bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Peter 5
1 Peter 5
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
1
თქვენს შორის ხუცესებს შევაგონებ მე, თანახუცესი და ქრისტეს ტანჯვის მოწამე და აგრეთვე თანაზიარი იმ დიდებისა, რომელიც გამოცხადდება:
2
მწყემსეთ თქვენთვის მონდობილი ღმერთის სამწყსო არა იძულებით, არამედ ღმერთის ნებით, არა სამარცხვინო ანგარებისათვის, არამედ გულმოდგინებით.
3
ნუკი გაბატონდებით ღმერთის წილხვედრილებზე, არამედ მაგალითი იყავით სამწყსოსათვის.
4
და როდესაც გამოჩნდება მწყემსმთავარი, მიიღებთ დიდების უჭკნობ გვირგვინს.
5
ასევე, ახალგაზრდებო, დაემორჩილეთ ხუცესთ. ერთმანეთის მიმართ ყველამ შეიმოსოს თავმდაბლობა, რადგან ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს უბოძებს.
6
მაშ, დამდაბლდით ღმერთის ძლიერი ხელის ქვეშ, რათა აგამაღლოთ მან თავის ჟამს.
7
მიანდეთ მას ყველა თქვენი საზრუნავი, რადგან ის ზრუნავს თქვენზე.
8
მღვიძარენი იყავით! იფხიზლეთ! თქვენი მოწინააღმდეგე ეშმაკი დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი, და ეძებს, ვინ შთანთქას.
9
წინ აღუდექით მას მტკიცენი რწმენით, იცოდეთ, რომ ასეთივე სატანჯველი განწესებულია მთელ ქვეყანაზე თქვენი მოძმეებისათვის.
10
ხოლო ღმერთი ყოველგვარი მადლისა, რომელმაც მოგვიწოდა ჩვენ თავისი სამუდამო დიდებისაკენ ქრისტე იესოში, სრულგყოფთ თქვენ მცირეოდენი ტანჯვის შემდეგ, გაგაძლიერებთ, განგამტკიცებთ და გაგამყარებთ.
11
ძალი მას უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
12
სილოვანეს მეშვეობით, რომელსაც თქვენს ერთგულ ძმად ვთვლი, მოგწერეთ მცირე რამ თქვენს შესაგონებლად და დასამოწმებლად, რომ ჭეშმარიტია ღმერთის მადლი, რომელშიც დგახართ.
13
მოკითხვას გითვლით ეკლესია ბაბილონში, თქვენთან ერთად არჩეული და მარკოზი, ჩემი ძე.
14
მოიკითხეთ ერთმანეთი სიყვარულის ამბორით. მშვიდობა თქვენ ყველას, ვინც ქრისტეში ხართ. ამინ.
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
All chapters:
1
2
3
4
5