის იტანჯებით და ითმენთ, ეს მადლია ღმერთის წინაშე.
21
ამისათვის ხართ მოწოდებულნი, ქრისტეც ხომ იტანჯა თქვენთვის და მაგალითიც დაგიტოვათ, რათა მის კვალს მიჰყვეთ;
22
„მას არც ცოდვა ჩაუდენია და არც მზაკვრობა გაჰკარებია მის ბაგეს;“
23
რომელსაც ლანძღავდნენ და ლანძღვით არ პასუხობდა, იტანჯებოდა და არ იმუქრებოდა, არამედ მიენდო სიმართლით განმკითხველს,
24
რომელმაც ჩვენი ცოდვები თვით აზიდა ძელზე თავისი სხეულით, რათა ცოდვისათვის მკვდრებმა სიმართლისათვის ვიცოცხლოთ; მისი ჭრილობებით განიკურნეთ თქვენ.
25
ცხვრებივით გზააბნეულნი იყავით და ახლა კი დაუბრუნდით მწყემსსა და თქვენს სულთა მეურვეს.
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 3 →
All chapters:
1
2
3
4
5