bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Peter 4
1 Peter 4
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 5 →
1
ამრიგად, რადგან ქრისტემ ხორციელად იტვირთა ტანჯვა, თქვენც აღიჭურვეთ იმავე აზრით – რომ ვინც ხორციელად დაიტანჯება, ის წყვეტს კავშირს შეცოდებასთან, –
2
რათა ხორციელად დარჩენილი ცხოვრების დრო განვლოს არა ადამიანური გულისთქმებით, არამედ ღმერთის ნებით.
3
რადგან საკმარისია, რომ წარსულში მიჰყვებოდით წარმართთა ნებას, როცა ცხოვრებას ატარებდით გარყვნილებაში, გულისთქმებში, სიმთვრალეში, ღრეობაში, სმაში და ურჯულო კერპთაყვანისმცემლობაში.
4
ამის გამო უკვირთ მათ, რომ მათთან ერთად აღარ მისდევთ ამ უზომო თავაშვებულობას და გგმობენ.
5
ისინი პასუხს აგებენ მის წინაშე, ვინც მზად არის ცოცხალთა და მკვდართა განსაკითხად.
6
რადგან იმიტომ ეხარათ მკვდრებსაც, რომ ხორცში განკითხულებს ადამიანთა მსჯავრის თანახმად, სულში სიცოცხლე ჰქონდეთ ღმერთის განსჯის შესაბამისად.
7
ხოლო ყველაფრის აღსასრული მოახლოვებულია. ამიტომ იყავით გონიერნი და ფხიზელნი სალოცავად.
8
უპირველეს ყოვლისა, გქონდეთ მტკიცე სიყვარული ერთმანეთისადმი, რადგან სიყვარული ფარავს მრავალ ცოდვას.
9
იყავით ერთმანეთის მიმართ სტუმართმოყვარენი წუწუნის გარეშე.
10
ემსახურეთ ერთმანეთს იმ ნიჭით, რაც მიგიღიათ, როგორც ღმერთის მრავალგვარი მადლის კეთილი მნეები.
11
ვინც ლაპარაკობს, ღვთის სიტყვისამებრ ილაპარაკოს. თუ ვინმე მსახურებს, იმსახუროს ღმერთის მიერ მინიჭებული ძალით, რათა იდიდებოდეს ღმერთი ყველაფერში იესო ქრისტეთი, მას ეკუთვნის დიდება და ძალი უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
12
საყვარელნო, ნუ გაგიკვირდებათ თქვენზე მოვლენილი ცეცხლოვანი განსაცდელი, თითქოს უცხო რამ გემართებოდეთ.
13
არამედ გიხაროდეთ, როგორც ქრისტეს ტანჯვათა მოზიარეებს, რათა მისი დიდების გამოცხადებისას თქვენც იხაროთ და იმხიარულოთ.
14
თუ იგმობით ქრისტეს სახელისათვის, ნეტარნი ხართ, რადგან სული დიდებისა, სული ღმერთისა ივანებს თქვენზე.
15
ოღონდ ნურც ერთი თქვენგანი ნუ დაიტანჯება, როგორც მკვლელი ან ქურდი, ბოროტმოქმედი ან სხვისაზე თვალის დამჭერი.
16
ხოლო თუ იტანჯება როგორც ქრისტესი, ნუ შერცხვება ამისი, არამედ ადიდოს ღმერთი ამის გამო.
17
რადგან მოვიდა დრო, რომ ღმერთის სახლიდან დაიწყოს გასამართლება; და თუ პირველად ჩვენგან დაიწყება, რაღა აღსასრული ელით ღმერთის სახარების ურჩებს?
18
თუ მართალი ძლივს გადარჩება, უღვთო და ცოდვილი სადღა იქნება?
19
ამიტომ ღმერთის ნებისამებრ ტანჯულებმა მიანდონ თავიანთი სიცოცხლე სარწმუნო შემოქმედს იმით, რომ აკეთონ სიკეთე.
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 5 →
All chapters:
1
2
3
4
5