bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
2 Timothy 1
2 Timothy 1
Georgian 2013 (ბიბლია)
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 2 →
1
პავლე, ღმერთის ნებით ქრისტე იესოს მოციქული ქრისტე იესოში სიცოცხლის აღთქმისამებრ,
2
ტიმოთეს, საყვარელ შვილს – მადლი, წყალობა და მშვიდობა მამა ღმერთისა და ჩვენი უფლის ქრისტე იესოსაგან.
3
ვმადლობ ღმერთს, რომელსაც ვმსახურებ წინაპართა კვალზე წმიდა სინდისით, როცა განუწყვეტლივ გიხსენებ ჩემს ლოცვებში ღამით და დღისით.
4
ვიხსენებ შენს ცრემლებს და მენატრება შენი ნახვა, რათა სიხარულით აღვივსო.
5
მახსენდება შენი წრფელი რწმენა, რომელიც უწინ დამკვიდრებული იყო დიდედაშენ ლოიდესა და დედაშენ ევნიკეში, და მწამს, რომ იგი შენშიც არის.
6
ამის გამო შეგახსენებ, გააღვივო ღმრთის ნიჭი, რომელიც ჩემი ხელდასხმით არის შენში.
7
რადგან ღმერთმა მოგვცა ჩვენ სული არა სიმხდალისა, არამედ ძალის, სიყვარულისა და თავშეკავებისა.
8
მაშ, ნუ შეგრცხვება ჩვენი უფლის დამოწმებისა, ასევე ნურც ჩემი, მისი პატიმრისა, არამედ გაიზიარე სახარებისათვის ჩემი ტანჯვა, გაძლიერდი ღმერთის ძალით,
9
რომელმაც გვიხსნა და მოგვიწოდა ჩვენ წმიდა მოწოდებით, არა ჩვენი საქმეების მიხედვით, არამედ თავისი განზრახვითა და მადლით, რომელიც მოგვეცა ჩვენ ქრისტე იესოში საუკუნეთა უწინარეს.
10
ახლა გამოჩნდა ის ჩვენი მხსნელი ქრისტე იესოს გამოცხადებით, რომელმაც გააუქმა სიკვდილი და სახარებით ნათელი მოჰფინა სიცოცხლეს და უხრწნელებას,
11
რომლის მაცნედ, მოციქულად და მოძღვრად ვარ დადგენილი.
12
ამ მიზეზით ვიტანჯები ასე, მაგრამ არა მრცხვენია, რადგან ვიცი, ვინც ვიწამე, და მწამს, რომ მას ძალუძს შეინახოს ჩემი საწინდარი იმ დღისათვის.
13
მისდიე საღ სიტყვებს, რომლებიც ჩემგან მოისმინე, იმ რწმენით და სიყვარულით, რომელიც ქრისტე იესოშია.
14
შეინახე კეთილი საწინდარი ჩვენში დამკვიდრებული სულიწმიდის მეშვეობით.
15
შენ იცი, რომ ასიაში ყველამ მიმატოვა, მათ შორის ფიგელოსმა და ჰერმოგენემაც.
16
უფალმა მისცეს წყალობა ონისიფორეს სახლს, რადგან მან მრავალჯერ გამამხნევა და არ შერცხვა ჩემი ბორკილებისა,
17
არამედ რომში მყოფი გულმოდგინედ მეძებდა და მიპოვა.
18
უბოძოს მას უფალმა უფლის შეწყალების მოპოვება იმ დღეს. ხოლო რაც ეფესოში სამსახური გაუწევია, შენ უკეთ იცი.
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 2 →
All chapters:
1
2
3
4
Recommended Reading
Commentary
2 Timothy Commentaries
→
Devotional
2 Timothy Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian (ბიბლია) Study Bible
→