bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Peter 3
1 Peter 3
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 4 →
1
ასევე, ცოლებო, დაემორჩილეთ ქმრებს, რათა ისინი, რომლებიც არ ემორჩილებიან სიტყვას, სიტყვის გარეშე გახდნენ მოგებულნი თავიანთი ცოლების საქციელით,
2
როცა დაინახავენ თქვენს უბიწო ქცევას მოშიშებით.
3
თქვენი მშვენება ნუ იქნება გარეგანი: თმის ნაწნავები, ოქროს სამკაულები ან ჩაცმულობა,
4
არამედ დაფარული გულის ადამიანი უხრწნელი მყუდროებით და სულის სიმშვიდით, რაც ძვირფასია ღმერთის წინაშე.
5
ოდესღაც წმიდა ქალებიც, ღვთისმოსავნი, ასე იმკობდნენ თავს, თავიანთ ქმრებს დამორჩილებულნი;
6
როგორც სარა დაემორჩილა და უფალი უწოდა აბრაამს, რომლის შვილებიც ხართ, როცა კეთილ საქმეს აკეთებთ და არაფრის შიში არ გაკრთობთ.
7
თქვენც, ქმრებო, ასევე გონივრულად მოეპყარით ცოლებს, როგორც შედარებით უძლურ ჭურჭელს, პატივი ეცით, როგორც სიცოცხლის მადლის თანამემკვიდრეებს, რათა ლოცვა არ დაგიბრკოლდეთ.
8
და ბოლოს: იყავით ყველანი ერთი აზრისანი, თანამგრძნობნი, ძმათმოყვარენი, შემწყნარებელნი, თავმდაბალნი.
9
ნუ მიაგებთ ბოროტს ბოროტის წილ და გმობას გმობის წილ, პირიქით, აკურთხეთ, რადგან ამისათვის ხართ მოწოდებულნი, რათა კურთხევა დაიმკვიდროთ.
10
რადგან „ვისაც სიცოცხლე უყვარს და სურს კეთილი დღეების ხილვა, შეიკავოს ენა ბოროტისაგან და მისი ბაგეები ნუ იტყვიან ზაკვას.
11
ერიდოს ბოროტს, აკეთოს სიკეთე, ეძიოს მშვიდობა და მისკენ ისწრაფოს,
12
რადგან ღმერთის თვალი მიპყრობილია მართალთა მიმართ, ყური კი – მათი ვედრების მიმართ, ხოლო უფლის სახე ბოროტმოქმედთა წინააღმდეგაა.“
13
ვინ გიბოროტებთ, თუ კეთილის მიმყოლი იქნებით?
14
მაგრამ ნეტარნი ხართ თქვენ, თუნდაც დაიტანჯოთ სიმართლისათვის. მათი შიშით ნუ შეშინდებით და ნურც შეძრწუნდებით.
15
წმიდაჰყავით თქვენს გულებში ქრისტე, როგორც უფალი, და მუდამ მზად იყავით, გასცეთ პასუხი ყველას, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას მოგთხოვთ;
16
ოღონდ გააკეთეთ ეს სიმშვიდით და მოწიწებით. გქონდეთ კეთილი სინდისი, რათა, რისთვისაც გაძაგებენ, როგორც ბოროტმოქმედებს, იმაში შერცხვნენ თქვენი ქრისტესმიერი კეთილი ქცევის შეურაცხმყოფელნი.
17
რადგან, თუ ღმერთს ნებავს, უმჯობესია, კეთილ საქმეთა გამო დაიტანჯოთ, ვიდრე ბოროტთა გამო.
18
რადგან ქრისტეც ევნო ერთხელ ჩვენი ცოდვებისათვის, მართალი – უსამართლოთათვის, რათა მივეყვანეთ ღმერთთან. მოკვდა ხორცით და გაცოცხლდა სულით,
19
რომლითაც წავიდა და უქადაგა საპყრობილეში მყოფ სულებსაც,
20
ოდესღაც ურჩნი რომ იყვნენ, როდესაც ღმერთის მოთმინება ჯერ კიდევ იცდიდა, ნოეს დღეებში, სანამ შენდებოდა კიდობანი, რომელშიც ცოტა, ესე იგი, რვა სული, გადაურჩა წყალს;
21
რომელიც იყო სახე ნათლისღებისა, – იგი ხორციელი ჭუჭყის ჩამორეცხვა კი არ არის, არამედ კეთილი სინდისით ღმერთისათვის შეპირება – რომლითაც ამჟამად გიხსნით თქვენ იესო ქრისტეს აღდგომის მეშვეობით,
22
რომელიც ღმერთის მარჯვნივ არის მას შემდეგ, რაც ზეცად ამაღლდა, და რომელსაც დაემორჩილნენ ანგელოზნი, ხელმწიფებანი და ძალნი.
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 4 →
All chapters:
1
2
3
4
5